Skip to content Skip to sidebar Skip to footer

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში გვიყვება, როდის გვაძლევს ყველაზე ზუსტ ინფორმაციას COVID-19-ზე ტესტი. მისი თქმით, თუ გვაინტერესებს, ხომ არ გადაგვედო ვირუსი კორონავირუსით ინფიცირებულ ადამიანთან კონტაქტის შემდეგ, უნდა დავიცადოთ 5-7 დღე და შემდეგ ჩავიტაროთ ცხვირ-ხახის ნაცხის გამოკვლევა PCR-ით ან ანტიგენით ტესტირება.

ინფექციონისტის თქმით, თუ ხართ კონტაქტი და არ გაქვთ კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები, ტესტის პასუხი დადებითი იყო და მე-2-3 დღეს გადამოწმების დროს უარყოფითია, ეს არ ნიშნავს, რომ ლაბორატორია შეცდა პირველ შემთხვევაში. სინამდვილეში, ვირუსის კონცენტრაცია ასეთ დროს დაბალია ან შეიძლება უკვე გაგიქრათ.

რაც შეეხება იმას, თუ როდის უნდა გავიკეთოთ ტესტი სიმპტომების გამოვლენიდან, მაია ბუწაშვილის თქმით ტესტით ვირუსის გამოვლენის შანსი მნიშვნელოვნად მატულობს სიმპტომების დაწყებიდან მესამე დღეს.

“IgM და IgG ანტისხეულები ჩნდება ინფექციის დაწყებიდან 1-3 კვირის განმავლობაში, ანუ შეიძლება პირველივე კვირას გაჩნდეს, მაგრამ ზოგჯერ მათ გამომუშავებას შესაძლოა 3 კვირაც დაჭირდეს. ამიტომ, ანტისხეულების ტესტის გაკეთება ჯობია არ ვიჩქაროთ და შესაძლო ინფიცირების პერიოდიდან 3 კვირა მაინც დავიცადოთ. თუმცა ადამიანთა საკმაოდ დიდ ნაწილს კოვიდის გადატანის მიუხედავად შეიძლება ანტისხეულები საერთოდ არ გამოუმუშავდეს და იმუნური პასუხი სხვა მექანიზმით განუვითარდეს. ამიტომ ანტისხეულების არ არსებობა ბოლომდე ვერ გამორიცხავს იმ ფაქტს, რომ ადამიანმა კორონავირუსი გადაიტანა.” – ამბობს მაია ბუწაშვილი

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5