კიბეზე ასვლა-ჩამოსვლა ბავშვის მსხვილი მოტორული უნარების განვითარების მნიშვნელოვანი ეტაპია. ჩვილები ჯერ კიდევ ხოხვის დროს ცდილობენ საფეხურებზე აცოცებას. თქვენ კი უნდა დაიცვათ მათი უსაფრთხოება და ამავე დროს, წაახალისოთ კიბეების დაპყრობისკენ.
12-დან 18 თვემდე კიბეზე ასვლა დახმარებით
სიარულის დაწყების შემდეგაც, თქვენი პატარა ალბათ ჩაიმუხლებს, რომ კიბეზე ხოხვით ავიდეს. შეეცადეთ, ორივე ხელის ჩაჭიდებით დაეხმაროთ მას კიბეზე ასვლაში. თავიდან ის თქვენზე იქნება დამოკიდებული, მაგრამ შემდეგ დაიწყებს ერთი ფეხით გადაადგილებას საფეხურზე და მეორე ფეხზეც იგივეს გაიმეორებს. ვარჯიშის შემდეგ, ის უფრო მეტად დაიცავს წონასწორობას და შეეცდება ხელი გაგიშვათ. თუ ხელს გაუშვებთ და იქვე დარჩებით, რომ საჭიროების შემთხვევაში დაიჭიროთ, ის მიხვდება, ისევ სჭირდება თქვენი დახმარება თუ არა.
18 თვიდან 2 წლამდე კიბეზე ასვლა ფეხის მოუნაცვლებლად
მას შემდეგ, რაც კიბეზე ასვლისას ბავშვი წონასწორობის დაცვას ისწავლის, შეგიძლიათ ასწავლოთ, რომ ერთი ხელით დაეყრდნოს მოაჯირს ან კედელს, თუ მოაჯირი ძალიან მაღალია.
2-დან 3 წლამდე კიბეზე ასვლა უფრო მარტივია, ვიდრე ჩამოსვლა
2 წლის შემდეგ ბავშვი თქვენი დახმარების გარეშე, მოაჯირის გამოყენებით ეცდება კიბეზე ასვლა-ჩამოსვლას. ამასთანავე, ჩასვლისას უფრო ფრთხილად იქნება და უფრო ნელა იმოძრავებს. წაახალისეთ და დაარწმუნეთ, რომ უსაფრთხოება სისწრაფეზე მნიშვნელოვანია. დაახლოებით 3 წლისთვის ბავშვები იწყებენ ფეხების მონაცვლეობით ასვლას კიბეზე, განსაკუთრებით მაშინ, თუ საფეხურები არც ისე მაღალია.
5 წლის ასაკში ფეხების მონაცვლებით ადის და ჩამოდის კიბეზე
ფეხების მონაცვლეობას კიბეებზე ასვლა-ჩამოსვლისას თქვენი შვილი დაახლოებით 5 წლის ასაკში შეძლებს.
როგორ დავიცვათ ბავშვი კიბეზე ასვლა-ჩამოსვლის სწავლისას?
როგორც ხედავთ, კიბეების ათვისება ხანგრძლივი პროცესია, სხვადასხვა ეტაპებით. მნიშვნელოვანია, რომ დაცული იყოს უსაფრთხოების ზომები, როგორიცაა კიბის დამცავები, თუ სახლში კიბე გაქვთ.
წაახალისეთ ბავშვი კიბეზე ასვლა-ჩამოსვლის სწავლისკენ, მაგრამ იყავით ახლოს და მზად დახმარებისთვის, როცა მას ეს დასჭირდება.