Skip to content Skip to sidebar Skip to footer

თუ  ორსულად ხართ და ზურგის ტკივილს უჩივით, თქვენ მარტო არ ხართ. ეს ორსულობის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სიმპტომია. ქალები აღწერენ ტკივილს, მტკივნეულ შეგრძნებას ან გაშეშებას ზურგის ზედა ან ქვედა ნაწილში, მენჯ-ბარძაყის არეში, რომელიც ზოგჯერ გადაეცემა ფეხებსა და დუნდულებს.

როდის იწყება ზურგის ტკივილი ორსულობის დროს?

სამწუხაროდ, ზურგის ტკივილი ორსულობისას  საკმაოდ ადრე შეიძლება დაგეწყოთ. ზოგი ქალი პირველ ტრიმესტრში განიცდის მას, მაგრამ ბევრს ა დაახლოებით 18 კვირიდან ეწყებს და ის შეიძლება გაძლიერდეს  მესამე ტრიმესტრში, მშობიარობამდე (ზოგჯერ მშობიარობის შემდეგაც).

რა იწვევს ზურგის ტკივილს ორსულობის დროს?

ორსულობის დროს თქვენი ორგანიზმი გამოყოფს ჰორმონ რელაქსინს, რომელიც იწვევს მენჯის ძვლის სახსრებისა და იოგების მოდუნებას, რათა მშობიარობის დროს ბავშვმა უფრო ადვილად გაიაროს სამშობიარო გზა.

კიდევ ერთი მიზეზია თქვენი მზარდი საშვილოსნო, რის გამოც თქვენი სიმძიმის ცენტრი იცვლება.

თავის მხრივ, თქვენი წელი ჩვეულებრივზე უფრო მეტად იხრება ზეწოლის გამო, შედეგად კუნთები იძაბება და თქვენ ტკივილს გრძნობთ.

ორსულობის წელის ტკივილი თუ იშიაზი?

თუ გრძნობთ მკვეთრ ტკივილს წელისა და დუნდულების არეში, რომელიც გადაეცემა ფეხებს, შეიძლება გქონდეთ საჯდომი ნერვის ანთება (იშიაზი).

როგორ გავუმკლავდეთ ზურგის ტკივილს ორსულობის დროს?

ყურადღება მიაქციეთ თქვენი ჯდომის მანერას. სასურველია, სავარძელს ჰქონდეს სწორი საზურგე. ჯდომისას ეცადეთ, ფეხები ოდნავ მაღლა ასწიოთ და არ გადააჯვარედინოთ (ამან შეიძლება გაამწვავოს კუნთებზე ზეწოლა).

ხშირად დაისვენეთ. დიდხანს ჯდომამ ან დგომამ შეიძლება გაამწვავოს თქვენი ტკივილი. საათში ერთხელ მაინც გაიარ-გამოიარეთ და გააკეთეთ გაწელვები.  

მოერიდეთ მძიმე საგნების აწევას.  და თუ მაინც გიწევთ, ასწიეთ ნელა. ჩამოჯექით და აწიეთ მკლავებითა და ფეხებით და არა ზურგის დაძაბვით. ასევე, თავი შეიკავეთ, ზედა თაროებიდან რამის ჩამოღებისგან.

ყურადღება მიაქციეთ წონას. ზედმეტმა წონამ შეიძლება გაამწვავოს ზურგის ტკივილი.

ატარეთ მოსახერხებელი ფეხსაცმელი.  

იძინეთ მოსახერხებელ მატრასზე.

იფიქრეთ კარგ რაღაცებზე. სცადეთ ორსულთა იოგა, რომელმაც შეიძლება დაამშვიდოს თქვენი გონება და სხეული.

სცადეთ ცივი და თბილი კომპრესები 15 წუთიანი შუალედებით.

მიიღეთ თბილი აბაზანა.

აუცილებლად მოუყევით თქვენს ექიმს ზურგის ტკივილის შესახებ.

წყარო: www.whattoexpect.com

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5