გთავაზობთ გაეროს ბავშვთა ფონდის რჩევებს, როგორ დაიცვათ თქვენი შვილების ინტერნეტ უსაფრთხოება.
1.უზრუნველყავით მათი უსაფრთხოება ღია კომუნიკაციით.
ელაპარაკეთ იმაზე, ვის და როგორ ეკონტაქტებიან ინტერნეტით. დარწმუნდით, რომ ესმით და აფასებენ კეთილგანწყობილ და მხარდამჭერ ურთიერთობებს და მათთვის მიუღებელია უსამართლო, დისკრიმინაციული და შეუსაბამო ურთიერთობები. თუ ისინი ამათგან რომელიმეს გამოცდიან, წაახალისეთ რომ დაუყოვნებლივ მოგიყვნენ თქვენ ან სანდო ზრდასრულ ადამიანს. იყავით ფხიზლად, თუ ბავშვი გაღიზიანებული ან ჩაკეტილია ონლაინ აქტივობისას ან თუ გამოცდიან კიბერბულინგს. ბავშვთან ერთად შეიმუშავეთ წესები იმის შესახებ როგორ, როდის და სად გამოიყენებს ციფრულ მოწყობილობებს.
2. გამოიყენეთ ტექნოლოგიები მათ დასაცავად.
დარწმუნდით, რომ ბავშვის ციფრულ მოწყობილობებზე უახლესი პროგრამული უზრუნველყოფა და ანტივირუსული პროგრამაა დაყენებული და ჩართულია კონფიდენციალურობის პარამეტრები. ვებკამერა დაფარეთ, როცა არ იყენებთ. მცირეწლოვანი ბავშვებისთვის მშობლის კონტროლის ხელსაწყოები დაცულს გახდის ინტერნეტს.
დაეხმარეთ თქვენს შვილს, არ გასცეს პირადი ინფორმაცია, განსაკუთრებით უცნობებზე.
3. გაატარეთ დრო მათთან ერთად ონლაინ
სხვა ადამიანებთან ურთიერთობა ახლა ისე მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს. ამიტომ შეუქმენით პირობები, რომ დაცული და პოზიტიური ონლაინ კავშირი ჰქონდეს მეგობრებთან, ოჯახთან და თქვენთან. ეს მშვენიერი საშუალებაა თქვენთვის, იყოთ მისთვის ემპათიის მაგალითი ვირტუალურ ურთიერთობებში.
დარწმუნდით, რომ არ იღებს მცდარ ინფორმაციას კორონავირუსის შესახებ. მასთან ერთად გაეცანით სიახლეებს სანდო საიტებზე.
გაატარეთ დრო თქვენს შვილთან ერთად ასაკის შესაბამისი აპლიკაციების, თამაშებისა და სხვა ონლაინ გართობის აღმოსაჩენად.
4. წაახალისეთ ჯანსაღი ონლაინ-ჩვევები
ხელი შეუწყვეთ და თვალყური ადევნეთ კარგ ქცევას ონლაინ და ვიდეო ზარებისას. წაახალისეთ ბავშვები, კარგად და პატივისცემით მოეპყრონ თანაკლასელებს, ყურადღება მიაქციონ თავიანთ ჩაცმულობას და მოერიდონ საძინებლიდან ვიდეოზარების განხორციელებას.
რადგანაც ბავშვები მეტ დროს ატარებენ ონლაინ, ისინი მეტ რეკლამას ეცნობიან, რომელმაც შეიძლება წაახალისოს არაჯანსაღი საკვები, გენდერული სტერეოტიპები ან ასაკის შეუსაბამო მასალა. დაეხმარეთ ონლაინ რეკლამის იდენტიფიცირებაში და ერთად გამოიკვლიეთ, რა მცდარ ინფომაციას შეიცავს ნეგატიური შეტყობინებები.
5. მიეცით გართობისა და თვითგამოხატვის შესაძლებლობა
სახლში გატარებული დრო კარგი შესაძლებლობაა ბავშისათვის, გააზიაროს საკუთარი შეხედულებები ონლაინ და მხარი დაუჭიროს მათ, ვისაც ეს სჭირდება ამ კრიზისის დროს.
წაახალისეთ ბავშვები, გამოიყენონ ისეთი ციფრული ხელსაწყოები, რომლებიც მათ ფიზიკურ აქტივობას მოითხოვს, მაგალითად ონლაინ ვარჯიშის ვიდეოები ან ვიდეო თამაშები.
გახსოვდეთ, რომ ონლაინ კავშირი დააბალანსონ ოფლაინ აქტივობებით, მათ შორის გარეთ გატარებული დროით, თუ ეს შესაძლებელია.
წყარო: www.unicef.org