გაეროს ბავშვთა ფონდის განცხადებით, ქვეყნების მთავრობებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ, რათა კორონავირუსის პანდემიის გამო ბავშვების „დაკარგული თაობა“ არ მივიღოთ.
ახალ მოხსენებაში ნათქვამია, რომ 3 ნოემბრის მდგომარეობით, 87 ქვეყნის მონაცემების მიხედვით, 20 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებს აღენიშნებოდათ COVID-19 9-დან 1 შემთხვევაში. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვებს შეუძლიათ ვირუსის გადაცემა ერთმანეთსა და ხანდაზმულ ასაკობრივ ჯგუფებში, არსებობს ძლიერი მტკიცებულება, რომ უსაფრთხოების ძირითადი ზომების გათვალისწინებით, სკოლების ღია დარჩენის სარგებელი უფრო მეტია, ვიდრე მათი დახურვის შედეგები, აღნიშნულია მოხსენებაში. სკოლები არ არიან საზოგადოებაში გადაცემის ძირითადი მამოძრავებელი საშუალებები და ბავშვები უფრო ხშირად იღებენ ვირუსს სკოლის გარეთ.
ანგარიშში ნათქვამია, რომ COVID–19-თან დაკავშირებული პრობლემები ბავშვთა ჯანმრთელობის და სოციალურ მომსახურებებში ყველაზე სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს მათთვის. 140 ქვეყნის მონაცემებზე დაყრდნობით, გაეროს ბავშვთა ფონდი აცხადებს, რომ:
მინიმუმ 10 პროცენტით შემცირდა სამედიცინო მომსახურებები, როგორიცაა რუტინული ვაქცინაცია, ამბულატორიული დახმარება ბავშვთა ინფექციური დაავადებების და დედების ჯანმრთელობის სერვისების შესახებ. ამის მიზეზი ახალი კორონავირუსით დაინფიცირების შიშია.
135 ქვეყანაში კვების სერვისები შემცირდა 40%-ით ბავშვებისთვის და ქალებისთვის. 2020 წლის ოქტომბრისთვის 265 მილიონ ბავშვს მსოფლიო მასშტაბით არ ჰქონდა სასკოლო საკვები.
65-მა ქვეყანამ აღნიშნა, რომ სოციალური მუშაკების ვიზიტები შემცირდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
ანგარიშის უფრო საგანგაშო მონაცემები მოიცავს:
2020 წლის ნოემბრის მონაცემებით, 30 ქვეყნის სკოლების დახურვის შედეგად დაზარალდა 572 მილიონი მოსწავლე – მსოფლიოში რეგისტრირებულ მოსწავლეთა 33%.
სავარაუდოდ, დამატებით 2 მილიონი ბავშვის გარდაცვალება და 200,000 დამატებითი მკვდრადშობადობა შეიძლება გამოიწვიოს მომდევნო 12 თვის განმავლობაში მომსახურების მკვეთრმა შეფერხებებმა და კვების მზარდმა დეფიციტიმა.
სავარაუდოდ, წლის ბოლომდე ხუთ წლამდე ასაკის კიდევ 6-7 მილიონ ბავშვს ექნება არასაკმარისი კვების გამო სხეულის გამოფიტვის ნიშნები და თვეში 10 000-ით გაიზრდება ბავშვთა სიკვდილის შემთხვევები, უმეტესად სუბსაჰარულ აფრიკასა და სამხრეთ აზიაში.
მსოფლიო მასშტაბით, სიღარიბეში მყოფი ბავშვების რიცხვი – განათლების, ჯანმრთელობის, საცხოვრებლის, კვების, სანიტარული და წყლის ხელმისაწვდომობის გარეშე – სავარაუდოდ გაიზარდა 15 პროცენტით, ან დამატებით 150 მილიონი ბავშვით 2020 წლის შუაში.
ამ კრიზისზე პასუხის გასაცემად, UNICEF მოუწოდებს მთავრობებსა და პარტნიორებს:
- დარწმუნდით, რომ ყველა ბავშვი სწავლობს.
- უზრუნველყავით კვებისა და ჯანმრთელობის სერვისების გამართულობა და ვაქცინები ხელმისაწვდომი გახადეთ ყველა ბავშვისთვის.
- უზრუნველყავით ბავშვებისა და მოზარდების ფსიქიკური ჯანმრთელობის მხარდაჭერა და დაცვა. გადადგით ნაბიჯები ბავშვთა და გენდერული ძალადობის აღმოფხვრისკენ.
- გაზარდეთ უსაფრთხო სასმელი წყლის, სანიტარული და ჰიგიენური საშუალებების ხელმისაწვდომობა.
- ხელი შეუშალეთ ბავშვთა სიღარიბის ზრდას.
- გააორმაგეთ ძალისხმევა იმ ბავშვებისა და მათი ოჯახების დასაცავად და მხარდასაჭერად, რომლებიც ცხოვრობენ კონფლიქტში, კატასტროფასა და დევნილობაში.
„ ჩვენ ვთხოვთ მთავრობებს, პარტნიორებსა და კერძო სექტორს მოუსმინონ ბავშვებს და პრიორიტეტული გახადონ მათი საჭიროებები”, – განაცხადა UNICEF-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჰენრიეტა ფორემ – „როდესაც ჩვენ წარმოვიდგენთ მომავალს და პანდემიის შემდგომ სამყაროს, უპირატესობა უნდა მივანიჭოთ ბავშვებს“.
წყარო: www.unicef.org