Skip to content Skip to sidebar Skip to footer

პლატფორმას “დედამ იცის” ესაუბრება ექიმი რეზიდენტი, რეპროდუქტოლოგი ეკატერინე კვირკველია.

რა არის ვულვოვაგინიტი?

ვაგინიტი იგივე ვულვოვაგინიტი – ვაგინის ანთებითი პროცესების გამომხატველი ზოგადი ტერმინია, ვულვა – ქალის გენიტალიის გარეთა ნაწილია (მოიცავს: ბაგეებს (დიდი და მცირე) და კლიტორს), ვაგინა/საშო – გარეთა სასქესო ორგანოებიდან საშვილოსნოს ყელისკენ მიმავალი კუნთოვანი მილი.

რა კლინიკური სიმპტომებით ვლინდება ვულვოვაგინიტი?

არასპეციფიკური ვულვოვაგინიტი ჩვეულებრივ ვლინდება არასპეციფიკური ლორწოვანი გამონადენის, ქავილის, ერითემის, გამონაყარის და/ან სუნის ჩივილებით. ზოგიერთ პაციენტში აღწერილია არასპეციფიკური ვულვოვაგინიტის ისტორია წარსულში, რომელიც დაკავშირებულია ზედა სასუნთქი გზების ინფექციებთან. მწვანე ან ჩირქოვანი ვაგინალური გამონადენის უეცარი გაჩენა მიუთითებს უცხო სხეულზე ან კონკრეტულ ბაქტერიულ ინფექციაზე.

გვესაუბრეთ პრეპუბერტულ ბავშვებში ვულვოვაგინიტის შემთხვევებზე. რა ზრდის ვულვოვაგინიტის შემთხვევათა რისკებს პრეპუბერტულ გოგონებში?

პრეპუბერტული გოგონების ვულვოვაგინიტების მნიშვნელოვან ნაწილში არასპეციფიკური ვულვოვაგინიტი ფიგურირებს. იმ შემთხვევებშიც კი, როდესაც ვაგინიდან ან ვაგინის შესავლიდან ნაცხს ბაქტერიებზე ვიკვლევთ, გამონადენის ეტიოლოგია შეიძლება არ იყოს დაკავშირებული ორგანიზმთან (მაგ: რესპირატორული ფლორა ან ნაწლავური ბაქტერიები), მაგრამ მაინც განიხილება “არასპეციფიკურად”.

ფაქტორები, რომლებიც პრეპუბერტულ ბავშვებში ზრდიან ვულვოვაგინიტის რისკებს:

  • ცუდად განვითარებული ლაბიები (ბაგეები);
  • ესტროგენის სიმცირის გამო – თხელი ლორწოვანი;
  • უფრო ტუტე pH (pH 7),  ვიდრე პოსტმენარქულ ახალგაზრდებში;
  • ცუდად დაცული ჰიგიენა;
  • იაფიანი აბაზანა, შამპუნები, დეოდორანტი საპნები (საშოს სუნის გასაქრობად) და სხვა ირიტანტები (გამღიზიანებლები);
  • სიმსუქნე;
  • ტანსაცმელი (საცურაო კოსტიუმი, კოლჰოტი და ჯინსები);
  • ქრონიკული მასტურბაცია;
  • უცხო სხეულები, ყველაზე ხშირად ტუალეტის ქაღალდი;
  • სექსუალური ძალადობა.

ფიზიკური გასინჯვისას ვულვა შეიძლება იყოს ერითემული (წითელი) – ოკლუზიური (ჰაერგაუმტარი) საფენების (ე.წ. პამპერსი) ან სხვა გამღიზიანებლების გამო, ასევე  კანის დერმატოზი, როგორიცაა ატოპიური დერმატიტი ან ფსორიაზი, ან სტრეპტოკოკული პერიანალური ინფექციისგან.

