ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გამოაქვეყნა კორონავირუსის ჩინური ვაქცინის „სინოფარმის“ ეფექტიანობისა და უსაფრთხოების შესახებ მტკიცებულებების შეფასება 13.765 ადამიანის მონაცემებზე დაყრდნობით.
კვლევის შედეგების მიხედვით, ექსპერტები აცხადებენ, რომ “სინოფარმის” ვაქცინა 78,1%-ით ეფექტიანია.
ვაქცინის ეფექტიანობა
“სინოფარმის” ვაქცინის 2 დოზა ეფექტიანია 18-59 წლის ასაკობრივ ჯგუფში (მაღალი ხარისხის მტკიცებულება).
დაბალი ხარისხის მტკიცებულება აქვს 60 წლის ზემოთ და ასევე თანმხლები დაავადებების მქონე პირებში ვაქცინაციის ეფექტიანობისა და უსაფრთხოების მტკიცებულებებს, რადგან კვლევაში 60 წელს გადაცილებულმა მხოლოდ 415-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. აღსანიშნავია, რომ კორონავირუსით არც ერთი მათგანი დაავადებულა, მათ შორის არც პლაცებო ჯგუფიდან. თანხმლები დაავადებების მქონე 7469 ადამიანიდან კორონავირუსით დაავადდა 55, მათ შორის 9 აცრილთა ჯგუფიდან იყო, 46 კი პლაცებო ჯგუფიდან.
ვაქცინის გვერდითი მოვლენები
კვლევაში გვერდითი მოვლენების უმეტესობა იყო მსუბუქი ან ზომიერი. ყველაზე ხშირი გვერდითი მოვლენები იყო ტკივილი ინექციის ადგილზე, თავის ტკივილი და დაღლილობის შეგრძნება.
გამოვლინდა ორი სერიოზული გვერდითი მოვლენა, რომელიც შესაძლოა დაკავშირებული იყოს ვაქცინაციასთან: ძლიერი გულისრევა და ანთებითი დემიელინაციის სინდრომი.
კვლევისას არ გამოვლენილა ანაფილაქსიის შემთხვევა.
1 ადამიანი გარდაიცვალა კვლევის მე-3 ფაზაზე, პლაცებო ჯგუფში.
გამოვლინდა თრომბოზის 1 შემთხვევა კვლევის მე-3 ფაზაზე, ვაქცინირებულთა ჯგუფში.
ჯერჯერობით ორსულებსა და მეძუძურებში კვლევის მონაცემები არ არსებობს.
დღეისთვის მსოფლიოში „სინოფარმის“ 65 მილიონი დოზა გაკეთდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ავტორიზაციის შესახებ გადაწყვეტილებას ექსპერტთა გუნდის განხილვის შემდეგ მიიღებს.
წყარო: cdn.who.int
Photo: Emerging-Europe