Skip to content Skip to sidebar Skip to footer

მოზრდილ მწეველთა უმეტესობამ მოწევა თინეიჯერობიდან დაიწყო. იმისათვის, რომ თქვენს შვილს აარიდოთ ეს, მიჰყევით ამ რჩევებს.

1. მიეცით კარგი მაგალითი

მოწევას უფრო ხშირად ის თინეიჯერები იწყებენ, რომელთა მშობლები ეწევიან. თუ ეწევით, თავი დაანებეთ. ჰკითხეთ ექიმს მოწევის შეწყვეტის გზების შესახებ.

ამასობაში, არ მოწიოთ მოზარდის წინაშე და არ დატოვოთ მოსაწევი მასალები სახლში. აუხსენით თქვენს მოზარდს, თუ რამდენად უკმაყოფილო ხართ თქვენი მოწევით, რამდენად რთულია თავის დანებება და რომ შეეცდებით, სამუდამოდ შეწყვიტოთ მოწევა.

2. აუხსენით სატყუარაზე

თინეიჯერების მიერ მოწევის დაწყება  შეიძლება იყოს აჯანყების ფორმა ან მეგობრების კონკრეტულ ჯგუფში შესვლის გზა. მათ შეიძლება მოწიონ, რომ დაამტკიცონ „მაგრები“ ან „დამოუკიდებლები“ არიან.

ჰკითხეთ თქვენს მოზარდს, თუ რა იცის მან მოწევისა და ელექტრონული სიგარეტის გამოყენების შესახებ, და ეწევა თუ არა მისი რომელიმე მეგობარი.

ესაუბრეთ მოზარდს იმის შესახებ, თუ როგორ ცდილობენ თამბაქოს კომპანიები გავლენა მოახდინონ ადამიანებზე – მაგალითად, რეკლამების საშუალებით ან ფილმებში პროდუქტის განთავსებით, რაც ქმნის მოსაზრებას, რომ მოწევა არის გლამურულობის, სექსუალურობის და მოწიფულობის ნიშანი.

3. უთხარით „არა“

შეიძლება ისეთი შეგრძნება გქონდეს, თითქოს მოზარდს არ ესმის თქვენი ნათქვამი, მაგრამ მაინც უთხარით,  რომ მოწევა არ არის მისაღები ქცევა. თქვენს უარყოფას უფრო დიდი გავლენა ექნება, ვიდრე ფიქრობთ.

4. იფიქრეთ სიგარეტის მიღმა

თინეიჯერებს ხშირად მიაჩნიათ, რომ ელექტრონული სიგარეტი ნაკლებად საზიანოა ან ნაკლებად იწვევს დამოკიდებულებას, ვიდრე ტრადიციული სიგარეტი.

აუხსენით, რომ ამ დროსაც შეისუნთქავენ  მავნე ნივთიერებებს და არაა რეკომენდებული მათთვის.

5. გაითვალისწინეთ  თქვენი მოზარდის თავმომწონეობა

შეახსენეთ თქვენს მოზარდს, რომ მოწევა სუნს იწვევს. ის დარჩება მის ტანსაცმელზე, თმაზე. გაუყვითლდება თითები და კბილები. შესაძლებელია ქრონიკული ხველაც დარჩეს.

6. მოიშველიეთ მათემატიკა

მოწევა ძვირია. დაეხმარეთ თქვენს თინეიჯერს გამოთვალოს მოწევის ან ელექტრო სიგარეტის  ყოველკვირეული, ყოველთვიური ან წლიური ღირებულება. თქვენ შეიძლება შეადაროთ მოწევის ფასი წიგნებს, სმარტფონებს, ტანსაცმელს ან მოზარდისთვის აუცილებელ ნივთებს.

7. გააფრთხილეთ მოსალოდნელ ზეწოლაზე

მიეცით თქვენს მოზარდს ის ინსტრუმენტები, რაც მას სჭირდება სიგარეტზე უარის თქმისთვის. ასწავლეთ, როგორ გაუმკლავდეს მკაცრ სოციალურ სიტუაციებს. შეიძლება ეს ისეთი მარტივი იყოს, როგორც თქვა: ”არა, მადლობა. არ ვეწევი”.

8. სერიოზულად მიიღეთ დამოკიდებულება

მოზარდების უმეტესობას სჯერა, რომ მოწევა არ იწვევს  დამოკიდებულებას და რომ, თუ ისინი გახდებიან რეგულარული მწეველები, მათ შეეძლებათ შეწყვიტონ მოწევა ნებისმიერ დროს, როცა მოისურვებენ. ამასთან, მათ შეუძლიათ დამოკიდებული გახდნენ ხუთი კოლოფი სიგარეტის მოწევის შემდეგ. შეახსენეთ თქვენს მოზარდს, რომ მოზრდილ მწეველთა უმეტესობამ  მოწევა თინეიჯერობიდან დაიწყო და თავის დანებება ძალიან რთულია.

9. განიხილეთ  მომავალი

თინეიჯერებს მიაჩნიათ, რომ ცუდი მოვლენები მხოლოდ სხვა ადამიანებს ემართებათ. მოუყევით ახლობლებზე ან ცნობილ ადამიანებზე, რომლებსაც მოწევასთან დაკავშირებული დაავადებები ჰქონდათ, როგორც თამბაქოს მოხმარების ზიანის რეალური მაგალითები.

10. ჩაერთეთ

აქტიური პოზიცია დაიკავეთ მოზარდების მოწევის წინააღმდეგ. მონაწილეობა მიიღეთ მოწევის პრევენციის კამპანიებში.

ესაუბრეთ თქვენს მოზარდს ბავშვობიდან თამბაქოს მავნებლობის შესახებ. მოწევის თავიდან აცილება ერთ-ერთი საუკეთესოა, რაც მას შეუძლია გააკეთოს ჯანმრთელი ცხოვრებისთვის.

წყარო: www.mayoclinic.org

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5