რთულია, შევინარჩუნოთ პოზიტიურობა, როცა ჩვენს ბავშვებსა და თინეიჯერებს ჭკუიდან გადავყავართ. ჩვენ ხშირად ვეუბნებით „მორჩი ამის კეთებას!”. მაგრამ ბავშვები უფრო მეტად მაშინ დაგვიჯერებენ, თუ მივცემთ პოზიტიურ ინსტრუქციებს და შევაქებთ იმისთვის, რასაც სწორად აკეთებენ.
აუხსენით ბავშვს, როგორი ქცევა გინდათ მისგან
გამოიყენეთ პოზიტიური სიტყვები, როცა თქვენს შვილს მიუთითებთ, რა უნდა გააკეთოს. მაგალითად, „გთხოვ, მიხედე შენს ტანსაცმელს“ („ნუ გაქვს უწესრიგობა“-ს ნაცვლად).
შეარჩიეთ გამოხატვის ფორმები
ყვირილი მხოლოდ სტრესს და გაბრაზებას მოგიტანთ ორივეს. მიიქციეთ ბავშვის ყურადღება სახელის დაძახებით. ელაპარაკეთ მშვიდი ტონით.
შეაქეთ ბავშვი, როცა კარგად იქცევა
შეაქეთ ბავშვი იმისთვის, რაც კარგად გააკეთა. შეიძლება, არ შეიმჩნიოს, მაგრამ ის გაიმეორებს ამ საქციელს. ეს ასევე აგრძნობინებს მას, რომ თქვენ ამჩნევთ და ზრუნავთ.
მოითხოვეთ შესაძლებელი
შეძლებს თქვენი ბავშვი იმის შესრულებას, რასაც მისგან მოთხოვთ? ძალიან ძნელია ბავშვისთვის მთელი დღე ოთახში ჩუმად ყოფნა, მაგრამ იქნებ მას შეუძლია 15 წუთით სიჩუმის დაცვა, სანამ თქვენ ზარს უპასუხებთ.
დაეხმარეთ თქვენს თინეიჯერს, დარჩეს ხაზზე
თინეიჯერებს განსაკუთრებით სჭირდებათ, რომ ჰქონდეთ მეგობრებთან ურთიერთობის საშუალება. დაეხმარეთ, რომ ეს შესძლონ სოციალური მედიით და სხვა უსაფრთხო დისტანციური გზებით. ეს არის ის, რაც თქვენ ერთად შეგიძლიათ გააკეთოთ.
გაეცანით UNICEF-ის სხვა რჩევებს: UNICEF-ის რჩევები მშობლებისთვის
წყარო: https://www.unicef.org/coronavirus/covid-19-parenting-tips#1