მიუხედავად იმისა, რომ 100% ხილის წვენი ჯანსაღი კვების ნაწილია, ამერიკის პედიატრიის აკადემიის თანახმად, ის არ არის საუკეთესო არჩევანი წლამდე ასაკის ბავშვებისთვის. 1 წლის შემდეგაც კი ის ზომიერად უნდა შესთავაზოთ ბავშვებს. რადგან თუნდაც 100 %-იანი ხილის წვენი არ შეიცავს იმდენ საკვებ ნივთიერებას, რამდენსაც მთლიანი ხილი. ამავდროულად, ის აძლევს ბავშვს იმ კალორიებს, რაც მან უნდა მიიღოს რძისგან და მყარი საკვებისგან.
როდესაც თქვენი პატარა გახდება 1 წლის, შეგიძლიათ იშვიათად შესთავაზოთ ცოტაოდენი 100 %-იანი ხილის წვენი, შაქრისა და სხვა დანამატების გარეშე.
რა რაოდენობით ხილის წვენი შეიძლება დალიონ ბავშვებმა ყოველდღიურად?
1-დან 3 წლამდე ბავშვები: არაუმეტეს 120 მლ დღეში.
4-დან 5 წლამდე ბავშვები: არაუმეტეს 120-180 მლ დღეში.
წვენის ხშირად დალევამ შეიძლება გაზარდოს სარძევე კბილების კარიესის რისკი. ასევე, ბავშვები ტკბილ გემოს ეჩვევიან და ნაკლებად ტკბილი პროდუქტები, მაგალითად ახალი ხილი შეიძლება დაიწუნონ.
აღსანიშნავია, რომ ხილის წვენი არ შეიცავს იმდენ საკვებ ნივთიერებას, რამდენსაც მთლიანი ხილი, მაგალითად უჯრედისს. ასე რომ, თუ თქვენი ბავშვი ახალ ხილს ან ბოსტნეულს მშვენივრად ჭამს და წვენს არ ითხოვს, მისი შეთავაზების მიზეზი არ არსებობს.
თუმცა, წვენი შეიძლება გამოგადგეთ, როცა ბავშვი ავადაა და ბევრი სითხე სჭირდება. ასევე, შეკრულობის დროს ზოგიერთი ხილის წვენი ხელს უწყობს კუჭის მოქმედებას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თუ ბავშვს 1 წლის შემდეგ შესთავაზებთ ხილის წვენს, გაითვალისწინეთ, რომ არ შეიცავდეს შაქარს და სხვა დანამატებს, დაიცვათ დღიური ნორმა და არ მისცეთ ღამით, კბილების გამოხეხვის შემდეგ.
წყარო: www.whattoexpect.com