შეინარჩუნეთ სიმშვიდე და მართეთ სტრესი
ეს სტრესული დროა. თავს გაუფრთხილდით, რათა შეძლოთ შვილების მხარდაჭერა.
თქვენ მარტო არ ხართ!
ამჟამად მილიონობით ადამიანს აქვს თქვენნაირი შიშები. იპოვეთ ვინმე, ვისაც მოუყვებით თქვენი განცდების შესახებ. მოუსმინეთ მას. თავი აარიდეთ სოციალურ მედიას, თუ გრძნობთ, რომ პანიკას გიმძაფრებთ.
შეისვენეთ
ხანდახან, ყველას გვჭირდება შესვენება. როცა ბავშვებს სძინავთ, გააკეთეთ რამე დამამშვიდებელი ან სახალისო თქვენთვის. ჩამოწერეთ ჯანსაღი აქტივობების სია. თქვენ ამას იმსახურებთ!
მოუსმინეთ ბავშვებს
იყავით გახსნილი და მოუსმინეთ ბავშვებს. თქვენი შვილები მოგმართავენ მხარდაჭერისა და ნუგეშისთვის. აღიარეთ მათი განცდები და აგრძნობინეთ თავი კომფორტულად.
გააკეთეთ პაუზა
სტრესის და შფოთვის დროს დაგეხმარებათ ქვემოთმოყვანილი ერთწუთიანი დამამშვიდებელი აქტივობები:
1.მოეწყვეთ
- იპოვეთ მოხერხებული ჯდომის პოზიცია. ტერფები იატაკზე, ხელები მუხლებზე.
- დახუჭეთ თვალები, თუ ასე გსიამოვნებთ.
2. გონება, გრძნობა, სხეული
- ჰკითხეთ საკუთარ თავს: „რას ვფიქრობ ახლა?“
- დააკვირდით თქვენს ფიქრებს. პოზიტიურია თუ ნეგატიური.
- დააკვირდით თქვენს ემოციებს. ბედნიერი ხართ თუ არა.
- დააკვირდით თქვენს სხეულს. დააკვირდით ტკივილს ან დაძაბულობას.
3. კონცენტრირდით სუნთქვაზე
- მოუსმინეთ თქვენს სუნთქვას ჩასუნთქვისა და ამოსუნთქვისას.
- თქვენ შეგიძლიათ ხელი დაიდოთ მუცელზე და იგრძნოთ, როგორ იზრდება და იფუშება ყოველი სუნთქვისას.
- შეგიძლიათ უთხრათ თქვენს თავს „რაც არ უნდა იყოს, მე კარგად ვარ“.
- შემდეგ უბრალოდ მოუსმინეთ საკუთარ სუნთქვას ცოტა ხნით.
4. უკან დაბრუნება
- დააკვირდით, როგორ გრძნობს თავს თქვენი სხეული.
- მოუსმინეთ ოთახში გაჟღერებულ ხმებს.
5. რეფლექსია
- ჰკითხეთ საკუთარ თავს, განსხვავებულად გრძნობთ თავს თუ არა.
- როცა მზად იქნებით, თვალები გაახილეთ. იყავით გახსნილი და მოუსმინეთ ბავშვებს.
პაუზის აღება დაგეხმარებათ, როცა ბავშვი ახერხებს თქვენს გაღიზიანებას ან არასასურველად იქცევა. ეს საშუალებას მოგცეთ, დამშვიდდეთ. რამდენიმე ღრმა ჩასუნთქვა-ამოსუნთქვას ან თქვენს ქვემოთ იატაკის შეგრძნებასაც კი შეუძლია ცვლილების გამოწვევა. თქვენ შეგიძლიათ ეს ბავშვებთან ერთად გააკეთოთ.
გაეცანით UNICEF-ის სხვა რჩევებს:
UNICEF-ის რჩევები მშობლებისთვის
UNICEF-ის რჩევები მშობლებისთვის: იყავით პოზიტიური
UNICEF-ის რჩევები მშობლებისთვის: დაგეგმეთ
UNICEF-ის რჩევები მშობლებისთვის: მართეთ არასასურველი ქცევა
წყარო: https://www.unicef.org/coronavirus/covid-19-parenting-tips#1