Skip to content Skip to sidebar Skip to footer

თქვენთვის შეიძლება ძალიან მოსაწყენი იყოს, როცა თქვენი 2 წლის შვილი ერთსა და იმავე საჭმელს ერთსა და იმავე დროს ერთი და იგივე თეფშიდან ერთი და იგივე კოვზით ჭამს. მაგრამ ამ უზარმაზარ (და ხანდახან საშიშ) სამყაროში თქვენი პატარა ბავშვისთვის რუტინული ჩვევების ქონა კომფორტის დიდი წყაროა. იმის ცოდნა, თუ რა ელოდება მას (წახემსება გაღვიძების შემდეგ), ბავშვს თავს დაცულად და ჭკვიანად აგრძნობინებს, ასევე უქმნის იმის შეგრძნებას, რომ ის რაღაცას აკონტროლებს თავის ცხოვრებაში, სადაც ძირითადად უფროსები იღებენ გადაწყვეტილებებს.

რუტინა დადებითად იმოქმედებს თქვენზეც. რადგან, როცა ბავშვი შეჩვეულია დაგეგმილ რეჟიმს, უფრო მარტივია ერთი აქტივობიდან მეორეზე გადასვლა. მაგალითად, როცა თქვენ ჩვეულებისამებრ იტყვით, „ნახვამდის, საქანელებო, ხვალ დავბრუნდებით“, ბავშვი მიხვდება, რასაც ამბობთ.  დროის დაზოგვაში დაგეხმარებათ ძილის, გაღვიძების, ჭამის, საჭმლის მომზადების, დალაგების წინასწარ დაგეგმვა.

უმღერეთ ერთი და იგივე სიმღერა ძილის წინ, შემოიღეთ დამშვიდობების წინა რიტუალი ერთი და იგივე ფრაზით, ჩახუტებით და კოცნით. გახსოვდეთ, რომ ახლად ფეხადგმულების სამყაროში მეგობრობას ზრდის სიყვარული და პატივისცემა.

რა თქმა უნდა, რუტინის სიყვარულს თან ახლავს იმედგაცრუების მომენტებიც. ბევრ ახლად ფეხადგმულ ბავშვს არ უყვარს ცვლილებები, მაგალითად ბევრი ცრემლი და ფეხების ბაკუნი  შეიძლება მოჰყვეს ძილისწინა წიგნის დაკარგვას. ამის თავიდან ასაცილებლად, შეგიძლიათ გქონდეთ რამდენი ცალი ერთნაირი ჭიქა, სათამაშო და ა.შ. თუ მშობლები ერთად აღარ ცხოვრობენ, უმჯობესი იქნება, თუ ორივე სახლში ექნება ბავშვს საყვარელი ნივთები, რათა მგზავრობის დროს არ დაიკარგოს „დათუჩა“. და თუ მაინც მოხდა ასეთი რამ, თანაუგრძნეთ პატარას. გაითვალისწინეთ, რომ რაც არ უნდა სულელურად გეჩვენებოდეთ, ეს მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.  3 წლიდან ბავშვები ნელ-ნელა შეძლებენ იმის გაგებას, რომ ცვლილებები გარდაუვალია (და ყოველთვის ცუდი არაა).  

წყარო: www.whattoexpect.com

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5