
ბავშვთან ერთად მოგზაურობა ყოველთვის პატარა თავგადასავალია. ის სავსეა სიხარულით, მაგრამ ხშირად თან სდევს სპონტანური და დაუგეგმავი მოულოდნელობები, რომლებიც წინასწარ რთულად პროგნოზირებადია. სწორედ ამიტომ, წინასწარი მომზადება მნიშვნელოვნად ამცირებს სტრესს და გზას უფრო მშვიდს, კომფორტულსა და ორგანიზებულს ხდის.
ქვემოთ გიზიარებთ 3 აუცილებელ ნივთს, რომლებიც ყველა დედის სამოგზაურო ჩანთაში უნდა იყოს.
1. არამალფუჭებადი წასახემსებლები: ბავშვის საკვები და წყალი
გზაში ბავშვის ენერგია სწრაფად იკლებს, ამიტომ მნიშვნელოვანია თან გქონდეთ მარტივად მისაღები და უსაფრთხო წასახემსებლები (ბავშვის ასაკზე მორგებული საკვები), რადგან მოგზაურობისას იქნება ეს აეროპორტში თუ სხვადასხვა ტიპის კვების ობიექტში ხშირად შეზღუდულია ბავშვისთვის ჯანსაღი და მრავალფეროვანი არჩევანი. ასევე აუცილებელია საკმარისი რაოდენობის წყალი, რათა ჰიდრატაცია და ენერგიის ბალანსი მთელი გზის განმავლობაში შენარჩუნდეს.
2. პირველადი დახმარება და აუცილებელი მედიკამენტები
მოგზაურობისას ყოველთვის არსებობს მცირე დაზიანების, ტემპერატურის ან მოულოდნელი დისკომფორტის რისკი. ამიტომ აუცილებელია თან გქონდეთ პირველადი დახმარების ნაკრები: პლასტირები, ანტისეპტიკური საშუალებები, ტკივილგამაყუჩებლები და ბავშვისთვის საჭირო მედიკამენტები.
3. ხელის სანიტაიზერი: ჰიგიენის მთავარი დაცვა მოგზაურობისას
მოგზაურობისას ბავშვებს ხშირად უწევთ გარემოსთან კონტაქტი და ბუნებაში თამაში, რაც ინფექციების გადაცემის რისკს ზრდის. ხელის სანიტაიზერი კი სისუფთავის სწრაფად შენარჩუნებაში გეხმარებათ მაშინაც, როცა წყალი და საპონი ხელმისაწვდომი არ არის.
ფაგიო სპრეის საოჯახო-სამოგზაურო ნაკრები
როგორც აღვნიშნეთ, ბავშვთან ერთად მოგზაურობისას მნიშვნელოვანია როგორც ჰიგიენის დაცვა, ასევე ჯანმრთელობაზე ზრუნვა.
სწორედ ამიტომ, ფაგიო გვთავაზობს ფაგიო® სპრეის საოჯახო-სამოგზაურო ნაკრებს: 5 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით ავერსისა და პსპ-ს სააფთიაქო ქსელებში ფაგიო® სპრეის შეძენისას საჩუქრად მიიღებთ ხელის სანიტაიზერს ფაგიო-სგან. (უახლოეს პერიოდში ფაგიო®-ს ნაკრების შეძენას ჯიპისისა და ფარმადეპოს ქსელებშიც შეძლებთ)

ეს შეთავაზება განსაკუთრებით კომფორტულია მოგზაურობისთვის, რადგან ერთდროულად ფარავს როგორც ჰიგიენის, ისე პირველადი საჭიროების დაცვის ნაწილს გზაში სისუფთავისა და უსაფრთხოების შენარჩუნებას.
დედის სამოგზაურო ჩანთა მხოლოდ ნივთების ჩამონათვალი არ არის, ეს არის მზადყოფნისა და სიმშვიდის გარანტია. როცა წინასწარ ფიქრობ ჯანმრთელობასა და ჰიგიენაზე, მოგზაურობა ხდება უფრო მსუბუქი, უსაფრთხო და სასიამოვნო როგორც შენთვის, ისე ბავშვისთვის.

