Skip to content Skip to sidebar Skip to footer

ჩვეულებრივ, ბავშვებს უფრო ხშირად სჭირდებათ შარდის გამოყოფა, ვიდრე მოზრდილებს, რადგან მათი შარდის ბუშტი უფრო მცირე ზომისაა და ისინი უფრო მეტ სითხეებს სვამენ, მათ ზომასთან შედარებით. გარდა ამისა, მცირეწლოვან ბავშვებს არ აქვთ შეკავების უნარი. თუ ბავშვს აქვს ტკივილი შარდვის დროს, საშარდე გზების ინფექცია (UTI) ყველაზე სავარაუდო მიზეზია, თუმცა ზოგჯერ სხვა მდგომარეობამაც შეიძლება გამოიწვიოს ტკივილი.

დაუყოვნებლივ მიმართეთ პედიატრს, თუ

  • ბავშვი ვერ შარდავს;
  • აქვს სისხლიანი შარდი;
  • აქვს შებერილი მუცელი და უჭირს შარდვა;
  • შარდავს არაჩვეული სიხშირით;
  • აქვს ჩასველების ეპიზოდები დღისით ან ღამით, საფენის გადაჩვევის შემდეგ;

გაფრთხილება:

ზოგიერთმა ბავშვმა, რომელსაც ჰქონდა ტკივილი საშარდე გზების ინფექციის დროს, შესაძლოა გადაავადოს ან თავი შეიკავოს მოშარდვისგან ან კუჭის მოქმედებისგან, რაც უფრო ამძიმებს სიტუაციას. ამიტომ, ასწავლეთ თქვენს შვილს, მოთხოვნილების გაჩენისთანავე ისარგებლოს ტუალეტით.

საშარდე გზების ინფექციის პრევენცია

შარდვის დროს ტკივილი ყველაზე ხშირად ინფექციით არის გამოწვეული. გოგონები განსაკუთრებით მგრძნობიარენი არიან UTI–ების მიმართ, რადგან მათი შარდსადენი მილი ძალიან მოკლეა და ნაწლავიდან ბაქტერიები ამ გზით შეიძლება შარდის ბუშტისკენ გადავიდეს. ინფექციის რისკის შესამცირებლად, დეფეკაციის შემდეგ გოგონები ჩაბანეთ წინიდან უკანა მიმართულებით.

გამოკვლევებმა აჩვენა, რომ შტოში და მოცვი შეიცავს ნივთიერებებს, რომლებიც შარდს უფრო მჟავად აქცევს და ბაქტერიების ზრდას აჩერებს. ამასთან, ბევრი წყლის დალევაც შეიძლება ისეთივე ეფექტური იყოს. თუმცა, აუცილებლად მიმართეთ ექიმს, როცა ბავშვს საშარდე გზების ინფექციის ნიშნები აქვს.

სხვა სასარგებლო გზები საშარდე გზების ინფექციის თავიდან ასარიდებლად:

  • ბავშვებს ჩააცვით ბამბის საცვლები და არ ჩააცვათ ძალიან მჭიდრო შარვლები.
  • მოარიდეთ ქაფის ბუშტები აბაზანაში, სურნელოვანი საპნები და სხვა ნივთიერებები, რომლებსაც შეუძლიათ სასქესო ორგანოებისა და შარდსაწვეთი მილის გაღიზიანება.
  • ცურვის შემდეგ სწრაფად გამოუცვალეთ ტანსაცმელი.
  • მოარიდეთ საკვებსა და სასმელებს, რომლებსაც შეუძლიათ შარდის ბუშტის გაღიზიანების გამოწვევა. ჩვეულებრივ, დამნაშავეებს შორისაა კოლა და კოფეინის შემცველი სხვა სასმელები, შოკოლადი და ზოგიერთი სანელებელი.

წყარო: ამერიკის პედიატრიის აკადემია www.healthychildren.org

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5