ბევრი ორსული განიცდის თავბრუსხვევას ორსულობის მე-12 კვირიდან, მე-2 ტრიმესტრის პირველი რამდენიმე კვირის განმავლობაში.
თავბრუსხვევა, როგორც წესი, არ არის ორსულობის ერთ-ერთი პირველი ნიშანი, მაგრამ ეს შეიძლება იყოს ორსულობის ადრეული სიმპტომი, თუ სისხლში შაქრის დონე დაიწევს „დილის გულისრევების“ გამო.
რა იწვევს თავბრუსხვევას ორსულობის დროს?
ორსულობის დასაწყისში თქვენი სხეული ემზადება ერთის ნაცვლად ორი ორგანიზმის მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად. თავბრუსხვევა სავარაუდოდ გამოწვეულია რამდენიმე ფაქტორით:
- თქვენი სხეული ჯერ კიდევ არ აწარმოებს საკმარის სისხლს, რომ შეავსოს სწრაფად გაფართოებული სისხლის მიმოქცევის სისტემა.
- პროგესტერონის მაღალი დონე ადუნებს თქვენს სისხლძარღვებს, რაც გაზრდის ნაყოფის სისხლის მიმოქცევას, მაგრამ შეიძლება შეამციროს თქვენი არტერიული წნევა. ეს კი იწვევს თავბრუსხვევას.
- მზარდი საშვილოსნოს ზეწოლა სისხლძარღვებზე, განსაკუთრებით მაშინ, როცა ზურგზე წევხართ.
- თქვენი სხეული ახლა სითბოს ჭარბად გამოიმუშავებს და დამატებით ცხელ ოთახში ყოფნა შეიძლება თავბრუსხვევის გამომწვევი გახდეს.
- სისხლში შაქრის დონის დაცემა ან გაუწყლოვნებაც იწვევს თავბრუსხვევას.
როგორ გავუმკლავდეთ თავბრუსხვევას?
თავბრუსხვევის შესაჩერებლად, დაწექით, როგორც კი თავბრუსხვევა დაგეწყებათ, რათა არ წაიქცეთ, შემდეგ ასწიეთ ფეხები ტვინში სისხლის ნაკადის გაზრდის მიზნით.
თუ წოლას ვერ ახერხებთ, დაჯექით და მოიხარეთ, რამდენადაც შეგიძლია, ისე რომ თავი მუხლებს შორის იყოს, და ისუნთქეთ ნელა და ღრმად. თუ დასაჯდომი ადგილი არ არის, ცალ მუხლზე დაიჩოქეთ ისე, თითქოს ფეხსაცმელს იკრავთ, სანამ უკეთ არ გახდებით.
თავბრუსხვევის თავიდან ასაცილებლად, მიიღეთ საკმარისი რაოდენობის წყალი, ხშირად ისეირნეთ, არ გამოტოვოთ კვება დ ატარეთ თავისუფალი სტილის ტანსაცმელი.
გაითვალისწინეთ, რომ რაც არ უნდა „ნორმალური“ იყოს თავბრუსხვევა, არ უნდა უგულებელყოთ იგი. მიმართეთ ექიმს, რადგან ეს შეიძლება იყოს ანემიის (რკინის დეფიციტის) ნიშანი.
წყარო: www.whattoexpect.com