Skip to content Skip to sidebar Skip to footer

მედიცინის დოქტორი, ექიმი-გინეკოლოგი სოფიო ბოჯგუა, „მშობლობის აკადემიის“  დამფუძნებელი  / Owner and Founder NNLE Doctors For Society – “დედამიცისს” ესაუბრება ოჯახის დაგეგმვის შესახებ. 

რას გულისხმობს  ოჯახის დაგეგმვა და რა სასიკეთო შედეგებს ემსახურება ეს პრაქტიკა ? 

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) განმარტებით, „ოჯახის დაგეგმვა“ მოიცავს ღონისძიებათა კომპლექსს, რაც ერთდროულად რამდენიმე ამოცანას გადაჭრის:

  •  არასასურველი ორსულობის თავიდან აცილებას; 
  • შვილების სასურველი რაოდენობის ყოლას; 
  • ორსულობებს შორის ინტერვალის რეგულირებას;
  •  ბავშვის დაბადების დროის შერჩევას მშობლების ასაკის მიხედვით. 

როგორ დავგეგმოთ ორსულობა და რა უნდა უნდა გავითვალისწინოთ პირველ ეტაპზე?

ამ ამოცანების პრაქტიკულ გადაჭრაში ერთ-ერთი წამყვანი როლი ენიჭება კონტრაცეფციის მეთოდებს – მათი გამოყენება აგვაცილებს არასასურველ ორსულობებს, რაც საშუალებას მოგვცემს შევამციროთ ხელოვნური აბორტებით გამოწვეული გართულებები, დედათა სიკვდილიანობა, და ვარეგულიროთ შობადობა. ხელოვნური აბორტის შემდგომ განვითარებული გართულებების სპექტრი საკმაოდ ფართოა – ის მოიცავს როგორც ახლო (მცირე მენჯის ღრუს ორგანოების ანთებითი დაავადებები, სისხლდენა, პერფორაცია), ისე შორეულ გართულებებს (უშვილობა, მენსტრუალური ციკლის დარღვევა, საშვილოსნოსგარე ორსულობა).

რა უნდა გავითვალისწინოთ ორსულობის დაგეგმვის პირველ ეტაპზე?

ორსულობის დასაგეგმავად მნიშვნელოვანია ვიცოდეთ როგორ ფუნქციობს რეპროდუქციული სისტემა. მოგეხსენებათ, მენსტრუაციული პერიოდის  დასაწყისში ქალის საკვერცხეებში ფოლიკულები იწყებს მომწიფებას და ზრდას; ერთი მათგანი ტყუპი ორსულობის დროს – მეტი “დაწინაურდება” და ზომით ყველას გაასწრებს. მას დომინანტი ეწოდება. დომინანტი ფოლიკული შეიცავს კვერცხუჯრედს, რომელიც სპერმატოზოიდმა უნდა გაანაყოფიეროს. ციკლის შუა ფაზაში დომინანტი ფოლიკული სკდება და ფოლიკულს გადმოისვრის. ამ პროცესს ოვულაცია ჰქვია. სწორედ ოვულაციის შემდეგ იწყება ქალის ფერტილური პერიოდი.

რა კვლევები უნდა ჩაიტარონ მომავალმა მშობლებმა გართულებების თავიდან ასაცილებლად?

ორსულობისთვის მომზადება-ორსულობის დაგეგმვაში მონაწილეობას იღებენ პარტნიორები.  მომავალმა მშობლებმა უნდა ჩაიტარონ  გამოკვლევა სქესობრივი გზით გადამდებ ინფექციებზე (მიკოპლაზმა, ქლამიდია, ურეპლაზმოზი, ჰერპეს ვირუსი, ციტომეგალოვირუსი, სიფილისი, გონორეა, ტრიქომონიაზი). ეს ის დაავადებებია, რაც უშვილობის მიზეზიც შეიძლება გახდეს და ასევე იწვევენ ორსულობის შეწყვეტას, ნაადრევ მშობიარობას, მკვდრადშობადობას, ნაყოფის განვითარების მანკებს. შესაძლოა, ისინი უსიმპტომოდაც კი მიმდინარეობდეს. 

მავნე ჩვევები, რომლებზეც ამ პერიოდში პარტნიორებმა უარი უნდა თქვან. ასეთი მავნე ჩვევაა – მოწევა. მამაკაცებს სჭირდებათ 3 თვე ჯანმრთელი სპერმატოზოიდების მოსამწიფებლად. ამ პერიოდში მათ უარი უნდა თქვან თამბაქოს მოწევაზე, ალკოჰოლზე.

რა აუცილებელი კვლევები არის სასურველი ჩატარდეს  ორსულობის დაგეგმვის წინ?

სასურველია ლაბორატორიოული კვლევა (ანალიზი) ჩატარდეს წითურას ანტისხეულებზე. თუ ანტისხეულები არ გაქვთ, ჩაიტარეთ წითურას პროფილაქტიკური ვაქცინაცია, რომ დაცვათ თავი და მომავალი შვილი იმ გართულებებისაგან, რასაც ეს ვირუსი იწვევს ორსულობის დროს. თუ ზუსტად გახსოვთ რომ გადატანილი გაქვთ წითურა, ლაბორატორიული კვლევის (ანალიზი) ჩატარება არ არის აუცილებელი.

როდის არის ფოლიუმის მჟავის მიღება აუცილებელი?

დაორსულებამდე სამი თვით ადრე სასურველია დავიწყოთ ფოლიუმის მჟავის მიღება, რომელსაც ორსულობის 12 კვირის ჩათვლით მიიღებთ. 

ვფიქრობ, მშობლობისთვის მომზადება საინტერესო და შტომატევადი საქმეა. აუცილებელია წყვილის ფსიქოლოგიური და ინფორმირებული მზაობა. 

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5