ბულინგი – აგრესიული ქცევის ფორმა, რომლის დროსაც ადამიანი ან ადამიანთა ჯგუფი ხანგრძლივად და განმეორებით ცდილობს მეორე ადამიანს მიაყენოს ზიანი ან შეუქმნას დისკომფორტი.
კიბერბულინგი – ბულინგი ინტერნეტის საშუალებით.
ახალი კვლევის თანახმად, თინეიჯერები, რომლებიც თავიანთ მშობლებს მოსიყვარულედ და მხარდამჭერებად თვლიან, ნაკლებად ერთვებიან კიბერბულინგში.
შედეგები, რომლებიც ბულინგის პრევენციის საერთაშორისო ჟურნალში გამოქვეყნდა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ასახავს COVID-19-ის პანდემიით გამოწვეულ ცვლილებებს ოჯახებში.
მობილური ტელეფონები და სოციალური ქსელები ანაცვლებს პირისპირ ურთიერთობებს მეგობრებთან, დისტანციური სწავლება კი – სასკოლო კლასებს, რაც ზრდის კიბერბულინგის შესაძლებლობებს. – ამბობს ლაურა გრუნინი – NYU Meyers-ის დოქტორანტურის სტუდენტი და კვლევის წამყვანი ავტორი. – ოჯახების ახალი დინამიკა და სტრესორები სახლში ასევე ახდენს გავლენას, უმუშევრობის მაღალი დონისა და შინიდან მომუშავე უფრო მეტი მშობლის გამო.
აშშ-ის მოზარდების ნახევარზე მეტი ამბობს, რომ გამოუცდიათ კიბერბულინგი ან ონლაინ ქცევა, რომელიც მოიცავს შევიწროებას, შეურაცხყოფას, მუქარას ან ჭორების გავრცელებას.
„იმის გაგება, თუ რა ფაქტორები არის დაკავშირებული ბავშვების მიერ თანატოლების კიბერბულინგთან, დაეხმარება ოჯახებს, სკოლებს და თემებს – თავიდან აიცილონ ბულინგი ან ჩაერიონ შესაბამისი შემთხვევის დროს“ ამბობს სალი ს. კოენი, NYU Meyers-ის კლინიკური პროფესორი და კვლევის ხელმძღვანელი ავტორი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გამოკითხვის „სასკოლო ასაკის ბავშვებში ჯანსაღი ქცევა“ მონაცემების გამოყენებით, მკვლევრებმა გააანალიზეს ა.შ.შ.-ში 2009-2010 წლებში გამოკითხული 12642 11-15 წლის ბავშვის პასუხი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის უახლესი მონაცემები. მოზარდებს გამოკითხეს ბულინგთან დაკავშირებული მათი ქცევის შესახებ, ასევე მათი აღქმა ოჯახის კონკრეტული მახასიათებლებისა, მათ შორის მათი დამოკიდებულება მშობლებთან.
მკვლევრებმა დაადგინეს, რომ რაც უფრო მეტად აღიქვამდნენ მოზარდები მშობლებს, როგორც მოყვარულს, მით უფრო ნაკლებად ერთვებოდნენ ისინი კიბერბულინგში. კვლევის შედეგები ასეთი იყო: ის ბავშვები, რომლებიც კითხვაზე „რამდენად მოსიყვარულეები არიან შენი მშობლები“ პასუხობდნენ „თითქმის არასდროს“, 6-ჯერ მეტად იყვნენ მიდრეკილი კიბერბულინგისკენ, ვიდრე ისინი, რომელთა პასუხი იყო „თითქმის ყოველთვის“. ემოციური მხარდაჭერის სხვა გზები, მაგალითად მხარდაჭერა ან გაგება, ასევე ახდენდნენ გავლენას.
“ჩვენმა კვლევებმა აჩვენა მშობლების მხრიდან ემოციური მხარდაჭერის მნიშვნელობა როგორც ფაქტორისა, რომელიც შესაძლოა გავლენას ახდენდეს იმაზე, ხდებიან თუ არა თინეიჯერები კიბერბულერები – და უფრო მნიშვნელოვანია, როგორ აღიქვამენ თინეიჯერები მხარდაჭერას, რომელსაც მშობლებისაგან იღებენ“, ამბობს გრუნინი. „მთავარია არა ის, მშობლები ფიქრობენ თუ არა, რომ მხარდამჭერები არიან, მთავარია, რას ფიქრობს მოზარდი. მშობლები უნდა ეცადონ, გაარჩიონ თავიანთი მოზარდის აღქმა მშობლების ემოციური მხარდაჭერისა, რადგან ეს შეიძლება უკავშირდებდეს ახალგაზრდების კიბერბულინგთან დაკავშირებულ ქცევას.
კვლევის შედეგად რამდენიმე დემოგრაფიული ფაქტორიც გამოიკვეთა. გოგონები უფრო ნაკლებად არიან მიდრეკილი მაღალი დონის კიბერბულინგისკენ, ვიდრე ბიჭები. რასასაც ჰქონდა მნიშვნელობა: აზიური წარმოშობის ამერიკელები ყველაზე ნაკლებად არიან კიბერბულერები, აფრო-ამერიკელი თინეიჯერები კი თეთრ თანატოლებზე ნაკლებად ერთვებოდნენ კიბერბულინგის დაბალ დონეებზე და უფრო მეტად – მაღალ დონეებზე.
„მართალია, ჩვენი კვლევა არ ამტკიცებს, რომ მშობლების მხარდაჭერის არქონა კიბერბულინგის პირდაპირი მიზეზია, მაგრამ ის გირჩევთ, რომ ბავშვების დამოკიდებულებამ მშობელთან შეიძლება გავლენა იქონიოს ბულინგთან დაკავშირებულ მათ ქცევაზე. ეს დამოკიდებულებები უნდა გავითვალისწინოთ კიბერბულინგის თავიდან ასაცილებლად”.
წყარო: https://www.sciencedaily.com/