Skip to content Skip to sidebar Skip to footer

ბევრ მშობელს, რომელსაც აქვს კვების დარღვევები, სურს  აარიდოს საკუთარ შვილს იგივე სირთულე. მათ აქვთ კითხვები, თუ როგორ და რა საჭმელი შესთავაზონ მომავალ თაობას, რათა გაზარდონ კვების ჯანსაღი ჩვევებით.

თუ გადაჭარბებული კვება ან დიეტა გაწუხებთ, შეიძლება თქვენი შვილისთვის „მხიარული“ საჭმლის შეზღუდვის სურვილი გაგიჩნდეთ ან ზედმეტი ყურადღება მიაქციოთ მის „ჯანსაღ“  წონას. ეს გასაკვირი არ არის, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ჩვენ ვცხოვრობთ იმ სამყაროში, რომელიც წონით არის შეპყრობილი და გვაფიქრებინებს, რომ ზედმეტი წონა გვაქვს.

მოუყევით შვილებს სხეულის მრავალფეროვნების შესახებ

ბავშვებისთვის იმის სწავლება, რომ არ არსებობს  სხეულის მხოლოდ ერთი ზუსტი ზომა და ფორმა, ხელს უწყობს სხეულის მრავალფეროვნების ნორმალიზებას და საკუთარი სხეულის მიღებას. სხეულების უმეტესობა არ შეესაბამება სილამაზის არარეალურ სტანდარტებს, რომელსაც თავს გვახვევს კულტურა და მედია.

წაახალისეთ სხეულის მიღება და თავის მოვლა, თავი აარიდეთ წონის განხილვას და დაცინვას

მშობლებს ასევე შეუძლიათ შეამცირონ უარყოფითად  ლაპარაკი საკუთარი ან სხვისი სხეულების მიმართ. კვლევამ აჩვენა, რომ ასეთ საუბრებში მონაწილეობა იწვევს ყველას, რომ უარესად იგრძნონ თავიანთი სხეულები.

გაუზიარეთ საკუთარი სხეულის დადებითი შეგრძნება, მაგალითად „მე მომწონს ჩემი მკლავები, რადგან ისინი მაძლევს საშუალებას ჩაგეხუტო“. ასევე შეგიძლიათ გამოხატოთ მადლიერება თქვენი შვილების სხეულების მიმართ.

მოუყევით ბავშვს საკუთარი თავის მოვლის შესახებ – ის, რომ მნიშვნელოვანია ძილი, ჩვენი  სხეულის სიგნალების მოსმენა, თუ როდის არის ის მშიერი, მწყურვალი, დაღლილი…

არ ელაპარაკოთ მათ წონაზე, თუ არ აქვთ კვებითი დარღვევა და არ სჭირდებათ წონის კონტროლი.

ელაპარაკეთ მედიაწიგნიერების შესახებ

მოუყევით ბავშვებს, რომ მედია იყენებს სილამაზის არარეალურ სტანდარტებს ამა თუ იმ პროდუქტის გასაყიდად.

მოამზადეთ საჭმელი შინ და თავი აარიდეთ დიეტას

ოჯახური საჭმლები მოქნილობის და დიეტისგან თავის არიდების მეტ შესაძლებლობას იძლევა. ერთ-ერთი კვლევის თანახმად, ბავშვები, რომლებსაც „მხიარული“ საკვები აქვთ შეზღუდული, გრძელვადიან პერსპექტივაში უფრო მეტ ამ საკვებს ჭამენ და პირიქით, როდესაც ეს საკვები არ არის შეზღუდული, ისინი ნაკლებად არიან შეპყრობილი მათი ჭამის სურვილით.

სცადეთ ინტუიციური კვება

არსებობს კვების მეთოდი, რომელიც ეყრდნობა დაშვებას, რომ  ბავშვები იბადებიან იმ შესაძლებლობით, რომ ჭამონ ის, რაც სჭირდებათ. ამ მოდელში მშობლები პასუხისმგებელნი არიან იმაზე, თუ რას, როდის და სად ჭამს ბავშვი, ხოლო ბავშვი პასუხისმგებელია რამდენს და რომელს შეჭამს.

მშობლები ამას მიაღწევენ, თუ ერთსა და იმავე დროს შესთავაზებენ საერთო სუფრას მთელ ოჯახს.  სხვადასხვა სახეობის საჭმლებიდან თითოეულ წევრს შეუძლია აიწყოს საკუთარი მენიუ,  ყოველთვის უნდა არსებობდეს მინიმუმ ერთი კომპონენტი, რომელსაც ბავშვი ჭამს, თუნდაც ეს მხოლოდ პასტა იყოს. დროთა განმავლობაში, ამ გზით გამოკვებილი ბავშვების უმეტესობას მეტი პროდუქტი უყვარდება და ხდება უფრო მოქნილი მჭამელი.

დესერტი აუცილებლად უნდა იდოს მაგიდაზე თავიდანვე, რათა ბავშვი მიხვდეს, რომ მას ისეთივე ღირებულება აქვს, როგორც ბროკოლის.

იმოძრავეთ

ვარჯიში დადებითად მოქმედებს ჯანმრთელობასა და გუნება-განწყობილებაზე.

კვებითი დარღვევების თავიდან არიდება

კვებითი დარღვევები არის რთული დაავადებები, რომლებიც გამომდინარეობს არა ერთი მიზეზით, არამედ ბიოლოგიური, ფსიქოლოგიური და გარემო ფაქტორების რთული ურთიერთქმედებიდან. მისი კვლევა ჯერ კიდევ საწყის ეტაპზეა და არ არსებობს ერთი დადასტურებული გზა ყველა დარღვევის პრევენციისთვის.

გენეტიკა აქ დიდ როლს ასრულებს. დადგენილია, რომ ნერვული ანორექსიის, ნერვული ბულემიისა და გადაჭარბებული კვების აშლილობის რისკის 40% 60% წარმოიქმნება გენეტიკური გავლენისგან. მშობლებს შეუძლიათ დაეხმარონ შვილებს ადეკვატური თვითშეფასების ჩამოყალიბებასა და  საკუთარი სხეულის მიმღებლობის სწავლაში. ეს მათ გარკვეულწილად დაიცავს კვებითი დარღვევებისგან.

წყარო: www.verywellmind.com

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5