სარძევე კბილები თავისით უნდა ამოვარდეს, რათა ადგილი დაუთმოს მუდმივ კბილებს. მნიშვნელოვანია, რომ ისინი ძალიან ადრე არ ამოიღოთ. რადგან ისინი ეხმარებიან მუდმივ კბილებს სწორი მიმართულების მიღებაში და სახის სტრუქტურებს (მაგ. ყბას) განვითარებაში. ეს დაახლოებით 6-7 წლის ასაკში ხდება. მშობლები და შვილები ხშირად თამაშად აქცევენ მორყეული კბილის ამოღებას.
აუცილებელია სტომატოლოგთან ვიზიტი, თუ ბავშვის კბილი დაზიანებულია. ბაქტერია ან ნადები შეიძლება გავრცელდეს ახლომდებარე კბილებზე, თუ არ უმკურნალებთ ან გაწმენდთ. ძალიან ხშირად, მოლარებს (მე-6 კბილებს) ყველაზე ხშირად კარგავენ ბავშვები, რადგან ისინი ძნელად მისადგომია კბილის ჯაგრისისთვის და მეტი ზედაპირი აქვს.
აუცილებელია სტომატოლოგთან ვიზიტი იმ შემთხვევაშიც, თუ ბავშვს კბილი ერყევა რაიმე შემთხვევის შემდეგ, მაგალითად, თუ რამეს ჩამოარტყა ან დაეჯახა.
რამდენიმე რჩევა, როგორ დაეხმაროთ ბავშვს კბილის ამოღებაში:
- სთხოვეთ მას, ენით აქანაოს კბილი, სანამ არ ამოვარდება.
- დაუშალეთ კბილის ხელით წვალება, რადგან შემთხვევით შეიძლება ზედმეტი ძალა დაატანოს კბილს. ასევე, ჭუჭყიანი ხელებით შეიძლება მავნე ბაქტერიები გავრცელდეს პირის ღრუში.
- ნუ შეგაშინებთ სისხლი. თუ კბილი ამოსაღებად მზად არის, მაშინ სისხლდენა ნაკლები იქნება.
- შესთავაზეთ ბავშვს, კბილებით დააწვეს მარლას. სწრაფად დაადეთ ის ამოღებული კბილის ადგილას, რათა სისხლდენა მალე შეჩერდეს. სველი მარლა უფრო კარგი არჩევანია, რადგან მშრალი შეიძლება მიეკრას და მეტი სისხლდენა გამოიწვიოს.
რამდენიმე სახალისო გზა ბავშვისთვის სარძევე კბილის ამოღებაში დასახმარებლად:
ძაფისა და კარის სახელურის მეთოდი
- მიაბით ძაფის ერთი ბოლო კარის სახელურს.
- მეორე ბოლო შემოახვიეთ მორყეულ კბილს.
- დახურეთ კარი მიჯახუნების გარეშე. წესით, კბილი ამოვარდება.
ძაღლის და ჯოხის მეთოდი
- ძაფის ერთი ბოლო მიაბით ძაღლის საყელურს.
- მეორე ბოლო შემოახვიეთ მორყეულ კბილს.
- გადაუგდეთ ძაღლს ჯოხი ან რაიმე ნივთი, რომ გაეკიდოს.
- ჰოპ! კბილი მარტივად უნდა ამოვარდეს.
ზოგიერთ ბავშვს კბილის ამოღების ეშინია. ამიტომ, ბევრს იცინებთ, თუ წაუკითხავთ კბილის ამოღების მეთოდებს ონავარი ემილისგან (“ლიონებერგელი ემილის თავგადასავალი”. ასტრიდ ლინდგრენი), თუმცა ალბათ გონივრული იქნება, თუ არ გაიმეორებთ.
რა ასაკიდან იცვლიან სარძევე კბილებს ბავშვები?
წყარო: www.healthline.com