უამრავი მიზეზი არსებობს თქვენი და თქვენი ბავშვის მენიუში უჯრედისით მდიდარი საკვების შესატანად. ის ხელს უწყობს დიაბეტის პრევენციას და საჭმლის მონელების პროცესს. კვლევების თანახმად, სიცოცხლის პირველ წლებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ჯანსაღი ნაწლავის მიკროფლორის, ასევე კვების კარგი ჩვევების ჩამოყალიბებისთვის.
უჯრედისი ხელს უშლის შეკრულობას, რაც სერიოზული გამოწვევაა ჩვილებისთვის დამატებითი კვების შემოღების შემდეგ. ამასთანავე, კარგია იმუნიტეტის ასამაღლებლად, რადგან ხელს უწყობს საკვების სწორად მონელებას და საკვები ნივთიერებების შეწოვას. ეს პროცესები კი უმნიშვნელოვანესია ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად.
უჯრედისთან ერთად საჭიროა წყლის მიღება. შესთავაზეთ მცირე რაოდენობით წყალი ბავშვს ჭამის დროს. ასევე, გაითვალისწინეთ, რომ დედის რძე ან ფორმულა კვების ძირითადი წყაროა მთელი პირველი წლის განმავლობაში.
1-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვებმა დღეში 14-31 გრამამდე უჯრედისი უნდა მიიღონ.
უჯრედისით მდიდარი პროდუქტებია:
1 ჭიქა მოხარშული შვრია – 4 გრ. უჯრედისი
1 პატარა ვაშლი – 3.6 გრ. უჯრედისი
საშუალო ზომის ბანანი – 3.1 გრ. უჯრედისი
ნახევარი ჭიქა სტაფილო – 2.9 გრ. უჯრედისი
1 ჭიქა დაჭრილი ქლიავი – 2 გრ. უჯრედისი