„როდის აპირებთ შვილების გაჩენას?“, „მეორეს არ მიაყოლებთ?“, „შემდეგზე არ ფიქრობთ?“ – თუ ეს ჯერ არ უკითხავთ, ჩათვალეთ, რომ იღბლიანი ხართ. სამწუხაროდ, ძალიან ბევრ წყვილს, რომელსაც არ სურს შვილის გაჩენა, უხდება ამ კითხვების მოსმენა და ეს უფრო მტკივნეულია, თუ ისინი ცდილობენ ბავშვის ყოლას, მაგრამ სამედიცინო თუ სხვა მიზეზით ვერ ახერხებენ.
რატომ სვამენ ადამიანები ამ კითხვებს?
ბევრი ადამიანი ამ კითხვას გაუაზრებლად სვამს. ისინი უბრალოდ ცდილობენ საუბრის გაბმას, თითქოს ამინდზე გელაპარაკებიან და ვერ აცნობიერებენ, როგორი პირადული ან მტკივნეული შეიძლება იყოს ეს თემა. ოჯახის წევრები კი შეიძლება საკუთარ სურვილებზე ზრუნავენ, მაგალითად, სურთ გახდნენ ბებიები, დეიდები და ა.შ.
რატომ გვაყენებს ტკივილს ეს კითხვები?
თუ თავს დაუცველად ან არასასიამოვნოდ გრძნობთ, როდესაც ხალხი მსგავს რამეებს გკითხავთ, ჩათვალეთ, რომ ეს 100%-ით ნორმალურია. მაშინაც კი, თუ ვინმე გულღიად გეკითხებათ ამაზე, თავად კითხვა იმისა, როდის და რამდენი შვილი უნდა გყავდეთ, გულისხმობს, რომ ეს სხვისი საქმეა … და ეს ასე არ არის.
წყვილისთვის, რომელიც ირჩევს არ ჰყავდეს შვილები, ან ჯერ არ ჰყავდეს, ეს პირადი კითხვაა, მაგრამ ალბათ არა მტკივნეული.
ეს შეიძლება იყოს მტკივნეული მათთვის, ვისაც ძალიან სურს ბავშვის გაჩენა, მაგრამ სამედიცინო მიზეზების გამო არ შეუძლიათ.
როგორ უპასუხოთ?
შეეცადეთ ღრმად ჩაისუნთქოთ, შემდეგ კი უპასუხეთ მოკლედ და შეცვალეთ თემა. მაგალითად, “მირჩევნია ამაზე არ ვისაუბრო, მადლობა”.
ასევე, შეგიძლიათ, პასუხის გარეშე, უბრალოდ გაუღიმოთ და თემა შეცვალოთ. ისინი მიხვდებიან მინიშნებას.
თუ ზემოთ ჩამოთვლილი მეთოდები არ გაამართლებს და საჭიროდ ჩათვლით, სცადეთ აუხსნათ, რატომ არის ასეთი კითხვები შეუსაბამო.
წყარო: www.verywellfamily.com