Skip to content Skip to footer
ონლაინ პლათფორმა dedamicis.ge შექმნილია ფაგიოს მხარდაჭერით. ჩვენი მიზანია დედების გაძლიერება მშობლობასთან დაკავშირებული სანდო ინფორმაციის და ემოციური მხარდაჭერის მიწოდებით.
თანამედროვე სამყაროში დედებს რთულ და მრავალფეროვან გამოწვევებთან უხდებათ გამკლავება. ისინი მუდმივად ეძებენ უკეთესი მშობლობისკენ მიმავალ გზებს და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მათ მშობლიურ ენაზე შეძლონ სანდო და ამომწურავი პასუხების მიღება იმ კითხვებზე, რომლებიც აწუხებთ. „dedamicis.ge” ადაპტირებული და ორიგინალური კონტენტით მიაწვდის მათ უახლესი გაიდლაინებით გამყარებულ ინფორმაციას დედის ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობის, ორსულობის მართვის, ბავშვის განვითარების, აღზრდისა და მოვლის საკითხებზე. ასევე, მისცემს საკუთარი გამოცდილების გაზიარების საშუალებას და პროფესიონალების რჩევებს.
ორსულებს და ახალბედა დედებს, ახალ ამპლუასთან – დედობასთან შეჩვევის დროს, შეიძლება სხვადასხვა ემოციების მოზღვავებამ შფოთვის და მარტოობის განცდა შეუქმნას. ამ დროს, ძალიან მნიშვნელოვანია ემოციური მხარდაჭერა. და რადგან „ცოდნა ძალაა“, „dedamicis.ge” უზრუნველყოფს მათ სიმშვიდესა და დაცულობის შეგრძნებას