თითქოს გუშინ გამოუცვალეთ თქვენს პატარას პირველად საფენი, ამ დროს კი უკვე ტუალეტის ჩვევის სწავლების დაწყების დრო მოსულა. არ არსებობს ჯადოსნური ასაკი, როცა ბავშვი ამისთვის მზადაა, თუმცა ზოგიერთი საჭირო ფიზიკურ და შემეცნებით უნარებს 18-24 თვისთვის ამჟღავნებს.
ბევრი მშობელი არ იწყებს ბავშვის საფენის გადაჩვევაზე ზრუნვას, სანამ ბავშვი 2.5-3 წლის არ გახდება, რადგან ამ დროს შარდის ბუშტის კონტროლი უფრო იოლია. ზოგიერთი ბავშვი ტუალეტის ინტერესს 3 ან 4 წლისთვის ავლენს.
გამოიყენეთ ქვემოთ მოყვანილი ჩამონათვალი თქვენი ბავშვის მზაობის გასაგებად და გაითვალისწინეთ, რომ თუ ის მზად არ არის ამისთვის, დროზე ადრე დაწყება არ ნიშნავს, რომ ის მალე შეეჩვევა ტუალეტს. პირიქით – შეიძლება ამან უფრო გაახანგრძლივოს პროცესი.
წლამდე ასაკში, ბავშვებს არ შეუძლიათ შარდის ბუშტის ან ნაწლავების მოქმედების კონტროლი, მათაც კი, ვინც ამისათვის მზადყოფნას ავლენს. ბავშვებს, რომლებსაც დღისით შეუძლიათ შარდის შეკავება, შეიძლება ღამით მაინც „გაეპაროთ“. დღისა და ღამის სიმშრალე საფენის გადაჩვევის ორი განსხვავებული სტადიაა.
ბავშვის ტუალეტის ჩვევის სწავლებისადმი მზაობის 9 ნიშანი
ფიზიკური ნიშნები
- მას შეუძლია სიარული და სირბილი.
- ერთ ჯერზე დიდი ოდენობით შარდავს.
- აქვს ნაწლავების რეგულარული მოქმედება თითქმის ყოველთვის ერთსა და იმავე დროს.
- აქვს „მშრალი“ პერიოდები 2 საათის განმავლობაში ან დღის ძილის დროს, რაც იმის მანიშნებელია, რომ შარდის ბუშტის კუნთები საკმარისად გავითარებულია იმისთვის, რომ შარდის შეკავება შეძლოს.
ქცევითი ნიშნები
- შეუძლია მშვიდად იჯდეს ერთ პოზიციაში 2-5 წუთის განმავლობაში.
- შეუძლია შარვლის აწევა და ჩამოწევა.
- აწუხებს სველი ან დასვრილი საფენი.
- დაინტერესებულია სხვების ტუალეტის ჩვევებით (სურს, უყუროს, როგორ მიდიხართ ტუალეტში ან გაცვიათ საცვლები).
- გამოხატავს ფიზიკურად ან სიტყვიერად, როცა აქვს ნაწლავების მოქმედება, მაგალითად იწყებს წუწუნს, ჩაიცუცქება ან გეუბნებათ ხოლმე.
- გამოხატავს დამოუკიდებლობისკენ სწრაფვას.
- ამაყობს საკუთარი მიღწევებით.
- არ ეწინააღმდეგება ტუალეტით სარგებლობის სწავლებას.
- არის ძირითადად თანამშრომლობის და არა უარყოფის სტადიაზე.
შემეცნებითი ნიშნები
- აცნობიერებს ფიზიკურ სიგნალებს, რომ ტუალეტში უნდა და გატყობინებთ ამის შესახებ, სანამ ეს მოხდება ან შეუძლია შეკავება ქოთანთან მისვლამდე.
- მიყვება მარტივ ინსტრუქციებს, მაგალითად „აიღე სათამაშო“.
- ესმის ნივთების თავის ადგილზე დადების მნიშნელობა.
- იცის შარდის და განავალის აღმნიშვნელი სიტყვები.
წყარო: www.babycenter.com