ბავშვებში თავის ტკივილი ხშირია და როგორც წესი, არ არის სერიოზული პრობლემის ნიშანი. მოზრდილების მსგავსად, ბავშვებს შეიძლება განუვითარდეთ სხვადასხვა სახის თავის ტკივილი, მათ შორის შაკიკი, სტრესთან დაკავშირებული (დაძაბულობის) ან ქრონიკული ყოველდღიური თავის ტკივილი.
ზოგიერთ შემთხვევაში, თავის ტკივილები ბავშვებში გამოწვეულია ინფექციით, სტრესის ან შფოთვის მაღალი დონით ან თავის მცირე ტრავმით. მნიშვნელოვანია, ყურადღება მიაქციოთ ტკივილის სიმპტომებს და მიმართოთ ექიმს, თუ თავის ტკივილი გაუარესდა ან გახშირდა.
ბავშვებში თავის ტკივილის სამკურნალოდ ინიშნება ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტები და ჯანსაღი ჩვევების რეკომენდაცია, როგორიცაა ძილისა და კვების რეგულარული განრიგი.
თავის ტკივილის სიმპტომები ბავშვებში
შაკიკის დროს:
- პულსირებადი ტკივილი;
- ტკივილი უარესდება დატვირთვასთან ერთად;
- გულისრევა;
- ღებინება;
- მუცლის ტკივილი;
- მომატებული მგრძნობელობა სინათლისა და ხმების მიმართ;
ჩვილებსაც კი შეიძლება ჰქონდეთ შაკიკი.
დაძაბულობის ტიპის თავის ტკივილის დროს:
- თავის ან კისრის კუნთებში მოჭერის შეგრძნება;
- მსუბუქიდან საშუალომდე სიძლიერის არაპულსირებადი ტკივილი თავის ორივე მხარეს;
- ტკივილი არ ძლიერდება ფიზიკური დატვირთვით;
- არ ახლავს ღებინება და გულისრევა.
მცირეწლოვანმა ბავშვებმა შეიძლება თავი დაანებონ თამაშს და ძილი მოუნდეთ უფრო ხშირად. დაძაბულობის ტიპის თავის ტკივილი შეიძლება გაგრძელდეს 30 წუთიდან რამდენიმე დღემდე.
კლასტერული თავის ტკივილის დროს:
- მკვეთრი, მჭრელი ტკივილი თავის ერთ მხარეს, რომელიც გრძელდება 3 საათზე ნაკლებ ხანს;
- 5 ან მეტი ეპიზოდის ზედიზედ განვითარება, შეიძლება დღეში 8-ჯერ ან რამდენიმე დღეში ერთხელ;
- თან ახლავს ცრემლდენა, სურდო, ცხვირის გაჭედვა, მოუსვენრობა და აჟიტირება;
კლასტერული თავის ტკივილი იშვიათია 10 წლამდე ბავშვებში.
ქრონიკული ყოველდღიური თავის ტკივილის დროს:
ექიმები იყენებენ ფრაზას “ქრონიკული ყოველდღიური თავის ტკივილი” (CDH) შაკიკისა და დაძაბულობის ტიპის თავის ტკივილის დროს, რომელიც თვეში 15 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში აღენიშნება ბავშვს. CDH შეიძლება გამოწვეული იყოს ინფექციით, თავის მცირე ტრავმით ან ტკივილის საწინააღმდეგო მედიკამენტების მიღებით.
რა იწვევს თავის ტკივილს ბავშვებში?
- დაავადება და ინფექცია;
- თავის ტრავმა;
- ემოციური ფაქტორები: სტრესი, შფოთვა, დეპრესია;
- გენეტიკური მიდრეკილება;
- ზოგიერთი საჭმელი ან სასმელი;
- ცენტრალური ნერვული სისტემის პრობლემები.
რისკ ჯგუფში არიან გოგონები სქესობრივი მომწიფების ასაკში, მოზარდები და ბავშვები, რომელთა უახლოეს ნათესავებს აქვთ თავის ტკივილის ან შაკიკის ისტორია.
როდის მივმართოთ ექიმს?
- ბავშვს ტკივილი აღვიძებს;
- ტკივილი გაუარესდა ან გახშირდა;
- ბავშვს შეეცვალა ხასიათი;
- ტკივილი დაეწყო ტრავმის შემდეგ;
- თან ახლავს გულისრევა, ღებინება ან მხედველობის გაუარესება;
- თან ახლავს ტემპერატურის მომატება და კისრის ტკივილი ან გაშეშება;
როგორ შეიძლება თავის ტკივილის პრევენცია ბავშვებში?
- ცხოვრების ჯანსაღი წესი;
- საკმარისი რაოდენობის წყალი;
- კოფეინის შეზღუდვა;
- სტრესის შემცირება;
- თავის ტკივილის დღიურის წარმოება;
- ექიმთან კონსულტაცია.
წყარო: www.mayoclinic.org