ორსულობის დროს ქალს ბევრ სირთულესთან უწევს გამკლავება. ჰორმონალური ცვლილებების გამო გუნება-განწყობილების ხშირი ცვლილებები, შეცვლილი სხეულის მიღება, ფეხმძიმობასთან დაკავშირებული დისკომფორტი მისთვის სტრესული შეიძლება აღმოჩნდეს. არც თუ ისე იშვიათია ორსულთა დეპრესიაც. ამასთანავე, ორსული ქალი ყურადღების ცენტრშია, ყველას სურს მას რამე უთხრას, საკუთარი გამოცდილება გაუზიაროს ან მუცელზე მოეფეროს. რაც ხშირად მისი გამხნევების ნაცვლად გაღიზიანებას იწვევს.
გთავაზობთ 10 ფრაზას, რომელიც ორსულს არ უნდა უთხრათ:
1. ზურგიდან ორსულს არ გავხარ…

2. როგორ ფიქრობ, ბავშვს შენი ცხვირი ექნება ან მამამისის ყურები?

3. გახსოვს, დაბადების დღეზე რამდენი დავლიეთ, სანამ გაიგებდი, რომ ორსულად იყავი? ღელავ ამაზე?
4. შენ ისევ ორსულად ხარ?

5. კიდევ არ გაგიჩენია?

6. დაგეგმილი გქონდათ თუ გაგეპარათ?

7. აჩენ?

8. დარწმუნებული ხარ, რომ ტყუპებს არ ელოდები?

9. პატარა/დიდი მკერდი გაქვს, ალბათ რძე არ გექნება…

10. ამას რომ გააჩენ, უცებ მიაყოლე კიდევ ერთი. მერე დაგეზარება

P. S. არა უშავს. მეორე ბიჭი იქნება…
