Skip to content Skip to sidebar Skip to footer

ორსულობის პერიოდში შესაძლოა მთელ სხეულზე გრძნობდეთ მსუბუქ შეშუპებას (ედემას), განსაკუთრებით კოჭებსა და ტერფებში, მიზიდულობის კანონის წყალობით.

ტერფების შეშუპება შესაძლოა უფრო მეტად იგრძნოთ საღამოს საათებში და თბილ ამინდში.

4 ორსული ქალიდან 3-ს ფეხები უშუპდება, ეს ძირითადად იწყება 22-27 კვირებს შორის და გრძელდება მშობიარობამდე.

რა იწვევს ორსულობის დროს ტერფების შეშუპებას?

ორსულობისას შეშუპება ჩნდება, როცა სხეულში სითხე მატულობს თქვენი და თქვენი პატარას გამოსაკვებად და გროვდება თქვენს ქსოვილებში, რაც შედეგია სისხლის მიმოქცევის ზრდისა. ასევე, თქვენი მზარდი საშვილსნო აწვება თქვენს მენჯის ვენებსა და ღრუ ვენას (დიდი ვენა თქვენი სხეულის მარჯვენა მხარეს რომელიც სისხლს თქვენი ქვედა კიდურებიდან გულში აბრუნებს).

თქვენ შესაძლოა აღმოაჩინოთ, რომ ზოგიერთი ბეჭედი გიჭერთ, ეს ხელის თითების შეშუპების ბრალია.

საშიშია ორსულობის დროს ტერფების შეშუპება?

როგორც წესი, კოჭებისა და ტერფების შეშუპება ორსულობის დროს არ არის საშიში. თუმცა, თუ სახე და ხელები გაგისივდათ და შეშუპება არ დაცხრა 1 დღის მერე ან მდგომარეობა არ უმჯობესდება ღამით, დაურეკეთ თქვენს ექიმს.

გადაჭარბებული შეშუპება შეიძლება იყოს პრეეკლამფსიის ერთ-ერთი ნიშანი – მაგრამ, როდესაც ეს ხდება, მას თან ახლავს სხვადასხვა სიმპტომები (მაგალითად, არტერიული წნევის მომატება, წონის სწრაფი მატება და შარდში ცილა). თუ არტერიული წნევა და შარდი ნორმალურია, არაფერია საშიში.

იშვიათად, ფეხების შეშუპება შეიძლება იყოს ღრმა ვენის თრომბოზის (DVT) ნიშანი. ამ დროს ჩვეულებრივ მხოლოდ ერთი ფეხი სივდება (ჩვეულებრივ მარცხენა ფეხი) და შეიძლება გამოიწვიოს სიმძიმის ან ტკივილის შეგრძნება, რომელიც უარესდება ადგომის დროს, ან შეხებისას კანი წითელი და ცხელია. თუ ამ ნიშნებიდან რომელიმე შეამჩნიეთ, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

როგორ გავუმკლავდეთ ტერფების შეშუპებას ორსულობის დროს?

მოერიდეთ დიდხანს დგომას ან ჯდომას. თუ ხშირად გიწევთ ფეხზე დგომა, მეტი იმოძრავეთ. თუ ჯდომა გიწევთ, საათში ერთხელ მაინც გაიარეთ 5 წუთით.

ჯდომის დროს ფეხები შემაღლებულზე დადეთ.

დაიძინეთ გვერდზე (სასურველია მარცხენა გვერდზე). ამით ხელს შეუწყობთ თირკმლის მუშაობას და შესაბამისად, შეშუპების შემცირებას.

იმოძრავეთ. გააკეთეთ ორსულობისას დაშვებული ვარჯიშები. იარეთ ფეხით.

ერიდეთ ზედმეტად მჭიდრო წინდებს და ფეხსაცმელს.

დალიეთ ბევრი წყალი. (8-10 ჭიქა დღეში).

შეამცირეთ მარილი თქვენს მენიუში.

წყარო: www.whatoexpect.xom

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5