ახალი კვლევის თანახმად, ბავშვები ნიღბებშიც ახერხებენ ზოგიერთი ემოციის წაკითხვას.
მკვლევრებმა 7-13 წლის 80 ბავშვს აჩვენეს სხვადასხვა სახეები, რომლებიც გამოხატავდა ისეთ ემოციებს, როგორიცაა მწუხარება, სიბრაზე და შიში. სახეების ნაწილი არ იყო დაფარული, ზოგს ნიღაბი ჰქონდა გაკეთებული, ზოგს კი სათვალე ეკეთა. ბავშვებს სთხოვეს დაესახელებინათ ემოცია თითოეულ სახეზე.
ბავშვებმა ამოიცნეს ემოციების 66%, როცა სახე არ იყო დაფარული. ნიღბებმა ამოცანა უფრო გაართულა. როდესაც სახე ნიღბით იყო დაფარული, ბავშვებმა სწორად გამოავლინეს სევდა 28% -ში, სიბრაზე 27% -ში და შიში 18% -ში.
სათვალე ართულებს სიბრაზისა და შიშის ამოცნობს, რაც მიანიშნებს, რომ სახის გამომეტყველებისთვის მნიშვნელოვანია თვალები და წარბები.
ბავშვებს ნიღბებში ყველაზე მეტად შიშის ამოცნობა გაუჭირდათ და ის ხშირად გაოცებაში ერეოდათ.
მიუხედავად ამისა, მკვლევრები ამბობენ, რომ მშობლები არ უნდა ააღელვონ კვლევის შედეგებმა, რადგან მიმიკების კითხვა არ არის ერთადერთი გზა იმის გასაგებად, თუ როგორ გრძნობს თავს ადამიანი. დიდია ალბათობა, რომ ბავშვებს პანდემიის დროსაც უვითარდებათ ემოციური ინტელექტი.
„ემოციები მხოლოდ სახის საშუალებით არ არის გადმოცემული“, – ამბობს კვლევის ავტორი ეშლი რუბა, – „გარშემომყოფების ხმის ინტონაცია, სხეულის ენა და რა ხდება ჩვენ გარშემო – ეს ყველაფერი გვეხმარება უკეთ გავიგოთ, თუ რას გრძნობს ადამიანი.“
წყარო: www.webmd.com