Skip to content Skip to sidebar Skip to footer

ბავშვებს უყვართ ფილმები და ვიდეო თამაშები, მაგრამ რას იტყვით მგზავრობაზე ციფრული მოწყობილობების გარეშე? ამერიკელი დედა ემბერ ჯონსონი ყოველ წელს არდადეგებზე თითქმის 5000 კმ-ს გადის ბავშვებთან ერთად და მისი თქმით, „მძღოლის და გართობის კომიტეტის ფუნქციას ითავსებს რამდენიმე საათის განმავლობაში“. გამოცდილებიდან გამომდინარე, ის გვთავაზობს 8 აქტივობას, ეკრანების გარეშე ხალისიანი მგზავრობისთვის.

1. მოგზაურობის დღიურები

ზაფხულის დასაწყისში ბავშვებს ვაძლევ რვეულებს, რომელშიც მოგზაურობის დროს აკეთებენ მათ საყვარელ აქტივობებზე ჩანაწერებს ან ჩანახატებს. ჩვენი მიზანია, იმ ღირსშესანიშნაობების ჩახატვა ან ჩანიშნვა, რაც მოგზაურობის დროს გვხვდება. მასში მოგზაურობის სუვენირებსაც ვინახავთ. ასევე, ბავშვები აკეთებენ ჩანიშნვას ან ჩანახატს, შემხვედრი მანქანების აღსანიშნად. ამ აქტივობისათვის ნებისმიერი რვეული თუ ბლოკნოტი გამოდგება.

2. რუკები

სანამ სახლიდან გამოხვალთ, ამობეჭდეთ თქვენი მარშრუტი გუგლის რუკაზე, აღნიშნეთ ის ადგილები და ღირსშესანიშნაობები, რომლებიც საინტერესო იქნება თქვენი ბავშვებისთვის. შეგიძლიათ ჩაატაროთ მცირე კვლევა და მოუთხროთ იმ ადგილების შესახებ, სადაც გაივლით.

3. გასაფერადებელი/ხელნაკეთი პროექტები

გაუმზადეთ ბავშვებს დაფა, რომ მასზე შესძლონ ხატვა, ძერწვა და თამაში. შეგიძლიათ მათთვის ხელმისაწვდომ ადგილას მოათავსოთ გასაფერადებლები, სახატავი რვეულები, საძერწი, მარკერები და დაკუთხული ცარცები, რომ არ გადაგორდეს. იდეალურ პირობებში, იოლი ხელმისაწვდომობა ნიშნავს იმას, რომ დედას არ უხდება ყოველ ხუთ წუთში ერთხელ ბავშვების დახმარება.

4. სამგზავრო სათამაშოები

კარგი იქნება, თუ ამ სათამაშოებს წინასწარ შეიძენთ, მაგრამ მგზავრობამდე არ გამოაჩენთ. შემდეგ ნელ-ნელა მიეცით კარგი ქცევისთვის ან კონკრეტული მანძილის გავლისას. შეგიძლიათ წასვლამდე შეფუთოთ ისინი და ბავშვებს მათი გახსნა დამატებით გაახალისებს.

5. სამგზავრო თამაშები

ჩემს ოჯახს აქვს შესანიშნავი კოლექცია სამგზავრო თამაშების, მათ შორის მაგნიტური სამაგიდო თამაშების. მას შემდეგ, რაც ბევრი ნაწილი გაუჩინარდა ჩვენი მანქანის „შავ ხვრელში“, ამ თამაშებს ვინახავთ დახურულ კონტეინერებში. შეგიძლიათ ინტერნეტში მოიძიოთ სამანქანო თამაშები და ძველ სახალისო თამაშებსაც ნუ დაივიწყებთ.

6. წიგნები

მანამ, სანამ შვილებს მივცემ ეკრანის გამოყენების საშუალებას, მათ 20 წუთით რამე უნდა წაიკითხონ. წასაკითხ მასალას მე არ ვარჩევ, ამიტომ ყველაზე ხშირად ეს კომიქსებია.

7. ჯანსაღი წასახემსებელი

იმის გამო, რომ არ იჩხუბონ საჭმელზე, ყველას თავის ულუფა ვაძლევ, რომელიც შედგება ხილისგან, თხილეულისგან, გრანოლებისგან და სხვა ჯანსაღი ხემსისგან.

8. აუდიოწიგნები

აუდიოწიგნები ბავშვებს გონების აქტიურობას უნარჩუნებს, უკანა სავარძელზე კი სიჩუმეა. თან, თუ ბავშვებს გზის ავადმყოფობა აწუხებთ, ეს კითხვის შესანიშნავი ალტერნატივაა.

წყარო: travelmamas.com

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5