Skip to content Skip to sidebar Skip to footer

სმენის პრობლემების ნიშნები სხვადასხვა ჩვილისთვის შეიძლება განსხვავებული იყოს და მისი დაქვეითების ხარისხიც შეიძლება განსხვავდებოდეს. თავისთავად, გამაფრთხილებელი ნიშნები შეიძლება არ იყოს შეშფოთების მიზეზი (შესაძლოა თქვენს ბავშვს ძალიან ღრმა ძილი ჰქონდეს ან კოლიკის გამო ვერ აწყნარებდეს ვერანაირი დამამშვიდებელი ხმა). მაგრამ მაინც დაუკავშირდით ექიმს, თუ  ამ „წითელი ალმებიდან“ რომელიმეს შეამჩნევთ.

ახალშობილობიდან 3 თვემდე:

  • არ კრთება მოულოდნელი მაღალი ხმის შედეგად
  • არ რეაგირებს ხმაურზე, მუსიკასა და ხმებზე
  • არ მშვიდდება დამამშვიდებელი  ხმებით
  • არ ინძრევა ან იღვიძებს ხმაზე ან ხმაურზე წყნარ ოთახში ძილისას
  • 2 თვის ასაკისათვის, არ გამოსცემს ბგერებს
  • 2 თვის ასაკისათვის, არ მშვიდდება ნაცნობი ხმის გაგონებაზე

4-დან 8 თვემდე

  • არ აბრუნებს თავს ან თვალებს იმ ხმის მიმართულებით, რომელსაც ვერ ხედავს
  • არ იცვლის სახის გამომეტყველებას ხმის ან ხმაურის გაგონებისას მშვიდ გარემოში
  • არ ეტყობა, რომ მოსწონს საჟღარუნოების შერხევა, ზარის რეკა ან ხმის გამომცემი სათამაშო
  • 6 თვისთვის არ ცდილობს ხმების მიბაძვას
  • არ იწყებს ღუღუნს საკუთარ თავთან ან მასთან მოსაუბრე სხვების საპასუხოდ
  • არ რეაგირებს „არა“-ზე და ხმის ტონის ცვლილებაზე
  • ესმის მხოლოდ ზოგიერთი ხმა
  • ყურადღებას აქცევს ვიბრირებად ხმებს (რომელთა შეგრძნებაც შეიძლება), მაგრამ არა მათ, რომლებიც მხოლოდ ისმინება

9-დან 12 თვემდე

  • არ ტრიალდება მაშინვე ან უშუალოდ ხმის წყაროს მიმართულებით
  • არ რეაგირებს მის სახელზე
  • არ ცვლის ხმის ტონს  ღუღუნის დროს
  • არ გამოსცემს სხვადასხვა განსხვავებულ თანხმოვნებს ღუღუნისას (მ, პ, ბ, გ და ა.შ.)
  • არ რეაგირებს მუსიკაზე სმენით, ხტუნვით ან ხმის აყოლებით
  • 1 წლის ასაკისათვის არ ამბობს მარტივ სიტყვებს, მაგ. „დე-და“და „მა-მა“
  • 1 წლისა არ წარმოთქვამს ბევრ განსხვავებულ თანხმოვან ბგერას სიტყვების დასაწყისში
  • ვერ იგებს ყოველდღიური ნივთების აღმნიშვნელ სიტყვებს (მაგ. „ფეხსაცმელი“), გამოთქმებს (მაგ. „კარგად!“) ან ბრძანებებს (მაგ. „მოდი!“)

წყარო: www.babycenter.com

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5