მიუხედავად იმისა, რომ ეს მდგომარეობა თქვენს ცხოვრებაში პირველი არ იქნება, ის მაინც ბევრ სიურპრიზს შემოგთავაზებთ, როგორც ფიზიკურ განსხვავებებს, ასევე ემოციურს. იმისათვის, რომ მოამზადოთ უფროსი ბავშვი მომავალ დაიკოსთან ან ძამიკოსთან შესახვედრად, წაიკითხეთ ჩვენი სტატია.
ფიზიკური განსხვავებები
გახსოვთ, როდის იგრძენით პირველი ორსულობის დროს მუცლის ქვედა ნაწილში დაჭიმულობა და წიწკნა? მეორე ორსულობაზე თქვენ მასთან შედარებით დაახლოებით 1 თვით ადრე გექნებათ ეს შეგრძნებები. ეს ხდება იმიტომ, რომ საშვილოსნო უკვე იყო გაზრდილი. მეორე მიზეზი კი ისაა, რომ თქვენ ზუსტად იცით, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება. ასევე, ადრე იგრძნობთ თქვენი პატარას მოძრაობასაც.
თითოეული ორსულობა უნიკალურია. ამიტომ, თქვენ ისევ იმ სიხშირით უნდა იაროთ გეგმიურ ვიზიტებზე, როგორ პირველი ფეხმძიმობის დროს. თუ პირველი ორსულობის დროს რაიმე გართულება გქონდათ, საჭიროა უფრო მეტი ყურადღება მიაქციოთ. მაგალითად, პირველი ორსულობის დროს თუ გესტაციური დიაბეტი განვითარდა, მეორე ორსულობაში უფრო ადრე ან მეტი კვლევებით შეიმოწმოთ.
იმის გამო, რომ ორსულად უკვე გამოსცადეთ, შესაძლოა უფრო მძაფრად იგრძნოთ ბრექსტონ-ჰიქსის შეკუმშვები, განსაკუთრებით ორსულობის ბოლოში.
ემოციური და ფსიქიკური განსხვავებები
პირველი ორსულობის დროს, ალბათ, ბევრი ემოციური და ფსიქიკური ენერგია დახარჯეთ, რომ პირველი შვილის დაბადებისთვის მომზადებულიყავით. ახლა, როცა შვილი უკვე გყავთ, შესაძლოა თავს გაუცხოებულად გრძნობდეთ ამ ორსულობისგან. ეს ჩვეულებრივი რეაქციაა და არ ნიშნავს იმას, რომ ეს ბავშვი ნაკლებად გეყვარებათ. თქვენი პარტნიორიც შესაძლოა არ იყოს იმდენად დაინტერესებული ამ ორსულობით, როგორც პირველი შვილის დროს იყო.
დედები ღელავენ იმაზე, რამდენად შეძლებენ პირველი შვილივით შეიყვარონ სხვა შვილები. თუმცა, გახსოვდეთ, რომ ახალი ბავშვი ინდივიდი იქნება საკუთარი ტალანტებითა და თვისებებით. თქვენი სიყვარული კი სასრული რიცხვი კი არა, ემოციების დაუსრულებელი მარაგია და ყველა შვილს ეყოფა.
მშობიარობებს შორის განსხვავებები
გავრცელებული ხუმრობაა, რომ “პირველი ორსულობისას დედები ღელავენ მშობიარობაზე, რადგან არ იციან რა ელოდებათ. ხოლო, მეორე მშობიარობის დროს ღელავენ, რადგან იციან რა მოელით.” მომავალი მშობიარობის შესახებ შფოთვა ნორმალურია. მიუხედავად იმისა, რომ ეს ერთხელ უკვე გაიარეთ, ბუნებრივია, გქონდეთ კითხვები, რა იქნება ახლა? ეს შეიძლება შეიცავდეს თავის არიდებას იმისათვის, რაც ადრე მოხდა ან დარწმუნებას იმაში, რომ მოხდება იმის მსგავსად, რაც იყო პირველად.
მოსალოდნელი მშობიარობის შესახებ შფოთვის შემცირებასა და ემოციური ჩართულობისა და მიჯაჭვულობის გაზრდაში, დაგეხმარებათ მშობელთა სკოლები.
შესაძლოა გაგიკვირდეთ ის, რასაც მოისმენთ კლასში მეორე ჯერზე. ბევრი ამბობს, რომ მეორედ მათ მეტი ისწავლეს, რადგანაც იყვნენ გახსნილები მეტი შესაძლებლობისათვის, იცოდნენ რა, რომ მშობიარობა არ იყო პროგნოზირებადი რამ. ეს ასევე დაგეხმარებათ თქვენს პარტნიორთან ერთად გაატაროთ დრო და ფოკუსირდეთ ორსულობაზე.
ასე რომ, დატკბით ორსულობით და სცადეთ „დაძინება მაშინ, როცა ჩვილს სძინავს“, მაშინაც კი, როცა ეს „ჩვილი“ 3-4 წლისაა.
წყარო: www.verywellfamily.com