Skip to content Skip to sidebar Skip to footer

უსაფრთხოა ბავშვებისთვის ხელის სადეზინფექციო სითხე?

ხელების საპნით და წყლით დაბანა საუკეთესო გზაა ვირუსების თავიდან ასარიდებლად. თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ მათთან წვდომა არ გაქვთ,  ალკოჰოლის შემცველი ანტისეპტიკური სითხე გამოდგება თქვენი პატარასთვისაც, ოღონდ თუ დაიცავთ სიფრთხილის ზომებს:

  1. ბავშვს ხელზე დააწვეთეთ სადეზინფექციო სითხე მხოლოდ ბარდის მარცვლის რაოდენობით
  2. აკონტროლეთ, რომ ხელები უსვას ერთმანეთს, სანამ არ გაუშრება. ამით დარწმუნდებით, რომ ბავშვი არ ეცდება სითხის ალოკვას.
  3. ხელის სადეზინფექციო სითხე, მიკრობების გასანადგურებლად მინიმუმ 60% ალკოჰოლს უნდა შეიცავდეს. ამიტომ, შეინახეთ ბოთლი ბავშვისთვის მიუწვდომელ ადგილას, რათა ცნობისმოყვარე პატარას მისი გასინჯვის საშუალება არ მიეცეს.

სადეზინფექციო ხელსახოცები ბავშვის სველი ხელსახოცებისგან განსხვავებით ალკოჰოლს შეიცავს. ჩვილებმა და ადრეული ასაკის ბავშვებმა შეიძლება ისინი გალოკონ და შეიწოვონ ალკოჰოლი, ამიტომ ნუ დატოვებთ მათ ბავშვებისთვის მისაწვდომ ადგილას. ამასთანავე, ბავშვის ხელის გასაწმენდად აუცილებლად გამოიყენეთ ისეთი ხელსახოცი, რომელსაც აწერია „ხელის“ და არა „სადეზინფექციო“, რომელიც განკუთვნილია სხვადასხვა ზედაპირისთვის.

რა მოხდება, თუ ჩემი შვილი დალევს სადეზინფექციო სითხეს?

თუ თქვენი პატარა გალოკავს ანტისეპტიკურ სითხეს, ნუ შეშინდებით, რადგან ცოტა რაოდენობით იშვიათადაა ზიანის მომტანი. უბრალოდ, გაუწმინდეთ პირი ცუდი გემოს მოსაშორებლად და სთხოვეთ დალიოს წყალი.

მაგრამ, თუ თქვენი პატარა დალევს ჩაის კოვზის ოდენობით ანტისეპტიკს, დააკვირდით შემდეგ სიმპტომებს:

  • თვალების გაღიზიანება
  • ღებინება
  • თვალების ანთება (კონიუქტივიტი)
  • ენის დაზიანება
  • ხველა
  • მუცლის ტკივილი

რომელიმე ზემოთჩამოთვლილი სიმპტომის შემჩნევისთანავე დაურეკეთ ექიმს რჩევისთვის. ალკოჰოლი აგდებს ბავშვის სისხლში შაქრის დონეს. ამიტომ, როგორც კი შეამჩნევთ, რომ  მან დალია სადეზინფექციო სითხე, დაალევინეთ ტკბილი სითხე. გამოიძახეთ სასწრაფო დახმარება, თუ

  • ბავშვმა დაკარგა გონება
  • ბავშვს აქვს გულყრა
  • ბავშვს უჭირს სუნთქვა
  • ბავშვი ვერ ფხიზლდება

რა გავითვალისწინო ანტისეპტიკური სითხის  არჩევისას?

  • ალკოჰოლის შემცველი ხელის სადეზინფექციო სითხის ყიდვისას  ეთილის სპირტის შემცველი აირჩიეთ. მართალია, იზოპროპილი უფრო ეფექტურია მიკრობებთან ბრძოლაში, მაგრამ უფრო მომწამვლელიცაა.
  • ანტისეპტიკური ხსნარი, რომელიც არ შეიცავს ალკოჰოლს, უფრო უსაფრთხოა, მაგრამ მხოლოდ ამცირებს მიკრობების რაოდენობას, ბოლომდე ვერ ერევა.

თავი შეიკავეთ სასიამოვნო სუნის ან მკვეთრი შეფუთვის ანტისეპტიკური სითხეების ყიდვისგან, რადგან შეიძლება ამან უფრო მიიქციოს ბავშვის ყურადღება და გაუჩნდეს მისი გასინჯვის სურვილი.

გაითვალისწინეთ, რომ ალკოჰოლის შემცველი  ანტისეპტიკური სითხეები და ხელსაწმენდები ცხიმიან და ჭუჭყიან ხელებთან  არ მუშაობს ისე კარგად, როგორც წყლით  და საპნით დაბანა. და მართალია, ისინი ეფექტურია კორონავირუსის ბაცილებთან, მაგრამ სხვა მიკრობებთან, მაგალითად ნოროვირუსთან უძლურია. თან სადეზინფექციო სითხეების გამოყენება აშრობს და აღიზიანებს კანს, ამიტომ გამოიყენეთ მხოლოდ მაშინ, როცა არ გაქვთ წყლით და საპნით ხელების დაბანის საშუალება.  

წყარო: www.babycentre.co.uk

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5