Skip to content Skip to sidebar Skip to footer

13-15 თვე შესანიშნავი პერიოდია იმისთვის, რომ დაიწყოთ  თქვენი ახლად ფეხადგმული ბავშვისთვის სხეულის ნაწილების სახელების გაცნობა. 18 თვისთვის ბავშვების უმეტესობას შეუძლია სხეულის 1 ნაწილის დასახელება მაინც.

სხეულის ნაწილების გაცნობა დაიწყეთ სახით, რადგან ბავშვები ყველაზე ხშირად მასზე მიუთითებენ. როდესაც პატარა თითს დაგადებთ ცხვირზე, უთხარით „ცხვირი“ და ა.შ.

რატომ არის მნიშვნელოვანი სხეულის ნაწილების სახელების სწავლა?

სხეულის ნაწილებზე მითითება და საბოლოოდ დასახელება დაეხმარება თქვენს შვილს მეტყველების განვითარებაში. გარდა ამისა, ეს ეხმარება მას გაიგოს სად არის მისი პირი, მაშინაც კი, თუ ჯერ კიდევ არ შეუძლია “პირის” თქმა.

აუცილებლად აუხსენით, რას აკეთებს სხეულის თითოეული ნაწილი: „თვალები გვეხმარება დავინახოთ“ ან „ყურები გვეხმარება მოვისმინოთ“. ეს დაეხმარება პატარას, დაინახოს განსხვავება  სხეულის ნაწილებს შორის და გაუადვილებს მათ გარჩევას.

როგორ ვასწავლოთ ბავშვებს სხეულის ნაწილების ამოცნობა?

  • უმღერეთ სიმღერა  სხეულის ნაწილებზე.
  • წაუკითხეთ წიგნები, სადაც ხატია და დასახელებულია სხეულის ნაწილები.
  • სთხოვეთ თქვენს შვილს, გაჩვენოთ ჯერ საკუთარი ცხვირი და შემდეგ თქვენი.
  • დახატეთ  ფურცელზე თქვენი თითები და ბავშვის თითები. გააფერადეთ.
  • სარკეში მიუთითეთ სხეულის ნაწილებზე.
  • ბანაობის დროს მიუთითეთ სხეულის ნაწილებზე.

უფრო დიდ ბავშვებთან ერთად დათვალეთ სხეულის ნაწილები: „2 ფეხი, 1 პირი“. ჰკითხეთ, სხეულის რომელი ნაწილი ეხმარება მას სირბილში და დაელოდეთ როდის გაჩვენებთ ფეხებს ან ტერფებს. შემდეგ ჰკითხეთ, „რით ვლაპარაკობთ?“ და დაელოდეთ, რომ თითი მიიტანოს პირთან. თუ მინიშნება სჭირდება, მიუთითეთ სხეულის ნაწილზე და ადროვეთ, გაიხსენოს მისი დასახელება.

წყარო: www.whattoexpect.com

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5