ამბობენ, რომ სადილის დროს არ უნდა ილაპარაკო რელიგიასა და პოლიტიკაზე. ასეთივე თემა შეიძლება იყოს ვაქცინაცია, რომელიც იწვევს მძაფრ რეაქციებს, მომხრეების და მოწინააღმდეგეების მხრიდანაც.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის დოქტორი ჯესიკა შტაიერი ამბობს: „მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინაციის მოწინააღმდეგებთან კომუნიკაცია რთულია, ეს საზოგადოებრივი ჯანდაცვის მეცნიერის მუშაობის აუცილებელი კომპონენტია. ანტივაქსერების უმრავლესობა მტკიცედ არის დარწმუნებული საკუთარ გადაწყვეტილებაში. საჭიროა სტრატეგიულ კომუნიკაციაში ჩართვა, რომ არაფერი ვთქვათ ვინმეს აზრის შეცვლაზე“. მან 2020 წელს საკმაო დრო დახარჯა სკეპტიკოსებისთვის COVID-19-ის და ვაქცინის შესახებ ინფორმაციის მიწოდებაში. იგი განმარტავს თავის სტრატეგიას: „დასაწყისისთვის, სასარგებლოა იმის გაგება, თუ რის საფუძველზე ეწინააღმდეგებიან ვაქცინაციას; მისი შემადგენლობა აშინებთ? მორალურ წინააღმდეგობას გრძნობენ სავალდებულო ვაქცინაციასთან დაკავშირებით? შეთქმულების თეორიებს მიჰყვებიან, რომლებიც გამომდინარეობს ფარმაცევტული კომპანიებისა და მთავრობისადმი უნდობლობით?
იმის ნაცვლად, რომ ვინმეს „ბომბავდეთ“ სტატისტიკური მონაცემებით, შტაიერი გთავაზობთ, დამუნათების გარეშე მოუსმინოთ მათ, და გაიხსენოთ, რომ ყველას არ გაუვლია სამეცნიერო ტრეინინგი, სოციალურმა მედიამ კი ხალხს ყალბი ავტორიტეტი და ნდობა გაუჩინა.
მეცნიერება სოციალური მედიის წინააღმდეგ
ანტივაქსერული მოძრაობა ძლიერდება, რაც აშკარაა Gallup-ის კვლევაში, რომლის თანახმად, მშობლების 84% მხარს უჭერს ვაქცინებს. 2001 წელს მშობლების 94% -მა მხარი დაუჭირა ვაქცინებს. შემცირება ძირითადად ნაკლებად განათლებულ ჯგუფებში ვლინდება და ერთადერთი ჯგუფი, რომელიც ყველაზე თანმიმდევრულად იცრება, არის სამეცნიერო ხარისხის მქონეთა ჯგუფი.
კვლევა ჩატარდა COVID-19-ის პანდემიამდე და აღმოჩნდა, რომ მასში მონაწილე ადამიანების 11% ფიქრობს, რომ ვაქცინა დაავადებაზე უფრო საშიშია.
ბოლოდროინდელი კვლევის მიხედვით, ამერიკელთა მხოლოდ 60% აპირებს COVID ვაქცინის გაკეთებას. ეს მეტია, ვიდრე წლის დასაწყისის პირქუში რიცხვები. ერთ-ერთი მთავარი დამნაშავეა სოციალური მედია, რომელმაც უფრო მეტი სკეპტიციზმი გამოიწვია ვაქცინაციის მიმართ.
ეს თვალსაჩინოდ ჩანს კვლევაში, რომელიც ციფრული სიძულვილის წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრმა (CCDH) გამოაქვეყნა. ამ კვლევის თანახმად, ივნისის შემდეგ, 425-მა ვაქცინის საწინააღმდეგო სოციალური მედიის ანგარიშმა დაახლოებით 877 ათასი ახალი მიმდევარი (ფოლოვერი) მოიზიდა. ეს კვლევა გვიჩენებს, რომ ვაქცინაციის საწინააღმდეგო ჯგუფებს შეუძლიათ ისარგებლონ კოლექტიური მერყეობით და გაავრცელონ აზრი, რომ COVID-19 არ არის სახიფათო, მაგრამ ვაქცინა – კი.
გავრცელებული მითები მოიცავს იმას, რომ ვაქცინები ტოქსიკურია და ზიანს აყენებს გარემოს, შეიცავს შეწყვეტილი ნაყოფის უჯრედებს ან შეიძლება შეცვალოს თქვენი დნმ. არსებული შიშები შესაძლოა კატალიზატორი იყოს ცრურწმენებისათვის, რომლებიც უგულვებელყოფს მეცნიერებასა და ლოგიკას.
ვაქცინაციის საწინააღმდეგო სივრცე თესავს უნდობლობას ვაქცინაციის მომხრე პროფესიონალების მიმართ და ხელს უწყობს ჰომეოპათიურ საშუალებებს, როგორიცაა მაგ. წყალბადის ზეჟანგის შესუნთქვა და უწდებენ ამას „H2O2 ნებულიზაციას“. CCDH ამბობს, რომ ვაქცინაციის საწინააღმდეგო გვერდები ამ ყველაფერს ადგილს უთმობენ ისე, როგორც ვერ აკეთებენ ვაქცინაციის მომხრე გვერდები და სიტყვების შერჩევა ცვლის პროდუქტიული საუბრის ტრაექტორიას.
ადამიანები ხშირად სტუმრობენ YOUTUBE-სა და სხვა ვებგვერდებს და ეძებენ ალტერნატივებს, რომლებსაც გვთავაზობენ ვაქცინაციის მოწინააღმდეგე ადამიანები.
რა შეუძლია ფსიქოლოგს?
შტაიერის სტრატეგია ვაქცინაციის განხილვისას იგივეა, რასაც ფსიქოლოგი, ფილოსოფიის დოქტორი სიალუ ჯიანგი იცავს. ის განმარტავს, რომ ეს მეთოდები ეფუძნება დარწმუნების ფსიქოლოგიას და რომ ორივე მხარისათვის მიმართვა კარგად მუშაობს, როდესაც პირისპირ აღმოჩნდებით მასთან, ვინც არ გეთანხმებათ.
„თქვენ უნდა იცოდეთ, რა არის მათი მოსაზრება და აფასებდეთ, თუ რაიმე ჭეშმარიტებაა მასში. შემდეგ კი წარუდგინეთ თქვენი არგუმენტები“ – ამბობს ჯიანგი – „მაგალითად, შეგიძლიათ დაეთანხმოთ, რომ ყველას გვაღელვებს, თუ რა შეგვყავს ჩვენს სხეულებში“.
ჯიანგი ასევე ამბობს, რომ თქვენი სათქმელი და მისი გადმოცემის გზა უნდა შეიცვალოს იმის მიხედვით, თუ ვის ვესაუბრებით. „უნდა იცოდეთ თქვენი აუდიტორია, ადამიანი, რომელსაც ესაუბრებით უფრო ემოციურია თუ ლოგიკური ვაქცინებთან მიმართებაში“. ის მიუთითებს, რომ უარყოფითი რეაქციის მქონე ადამიანის ცნობამ მარტივად შეიძლება გავლენა იქონიოს ვინმეს მოსაზრებაზე, თუნდაც „პირადი ავტონომიის“ ზოგად რწმენაზე.
„ასევე დავადგინე, რომ „მაგრამ“ სიტყვის გამოყენებამ შეიძლება მაშინვე თავდაცვით მდგომარეობაში გადაიყვანოს ვინმე, როდესაც მან იცის, რომ მის რაიმეში დარწმუნებას ცდილობთ“. ის გვირჩევს, „სცადეთ გამოიყენოთ ბევრი დამაკავშირებელი ფრაზა, როგორიცაა „ამასთანავე“ ან „შეგვიძლია ამას სხვა კუთხით შევხედოთ..?“
წყარო: verywellfamily.com