ბავშვს არასპეციფიკური ეტიოლოგიის ვაგინალური ჩივილებისას, როგორც წესი, არ აღენიშნება ვაგინალური გამონადენი, ან მცირეოდენი გამონადენი, ან აღენიშნება თეთრი ან გამჭვირვალე მუკოიდური (ჩირქოვანი) გამონადენი. ასევე გვხვდება ვულვის გაღიზიანება და დროგამოშვებით მეორეულად კლიტორის ქუდის გასქელება გამოწვეული ქრონიკული ქავილის/ნაკაწრის ან მასტურბაციის შედეგად. შეიძლება აღინიშნოს არასაკმარისი გენიტალური ჰიგიენის ნიშნები, როგორიცაა ტუალეტის ქაღალდის ნაფლეთები და ფეკალური მასები ანუსის, საშოს შესავლის და/ან საშოს ირგვლივ. დიაგნოზი კლინიკურ ნიშნებზე დაყრდნობით ისმება.

როგორია მკურნალობის მენეჯმენტი? მკურნალობის საწყის ეტაპზე რას უნდა მიექცეს განსაკუთრებული ყურადღება?

სიმპტომები ჩვეულებრივ ქრება ჰიგიენური ღონისძიებების დაწყებიდან  (ვულვოვაგინიტის ზოგადი ჰიგიენური ნორმები – იხ. ქვემოთ) ორ-სამ კვირაში. თუ ბავშვს აქვს ვულვის და/ან პერიანალური ქავილის განმეორებითი ეპიზოდები, განსაკუთრებით ღამით, გამოიკვლიეთ ჭიების არსებობა და საჭიროების შემთხვევაში ექიმი დანიშნავს მკურნალობას.

  • თავი აარიდეთ საძილე პიჟამებს, პერანგი ჰაერის მოძრაობის საშუალებას იძლევა;
  • ჩააცვით ბავშვს ბამბის საცვლები. გარეცხვის შემდეგ ორჯერ გაავლეთ საცვლები, რათა თავიდან აირიდოთ გამღიზიანებლები (მაგ: სარეცხი ფხვნილის ან დამარბილებლის ნარჩენები);
  • თავი აარიდეთ მოჭერილ ტანსაცმელს – საცურაო კოსტიუმი, „ლეგინგსი“ („ელასტიკები“). ქვედა ბოლოები და ფართო შარვლები ჰაერს მოძრაობის საშუალებას აძლევს;
  • ნუ გააჩერებთ ბავშვებს დიდხანს სველ საცურაო კოსტიუმში.

ოველდღიური თბილი აბაზანა

  • არ აბანაოთ ბავშვი ქაფიან აბაზანაში ან სუნამოს შემცველი საპნებით;
  • ბავშვს საშუალება მიეცით, რომ 10-15 წუთი სუფთა წყალში გაჩერდეს (საპნის გარეშე);
  • არ გამოიყენოთ საპონი ბავშვების გენიტალიების დასაბანად, წაუსვით საპონი ბავშვს გენიტალიების გარდა სხეულის სხვა ნაწილებში აბაზანიდან ამოყვანის წინ;
  • კარგად ჩამობანეთ სასქესო ორგანო და ნაზად გაამშრალეთ;
  • გენიტალიების რეგიონის გასაშრობად შეგიძლიათ დაიხმაროთ თმის საშრობის გრილი ჰაერი;
  • თუ ვულვა მტკივნეულია ან შეშუპდა, ცივ კომპრესებს შეუძლია დისკომფორტის გამოწვევა, შეგიძლიათ გამოიყენოთ დამატენიანებლები – მაგ: ვაზელინი-Petroleum Jelly, აქვაფორი და ა.შ. 

განიხილეთ ტუალეტის ჰიგიენა ბავშვთან ერთად

  • 5 წლამდე ბავშვები უმჯობესია იყვნენ მეთვალყურეობის ქვეშ ან დავეხმაროთ ჰიგიენის ნორმების დაცვაში;
  • შეეცადეთ ბავშვები უნიტაზზე მუხლებში გაშლილი დასვათ, რადგან თავიდან აირიდოთ შარდის რეფლუქსი (უკან შებრუნება) ვაგინაში;
  • თუ ბავშვი უნიტაზზე მუხლებგაშლილი ვერ ჯდება, რადგან ფიზიკურად პატარაა, შეგიძლიათ გამოიყენოთ უფრო პატარა ზომის უნიტაზზე დასაჯდომი ზედაპირი ან დასვათ უკუღმა – სახით უნიტაზის წყლის ავზის მიმართულებით;
  • აუცილებლად ასწავლეთ, რომ მოსაქმების შემდეგ უკანა ტანი გაიწმინდოს წინიდან უკან (ზურგისკენ);
  • გასაწმენდად ტუალეტის ქაღალდის ნაცვლად შესაძლებელია სველი ხელსახოცების გამოყენება, რადგან ისინი არ იწვევენ „შერჭობის“ შეგრძნებას.

