მაშინაც კი, თუ თქვენი პატარა კოვზს ხელიდან გტაცებთ, მას შემდეგ, რაც მყარი კვება დაიწყო, საჭიროა ბევრი ვარჯიში და თვალისა და ხელის შეთანხმებული მოძრაობა, სანამ დამოუკიდებლად მოახერხებს თავის გამოკვებას. ასე რომ, ღირს ამ პროცესის დაწყება იმ დროისთვის, როდესაც თქვენი ბავშვი 1 წლის გახდება – ან უფრო ადრე, თუ ის გამოხატავს ამის სურვილს.
დაახლოებით 1 წლისთვის ბავშვების კოორდინაცია და ნატიფი მოტორიკა საკმარისად არის განვითარებული იმისთვის, რომ მათ შეძლონ კოვზის პირთან მიტანა. თავიდან პატარებს ისევ მზრუნველის ხელიდან ან საკუთარი ხელით ჭამა ეიოლებათ, მაგრამ 18-24 თვისთვის მათ უნდა შეძლონ კოვზითა და ჩანგლით დამოუკიდებლად ჭამა. თუმცა მანამდე დიდი გზა და ბევრი ვარჯიშია საჭირო. ასე რომ, აღიჭურვეთ მოთმინებით და დაეხმარეთ თქვენს პატარას, გახდეს უფრო დამოუკიდებელი.
6-9 თვის ბავშვისთვის გამოგადგებათ პატარა და მსუბუქი კოვზი, რათა ბავშვმა იოლად დაიჭიროს ხელში. BPA-ს გარეშე სილიკონის მოდელები უკეთესია, ვიდრე ლითონის ან პლასტმასის, რადგან რბილი მასალა არ გაუღიზიანებს თქვენს პატარას პირის ღრუს, თუ ის გადაწყვეტს, რომ კოვზის ღეჭვა ჭამაზე უკეთესია. ბავშვს გაუადვილდება კოვზით სქელი პიურეების და იოგურტების ჭამა.
კოვზით კვების სწავლის შემდეგ ჩანგლის გამოყენების დრო დგება. მისთვის შესაფერისი საკვები უნდა დაჭრათ პატარა კუბიკებად ან ნაჭრებად. მაგალითად, რბილი ხილი, როგორიცაა ბანანი ან ნესვი.
წყარო: www.whattoexpect.com