ახალი კორონავირუსი სწრაფად ვრცელდება. ეს კი ბევრ „უპს, შეიძლება ჩემგან გადაგედოს“ აღიარებას ნიშნავს. თუმცა, ზოგიერთმა ადამიანმა შეიძლება ეს საუბარი აიცილოს თავიდან, არ გააფრთხილოს კონტაქტები და მხოლოდ თითები გადააჯვარედინოს, რომ მისგან არავის გადაედოს. COVID–ის სიჩუმე აშკარა პრობლემაა, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს ისეთი გართულებები, რომელთა თავიდან აცილებაც შესაძლებელი იქნებოდა. ასე რომ, თუ კორონავირუსი დაგიდასტურდათ, გაითვალისწინეთ შემდეგი რჩევები:
კრიტიკული თვალით შეაფასეთ თქვენი ვარაუდები
როდესაც დანაშაულის განცდა გვიპყრობს, გვსურს დავიჯეროთ ის, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. მაგალითად, „პირბადე მხოლოდ ცოტა ხანს მქონდა მოხსნილი, არ გადაედება“, „არ გადამიკოცნია, მხოლოდ დაველაპარაკე“. ამ აზროვნების შეცდომებმა შეიძლება დაამახინჯოს ჩვენი რეალობა და გაამძაფროს ჩვენი ბრალეულობა.
გაითვალისწინეთ, რომ ვირუსი არ არის პირადული
ნორმალურია, თავს დამნაშავედ გრძნობდეთ იმის გამო, რომ სხვას გადასდეთ ვირუსი, თუმცა, გაითვალისწინეთ, რომ თუნდაც ყველაფერი სწორად გაგეკეთებინათ, COVID-19-ის გავრცელება მაშინაც შეგვიძლია, როცა სიმპტომები არ გვაქვს ან ჯერ არ გვაქვს.
ნუ იმსჯელებთ ახლანდელი გადმოსახედიდან
ჩვენ შეიძლება ვუთხრათ საკუთარ თავს „უნდა გცოდნოდა, რომ გადამდები იყავი“. მაგრამ ამ მსჯელობისას ჩვენ ვეყრდნობით ინფორმაციას, რომელსაც არ ვფლობდით ვირუსის გადაცემის დროს (მაგ. არ ვიცოდით, რომ კოვიდ დადებითი ვიყავით). მაქსიმალურად ეცადეთ, რომ შეაფასოთ საკუთარი არჩევანი იმ ინფორმაციის საფუძველზე, რომელიც მაშინ გქონდათ.
დააფასეთ პოზიტივი
ჩვენ ასევე შეიძლება ვერ შევაფასოთ პოზიტივი, ვთქვათ, უგულებელვყოთ ზომები, რომელიც მივიღეთ ვირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად. მაგალითად, შესაძლოა, ჩვენ ვირუსი გადავდეთ თანამშრომელს, მაგრამ საბედნიეროდ თავი ავარიდეთ საოჯახო შეკრებებს. იქნებ უარესიც მომხდარიყო, უსაფრთხოების ზომები რომ არ მიგვეღო.
გაითვალისწინეთ რისკები
ყველანი ვცდილობთ, გავაკეთოთ რაც შეგვიძლია, რათა შევინარჩუნოთ წონასწორობა ვირუსის კონტროლსა და ჩვენს ცხოვრებას შორის. სოციალური დისტანციის საფასური ძვირია: ფინანსურად, ემოციურად, სოციალურად. კვლევების მიხედვით, ჩვენი ფსიქიკური ჯანმრთელობა დაზიანდა 2020 წლის გაზაფხულიდან. თითოეულმა ჩვენგანმა უნდა გადაწყვიტოს, თუ რა დონის რისკისთვის ვართ მზად. ასე რომ, მაქსიმალურად დავიცვათ ჩვენი სიცოცხლე და ბედნიერება და ამისთვის მივიღოთ გადაწყვეტილებები იმის შესახებ, თუ რომელი რისკების შემცირებას ავირჩევთ.
ნუ განაზოგადებთ
თავი აარიდეთ ამ ფაქტის გამო საკუთარი თავი აღიქვათ დაუდევარ ან უყურადღებო ადამიანად.
და თუ მართლა დაუდევრად მოიქეცით…
უფრო მეტად შეიძლება შეგაწუხოთ დანაშაულის განცდამ, თუ არ ითვალისწინებდით უსაფრთხოების ზომებს, იმის გამო, რომ არ გჯეროდათ ვირუსის სერიოზულობის ან რამე სხვა მიზეზი გქონდათ. თქვენ შესაძლოა, სწორად ვერ შეაფასეთ ახალი კორონავირუსის რისკები, განსაკუთრებით მაშინ, თუ თქვენს ტერიტორიაზე ჯერ კიდევ არ იყვნენ დაინფიცირებულები, ან ისმენდით უამრავ ყალბ ინფორმაციას, რომელიც გავრცელდა COVID–19-ის შესახებ.
ჩვენ ვმოქმედებთ იმის საფუძველზე, რაც იმ დროს ვიცით. სავარაუდოდ, თქვენ კეთილსინდისიერად მოქმედებდით, თქვენი გაგებიდან გამომდინარე და რომ გცოდნოდათ, სხვებისთვის ვირუსის გადადება შეგეძლოთ, ალბათ სხვანაირად მოიქცეოდით. ყველაზე კარგი, რაც შეგვიძლია გავაკეთოთ, როდესაც ახალი ინფორმაცია გვაქვს, არის მისი წინსვლისთვის გამოყენება (და, რა თქმა უნდა, ყველას ვუთხრათ, რომ შესაძლოა ვირუსი გადავდეთ). ჩვენ შეგვიძლია გავაფრთხილოთ სხვები ჩვენს შეცდომებზე და ვუთხრათ, გაითვალისწინონ რეკომენდაციები. ცხოვრება სწავლაა და ჩვენ შეგვიძლია გავიზარდოთ ნებისმიერი გამოცდილების საფუძველზე.
ჩვენ არ შეგვიძლია დავაბრუნოთ დრო და ავარიდოთ ჩვენგან მიყენებული ზიანი. რაც მოხდა, მოხდა. ახლა ჩვენი ამოცანაა, რაც შეიძლება მეტი სიყვარული და გამოვავლინოთ გარშემომყოფების მიმართ და ვიზრუნოთ მათზე დანაშაულის განცდის გარეშე, რომელიც არ არის იშვიათი ამ პანდემიის დროს.
წყარო: blogs.webmd.com