თუ ჰიგიენური ზომების სათანადო დაცვის მიუხედავად, ბავშვს განუვითარდა ჩირქოვანი გამონადენი ან სისხლდენა, ან გამონადენის სიმპტომები გრძელდება, უნდა შეფასდეს უცხო სხეულის ან კონკრეტული ინფექციის შესაძლებლობა. შემდეგი ნაბიჯები მოიცავს:

  • სასქესო ორგანოს ხელახალი გამოკვლევა იმის დასადგენად, არის თუ არა ვაგინაში უცხო სხეული.
  • თუ უცხო სხეული არ ჩანს, მაშინ უნდა ჩატარდეს შესაბამისი ტესტირება ბაქტერიულ პათოგენებზე, რომელიც მოიცავს ვაგინალურ კულტურას ნაწლავისა და რესპირატორული ორგანიზმებისთვის და პრეპუბერტულ ქალებში შესაბამისი ჩვენებით, სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების ტესტირება 
  • კვლევა დადებითია გამომწვევზე – მკურნალობა უნდა ჩატარდეს სპეციფიკური პათოგენის საფუძველზე.

ქრონიკული გამონადენი – პრეპუბერტული ასაკის გოგონები ქრონიკული გამონადენით, მიუხედავად შესაბამისი ტესტირებისა და ემპირიული მკურნალობისა, რომელთაც არ გააჩნიათ მკაფიო ეტიოლოგია, შემდგომი შეფასებისთვის უნდა გადამისამართდნენ პედიატრიულ გინეკოლოგთან/რეპროდუქტოლოგთან ან მსგავსი გამოცდილების მქონე სხვა პედიატრიულ სპეციალისტთან. ქრონიკული გამონადენი სისხლდენით ან მის გარეშე შეიძლება გამოწვეული იყოს ვაგინალური უცხო სხეულის მიერ, რომელიც არ ჩანს ფიზიკურ გამოკვლევაზე, ასევე კეთილთვისებიანი ან ავთვისებიანი ვაგინალური სიმსივნეებით.

ინფექციური ვულვოვაგინიტი – ინფექციური ბაქტერიული ვულვოვაგინიტი ხშირად იწვევს ჩირქოვან ყვითელ ან მწვანე ვაგინალურ გამონადენს, რომელიც შეიძლება უსიამოვნო სუნის იყოს. S. pyogenes (A ჯგუფის სტრეპტოკოკი) ვულვოვაგინიტით დაავადებულ პრეპუბერტულ გოგონებს ხშირად აქვთ გაწითლებული და მტკივნეული ვულვა, რომელსაც შეიძლება ახლდეს სეროზული ვაგინალური გამონადენი.

ინფექციური ვულვოვაგინიტის მქონე ყველა პაციენტმა უნდა დაიწყოს ჰიგიენური ზომების (ვულვოვაგინიტის ზოგადი ჰიგიენური ნორმები) დაცვა. რესპირატორული და ნაწლავური ორგანიზმების ვაგინალური კულტურის შედეგები და სგგი ტესტირება ხელმძღვანელობს გადაწყვეტილებებს ანტიმიკრობული თერაპიის შესახებ: 

ბავშვთა ენტერობიოზი – ჭიებმა შეიძლება გამოიწვიოს ვულვალური სიმპტომები, როგორიცაა ქავილი. ვულვის და/ან პერიანალური ქავილის მორეციდივე ეპიზოდების მქონე ბავშვებს, განსაკუთრებით ღამით, უნდა ჩაუტარდეთ გამოკვლევა ჭიების არსებობაზე და ემპირიულად მკურნალობა, თუ ამის ჩვენება არსებობს. 

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5