შეცდომა #1 ძველი საწოლი
ძველი საწოლი ფულის დაზოგვის მაცდუნებელი საშუალებაა, მაგრამ ის შეიძლება არ აკმაყოფილებდეს უსაფრთხოების ამჟამინდელ სტანდარტებს. დიდი დაშორება რიკულებს შორის ან ტყვიის შემცველი საღებავი საშიშია თქვენი პატარასთვის, ამიტომ შეარჩიეთ ისეთი საწოლი, რომელიც შეესაბამება თანამედროვე მოთხოვნებს.
შეცდომა #2 ლოგინის გამოსაკრავები (ბამპერები)
ამერიკის პედიატრთა აკადემია 2011 წლიდან არ ურჩევს მშობლებს საბავშვო ბამპერების გამოყენებას, რადგან მათ შეუძლიათ გაგუდონ ბავშვი, რბილი ლეიბი კი ზრდის ჩვილთა უეცარი სიკვდილის სინდრომის რისკს.
იმისათვის, რომ თქვენი პატარა უსაფრთხოდ იყოს ძილის დროს, არასდროს დატოვოთ საბნები, პლედები, ბალიშები ან სათამაშოები საწოლში.
შეცდომა #3 ნახატი კედელზე
უკეთესია, რომ ლოგინის ზემოთ არაფერი იყოს ჩამოკიდებული. უბრალოდ არ ღირს იმის რისკი, რომ რამე დაეცემა, როცა ბავშვი სწავლობს დგომას.
თუ მაინც გადაწყვიტეთ ნახატი ჩამოკიდოთ, დარწმუნდით, რომ ის საიმედოდ არის მიმაგრებული. დამატებითი უსაფრთხოებისთვის, საწოლი კედელს მოაშორეთ, რათა ნახატი ჩამოვარდნისას იატაკზე დაეცეს და არა ლოგინში.
შეცდომა # 4: ცუდად დამაგრებული ავეჯი
შეიძლება გეგონოთ, რომ ძალიან შორია იქამდე, სანამ ბავშვი გარემოს შეისწავლის. მაგრამ ეს ძალიან მალე მოხდება. მიამაგრეთ წიგნების კარადა და კომოდი კედელზე, რათა ბავშვმა თავზე არ დაიმხოს, როცა მის გაცნობას გადაწყვეტს.
შეცდომა # 5 დაუცველი ფანჯრები და ჟალუზები
ეცადეთ ფანჯრის ქვემოთ არ იდგეს ავეჯი, რომ მასზე ასვლა არ მოუნდეს ბავშვს. ასევე, დააყენეთ ფანჯრის დამცავი, სანამ თქვენი პატარა მისით დაინტერესდება.
შეცდომა # 6 დაბლა დაკიდებული ან სახიფათო „მობაილი“
ლოგინზე დასაკიდი სათამაშო მოათავსეთ იმ სიმაღლეზე, რომელსაც ვერ მოკიდებს ბავშვი ხელს, როცა ზურგზე წევს.
ამერიკის პედიატრთა აკადემია არ გირჩევთ ზონრებიან „მობაილებს“, ასევე გაითვალისწინეთ, რომ მას არ ჰქონდეს პატარა ნაწილები, გადაცდენის საფრთხის გამო. მას შემდეგ, რაც თქვენს ბავშვს შეეძლება ხელებზე და მუხლებზე აწევა (ჩვეულებრივ, 4–5 თვეში), ეს სათამაშო შეგიძლიათ მოაშოროთ საწოლიდან.
შეცდომა # 7 სახიფათოდ შენახული სათამაშოები
სათამაშოების ორგანიზებულად შესარჩევად, შეარჩიეთ ღია სათავსო მკვეთრი კუთხეების გარეშე ან კალათები.
შეცდომა #8 არეულობა გამოსაცვლელ მაგიდაზე
არ ჩამოკიდოთ გამოსაცვლელ მაგიდასთან ახლოს ნახატები და შეინახეთ ბავშვის კრემები მისთვის მიუწვდომელ ადგილას. ასევე, მოაშორეთ იქიდან ნებისმიერი ელექტრონული მოწყობილობა, მათ შორის ნათურები და ბავშვის მონიტორები, რადგან დენის დარტყმის და სადენებით გაგუდვის საშიშროებაა.
შეცდომა # 9 გადაცდენის საფრთხეები
ჩვილები ყველაზე ნაკლებად საეჭვო რამეებს ღეჭავენ. ეცადეთ, რომ ხურდები და პატარა სამკაულები არ დატოვოთ ღიად ბავშვის ოთახში.
შეცდომა # 10 ელექტრული სადენების წვდომა
სადენები დაფარული და იზოლირებული უნდა იყოს, ჩამრთველები კი უსაფრთხო, ან ბავშვისთვის მაღლა დაამონტაჟეთ ან დაუმაგრეთ დამცავები.
წყარო: www.babycenter.com