Skip to content Skip to sidebar Skip to footer

ჩვილებში ცხვირის გაჭედვა ხშირად ნორმალურია და ცხვირში არსებული ლორწო ნიშნავს, რომ ბავშვის იმუნური სისტემა ვითარდება. სხვა მიზეზები შეიძლება იყოს:

  • ზედა სასუნთქი გზების ვირუსები, მაგალითად გაციება;
  • გრიპი;
  • ალერგია;
  • ცივი ამინდი;
  • გარემოს გამღიზიანებლების ზემოქმედება, მაგალითად თამბაქოს კვამლი.

ბავშვებში ცხვირის გაჭედვას და სურდოს შეიძლება მოჰყვეს სხვა სიმპტომები, მათ შორის ცემინება, ხველა და კანის ქავილი ცხვირის ან სახის გარშემო.

როდის მივმართოთ ექიმს?

მხოლოდ გაჭედილი ცხვირი ან შეშუპება არ არის სანერვიულო, განსაკუთრებით თუ ეს გამოწვეულია ცივი ამინდის ზემოქმედებით.

თუ სურდოს თან ახლავს ცხელება, ყურის ტკივილი, ყელის ტკივილი და/ან ჯირკვლების შეშუპება, ან ეჭვი გეპარებათ, რომ ბავშვის ცხვირში უცხო საგანია ჩარჩენილი, დაუყოვნებლივ დაურეკეთ თქვენს პედიატრს. თუ თქვენს პატარას სუნთქვა გაურთულდა, საჭიროა სასწრაფო დახმარების გამოძახება.

როგორ დავეხმაროთ ბავშვს ცხვირში გაჭედვის დროს?

  • გამოიყენეთ ფიზიოლოგიური ხსნარი ცხვირში ჩასაწვეთებლად ან გამოსარეცხად.
  • გამოიყენეთ ოთახში ჰაერის დამატენიანებელი.
  • არ გამოიყენოთ ცხვირის გამხსნელები 4 წლამდე ასაკის ბავშვებში ექიმთან კონსულტაციის გარეშე.

გარდა ფიზიოლოგიური ხსნარისა, ცხვირის ლორწოვანი გარსის დასაცავად და აღდგენის პროცესის ხელშესაწყობად გამოიყენება ბუნებრივი, ქიმიური დანამატების გარეშე საშუალებებიც. მათ შორისაა ფაგიო®, რომელიც გამოიყენება როგორც სამკურნალოდ, ასევე პრევენციული მიზნით და ხელს უწყობს ისეთი გართულებების რისკის შემცირებას, როგორიცაა რინიტი და სინუსიტი. ფაგიო®-ს გამოყენება სიმპტომების გამოვლენისთანავე შესაძლოა დაეხმაროს გართულებების რისკის შემცირებას და, შესაბამისად, ანტიბიოტიკოთერაპიის საჭიროების თავიდან აცილებას.

ფაგიო®-ს გამოყენება ცხვირში ხრუტუნის, სურდოსა და ცხვირიდან გამონადენის დროს

ფაგიო®-ს ცხვირში გამოყენებისას რეკომენდებულია 20 მლ-იანი ფლაკონიდან სითხის სტერილურად ამოღება შპრიცის საშუალებით, ინსტრუქციით განსაზღვრული ერთჯერადი დოზის შესაბამისად. შემდეგ მიღებული რაოდენობა ნაზად უნდა ჩაიწვეთოს ორივე ნესტოში.

1–2 წლამდე ასაკის ბავშვებში: გამოიყენება 2–3 წვეთი თითოეულ ნესტოში, დღეში 4–5-ჯერ.

ცხვირის გაჭედვის პრევენცია

პრევენციის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა ხელების ხშირი დაბანა – განსაკუთრებით ბავშვის შეხებამდე, როცა გაციებული ხართ ან სხვა რესპირატორული დაავადება გაქვთ. ამ დროს მიზანშეწონილია პირბადის ტარება.

მოარიდეთ ბავშვი იმ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ გაციების სიმპტომები, განსაკუთრებით ნაადრევად დაბადებული ან 2 თვემდე ბავშვები.

რეგულარულად დაასუფთავეთ ზედაპირები, რომელსაც ბავშვი ეხება. განსაკუთრებით, თუ ოჯახის წევრი ავადაა.

აიფარეთ ცხვირსახოცი ან იდაყვი ცემინებისა და დახველების დროს. დაიბანეთ ხელები შემდეგ ან დაიმუშავეთ სპირტის შემცველი ხსნარით.

არ გაუზიაროთ ჭიქა ოჯახის წევრებს.

აწოვეთ ძუძუ, თუ ეს შესაძლებელია.

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი