Skip to content Skip to sidebar Skip to footer
  • კვლევებმა აჩვენა, რომ ბავშვებმა შეიძლება დაიწყონ საკუთარი სხეულის წონასა და ფიზიკურ გარეგნობაზე შფოთვა 3-5 წლიდან.
  • ერთ-ერთი კვლევის თანახმად, 6-დან 8 წლამდე ასაკის გოგონების ნახევარზე მეტი და ბიჭების მესამედი აცხადებს, რომ ისინი მათ იდეალურ წონაზე მსუქნები არიან.
  • 7 წლის ასაკში, ყოველი მეოთხე ბავშვი ცდილობს გარკვეული სახის დიეტა დაიცვას.
  • გოგონების 41%  ამბობს, რომ ისინი სოციალურ მედიას იყენებენ იმისათვის, რომ „უფრო მაგარი გამოჩნდნენ“.
  • ტელევიზორში 10-17 წლის ასაკის  ქალი პერსონაჟების 87 %   წონა საშუალოზე დაბალია.

ბავშვები სწავლობენ სხეულის აღქმას და იწყებენ შფოთვას საკუთარი გარეგნობის გამო სხვადასხვა წყაროდან, მათ შორის მშობლებისაგან, მეგობრებისაგან, თანატოლებისაგან და მედიიდან. მშობლები გადამწყვეტ როლს თამაშობენ ბავშვებში სხეულის კარგი აღქმის წასახალისებლად. ქვემოთ მოცემულია რამდენიმე რჩევა, რომელიც უნდა გახსოვდეთ:

ყურადღება მიაქციეთ საკუთარ სიტყვებს. ნუ იტყვით ისეთ სიტყვებს, როგორიცაა: “მე  მსუქანი ვარ”, ან „მე არ შემიძლია ამის ჭამა, რადგან ის გამასუქებს“. თქვენი შვილი ისმენს და ისწავლის თქვენგან. კვლევამ აჩვენა, რომ 5-დან 8 წლამდე ასაკის ბავშვები, რომლებიც ფიქრობენ, რომ მათი დედები უკმაყოფილონი არიან სხეულით, უფრო მეტად უკმაყოფილოები არიან საკუთარი სხეულებით. იყავით თავდაჯერებულები საკუთარ სხეულთან და საკუთარ თავთან დაკავშირებით.

შეეცადეთ ყურადღება არ გაამახვილოთ გარეგნობაზე. ნუ ისაუბრებთ ადამიანების გარეგნობაზე და მათ სხეულზე. ხაზი გაუსვით უფრო მნიშვნელოვან შინაგან მახასიათებლებს.

წაახალისეთ ვარჯიში და ჯანსაღი კვება. ღია ცის ქვეშ თამაში, ველოსიპედით სიარული და სხვა ფიზიკური აქტივობები ჩასვით ოჯახის ყოველდღიურ განრიგში. როდესაც სასურსათო მაღაზიაში მიდიხართ, სთხოვეთ ბავშვებს, დაგეხმარონ  ჯანსაღი ხილისა და ბოსტნეულის არჩევაში და ერთად წაიკითხეთ საკვების ეტიკეტები, რომ ისწავლონ   ჯანსაღი კვების ჩვევები.

ყურადღება მიაქციეთ მათ სათამაშოებს. გადახედეთ თქვენი შვილის თოჯინებს? ბიჭებს არარეალურად ამობურცული კუნთები ან გოგონებს ადამიანისთვის შეუსაბამო პროპორციები ხომ არ აქვთ? შეეცადეთ შეცვალოთ ეს სათამაშოები ადამიანის სხეულის უფრო რეალისტური წარმოდგენებით. მოიმარაგეთ სამაგიდო თამაშები, ფაზლები და  წიგნები ბავშვებისთვის.

ისაუბრეთ გენდერული და სხეულის სტერეოტიპებზე რეკლამებსა და მედიაში. დაათვალიერეთ შინაარსი თქვენს შვილთან ერთად და როდესაც ხედავთ რეკლამას ან სატელევიზიო შოუებსა თუ ფილმებს, სადაც ნაჩვენებია ქალები მოტკეცილ ტანსაცმელში ან არაჯანსაღი საკვები მიმზიდველად არის ნაჩვენები,  ესაუბრეთ ბავშვებს, თუ რა არის არასწორი ამ გამოსახულებებში.

საეკრანო დროის შეზღუდვა. კვლევებმა აჩვენა, რომ საეკრანო დროის შემცირებამ შეიძლება შეამციროს ბავშვების სიმსუქნის რისკი. ასწავლეთ ბავშვებს, როგორ შეხედონ არაჯანსაღი საკვების რეკლამას, რაც ონლაინაც თან სდევს ბავშვებს. გაითვალისწინეთ, რის გაყიდვას ცდილობენ ისინი და ესაუბრეთ, რატომ არის ეს საკვები მავნე მათი ჯანმრთელობისათვის.

წყარო: www.verywellfamily.com

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5