გლუკოზის ნორმალურ დონეს სისხლში ნორმოგლიკემია (უზმოდ: 70 – 99 მგ/დლ (3.9 – 5.5 მმოლ/ლ), ჭამიდან 2 საათში < 140 მგ/დლ (7,8 მმოლ/ლ)) ჰქვია, ნორმაზე მაღალ შემცველობას ჰიპერგლიკემია, ხოლო ნორმაზე დაბალ შემცველობას – ჰიპოგლიკემია;
შაქრის მაღალი დონე: ხშირი შარდვა
თქვენმა თირკმელებმა უნდა იმუშაოს იმისთვის, რომ გადაამუშაოს ზედმეტი შაქარი თქვენს სისხლში. როდესაც ისინი ამას ვერ ახერხებენ, თქვენი სხეული თავისუფლდება მისგან წყალთან ერთად, რომელიც თქვენს ორგანიზმს სჭირდება.
შაქრის მაღალი დონე: წყურვილის შეგრძნება
ზედმეტი შაქრისგან გასათავისუფლებლად თქვენი სხეული წყალს საკუთარი ქსოვილებიდან იღებს. და რადგან, თქვენ ეს სითხე გჭირდებათ ენერგიისთვის, სასარგებლო ნივთიერებების გადასატანად და ნარჩენებისგან გასათავისუფლებლად, ტვინი მუდმივად გკარნახობთ, რომ გწყურიათ.
შაქრის მაღალი დონე: კანის სიმშრალე
იმის გამო, რომ ზედმეტი შაქრისგან გასათავისუფლებლად თქვენი სხეული იღებს წყალს თქვენივე ორგანიზმისგან, შეიძლება კანი გამოგიშრეთ, გაგიჩნდეთ ნახეთქები, განსაკუთრებით ტუჩებზე, ფეხებზე, იდაყვებზე, ტერფებზე და ხელებზე.
შაქრის მაღალი დონე: მხედველობის პრობლემები
გლუკოზის მაღალი დონე ცვლის სითხის ბალანსს თქვენს თვალშიც, რაც იწვევს მხედველობის ფოკუსირების დარღვევებს.
შაქრის მაღალი დონე: კუჭ-ნაწლავის პრობლემები
თუ თქვენს სისხლში შაქრის დონე ძალიან დიდი ხნის განმავლობაში მაღალია, ამან შეიძლება დააზიანოს ცთომილი ნერვი („ვაგუსი“), რომელიც გეხმარებათ საჭმლის გადატანაში კუჭის და ნაწლავების გავლით. თქვენ შეიძლება დაიკლოთ წონაში, რადგან ნაკლებად იგრძნობთ შიმშილის განცდას.
შაქრის მაღალი დონე: დაღლილობა
ჰორმონი ინსულინი სისხლში გლუკოზის დონეს არეგულირებს და იყენებს მას ორგანიზმის ენერგიის წყაროდ. ტიპი 1 დიაბეტის დროს, თქვენი ორგანიზმი ვერ აწარმოებს საკუთარ ინსულინს, ტიპი 2 დიაბეტის დროს კი, თუ სისხლში შაქრის დონე ხშირად გექნებათ ძალიან მაღალი, ნაკლებად მგრძნობიარე გახდებით ინსულინის მიმართ ან საკმარისად ვერ გამოიმუშავებთ მას. ეს კი იწვევს დაღლილობის შეგრძნებას.
შაქრის დაბალი დონე: დაღლილობა
თუ თქვენ გაქვთ დიაბეტი, ინსულინი არის ერთ-ერთი გზა თქვენს სისხლში შაქრის დონის შესამცირებლად, მაგრამ თუ დოზას გადააჭარბებთ, შესაძლოა ბევრი გლუკოზა დაკარგოთ იმდენად სწრაფად, რომ ორგანიზმმა ვერ შეძლოს მისი დროულად შევსება. ამ დროს შეიძლება თავი დაღლილად იგრძნოთ.
შაქრის დაბალი დონე: არითმია
როდესაც სისხლში შაქრის დონე ეცემა, გული არარეგულარულად (არარიტმულად), ძალიან სწრაფად ან ძალიან ნელა სცემს.
შაქრის დაბალი დონე: კანკალი
დაბალ გლუკოზას შეუძლია იმოქმედოს თქვენს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, რომელიც აკონტროლებს თქვენს მოძრაობას. ამ დროს თქვენი სხეული გამოყოფს ჰორმონებს, როგორიცაა ადრენალინი, რათა დაგეხმაროთ შაქრის დონის აღდგენაში. ეს კი იწვევს ხელების ან მთლიანი სხეულის კანკალს.
შაქრის დაბალი დონე: ოფლიანობა
ჰორმონები, რომლებსაც თქვენი ორგანიზმი გამოყოფს, რათა გაზარდოს სისხლში შაქრის დონე, როდესაც ის ძალიან დაბალია, ასევე იწვევს ოფლიანობას. ხშირად ეს არის ერთ-ერთი პირველი რამ, რასაც ამჩნევთ, როდესაც გლუკოზის დონე ძალიან იკლებს.
შაქრის დაბალი დონე: შიმშილი
უეცარი, ძლიერი შიმშილის შეგრძნება, თუნდაც ჭამის შემდეგ, შეიძლება იყოს იმის ნიშანი, რომ თქვენი ორგანიზმი სწორად ვერ ამუშავებს საკვებს სისხლში შაქრად.
შაქრის დაბალი დონე: გულისრევა
სისხლში შაქრის დონის ერთი უკიდურესობიდან მეორეში გადასვლა აბნევს თქვენი ორგანიზმის საჭმლის მომნელებელ სისტემას და თქვენ გრძნობთ დისკომფორტს მუცელში.
შაქრის დაბალი დონე: თავბრუსხვევა
თქვენი ტვინის უჯრედებს სჭირდება გლუკოზა, რომ სწორად იმუშაოს. როდესაც მათ არ აქვთ საკმარისი შაქარი, შეიძლება დაღლილობის, სისუსტის და თავბრუსხვევის შეგრძნება ან თავის ტკივილი დაგეწყოთ.
შაქრის დაბალი დონე: დაბნეულობა
თქვენ შეიძლება გაურკვევლად დაიწყოთ საუბარი ან დაგავიწყდეთ, სად ხართ. ზოგჯერ ეს ხდება ისე მოულოდნელად, რომ შეიძლება ვერც კი გააცნობიეროთ, რომ უცნაურად იქცევით.
გაეცანით ჩვენს სტატიას რატომ უნდა შევამციროთ შაქარი ჩვენს მენიუში?
წყარო: www.webmd.com, www.endocrinolo.gy