
ბავშვებში ყელის ტკივილი ხშირად მოულოდნელად იწყება: დღეს ყველაფერი კარგად არის, ხვალ კი უკვე უჭირს ყლაპვა, ეწვის ყელი ან საერთოდ უარს ამბობს ჭამაზე.
მშობლებისთვის ეს საკმაოდ სტრესულია, თუმცა უმეტეს შემთხვევაში საქმე გვაქვს მსუბუქ გაციებასა და ყელის გაღიზიანებასთან, რომელიც სწორი და დროული რეაგირების შემთხვევაში სწრაფად გადის. მშობლების მთავარი შეცდომა კი სწორედ პანიკური და არასწორი მოქმედებებია, რასაც თან ახლავს ისეთი გართულებები, როგორიცაა ანგინა, ტონზილიტი, ფარინგიტი და სხვა.
რა იწვევს ყელის ტკივილს ყველაზე ხშირად?
ყელის ტკივილის ყველაზე გავრცელებული მიზეზი სხვადასხვა ვირუსული თუ ბაქტერიული ინფექციებია, რომლებიც იწვევს ლორწოვანი გარსის გაღიზიანებასა და სიწითლეს.
ამ დროს შეიძლება გამოვლინდეს:
- ყელის ტკივილი ყლაპვისას
- სიმშრალის ან წვის შეგრძნება
- ყელის სიწითლე
- ხმის შეცვლა
- მცირე ან ძლიერი ხველა
მშობლებო, გთავაზობთ 5 მნიშვნელოვან რჩევას ყელის ტკივილისას, რომელიც რეალურად მუშაობს:
1. ნუ გამოიყენებთ თვითნებურად სახიფათო მედიკამენტებსა და ანტიბიოტიკებს.
ყელის ტკივილის პირველივე სიმპტომებისას მშობლების ერთ-ერთი ყველაზე ხშირი შეცდომაა სიმპტომების შემამსუბუქებელი სპრეების, გამაყუჩებელი პასტილების (საწუწნი აბების), ყელის სიროფებისა და ანტიბიოტიკების თვითნებური გამოყენება. ხშირად დედები ირაციონალურად, ექიმის რჩევის გარეშე იწყებენ მხოლოდ სიმპტომების შემსუბუქებას და პრობლემის გამომწვევ რეალურ მიზეზს არ მკურნალობენ. რეალურად:
- უმეტეს შემთხვევაში საქმე გვაქვს დაავადებების საწყის მდგომარეობასთან, რა დროსაც ანტიბიოტიკების გამოყენება საჭირო არ არის;
- ანტიბიოტიკების თვითნებურად და არარაციონალურად მიღება სახიფათოა პატარების ჯანმრთელობისთვის, რასაც ხშირად ანტიბიოტიკორეზისტენტობის პრობლემამდე მივყავართ;
- ზოგიერთი სპრეი, სიროფი თუ ყელის აბი უბრალოდ დროებით აქრობს სიმპტომს, მაგრამ არ ეხმარება გამოჯანმრთელებას;
- ზოგიერთი სპრეი, სიროფი თუ ყელის აბები არ გამოიყენება ბავშვებში, შეიცავს ქიმიურ დანამატებსა და საღებავებს;
- ზედმეტმა ჩარევამ შესაძლოა პირიქით, გააღიზიანოს ყელი.
2. არ დაკარგოთ დრო – ყელის ტკივილის მარტივად სამკურნალოდ პირველი 48 საათი გადამწყვეტია.
ყელის ტკივილისა და სიწითლის დროს ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდი არის პირველი 48 საათი. სწორედ ამ დროს წყდება, რამდენად სწრაფად და მარტივად გაივლის პრობლემა. შეცდომაა სხვადასხვა ქიმიური სპრეებისა და საშუალებების გამოყენება, რომლებიც მხოლოდ დროებით ამსუბუქებს სიმპტომებს და არ მკურნალობს დაავადების პროცესს.
პირველი სიმტპომების გაჩენისას მთავარი მიზანი უნდა იყოს:
- არ გავაღიზიანოთ ყელი
- ბუნებრივი გზით დავეხმაროთ ლორწოვანი გარსის აღდგენას
- დროებით შემსუბუქების ნაცვლად – რეალურად ვუმკურნალოთ
სწორედ ამიტომ, პირველივე სიმპტომების დროს მნიშვნელოვანია მკურნალობის დაწყება ისეთი ბუნებრივი მედიკამენტებით, რომლებიც ერთდროულად ამცირებს დისკომფორტს და ეხმარება პრობლემის გამომწვევ მიზეზთან გამკლავებაში.
სწორედ ერთ-ერთი ასეთი საშუალებაა ფაგიო®, ფაგების პრეპარატი, რომელიც მიმართულია როგორც დაავადების გამომწვევი მიზეზის წინააღმდეგ, ასევე ამსუბუქებს სიმპტომებს. ფაგიო შერჩევითად ანადგურებს მხოლოდ დაავადების გამომწვევ გამომწვევ ბაქტერიებს – სტაფილოკოკებს, სტრეპტოკოკებს და ა.შ. და არ აზიანებს სასარგებლო მიკროფლორას.
ფაგიო პედიატრიულ პრაქტიკაში აქტიურად გამოიყენება როგორც ბაქტერიული ინფექციებით გამოწვეული დაავადებების მკურნალობისთვის, ასევე ვირუსული ინფექციების დროს, სიმპტომების პირველივე დღებიდან ბაქტერიული გართულებების თავიდან ასაცილებლად და პრევენციისთვის. ამასთან, საქართველოში დედების 93% ირჩევს ფაგიო®-ს, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს მის სანდოობასა და ფართო გამოყენებაზე.

სწორად შერჩეული მიდგომა პირველივე 48 საათში მნიშვნელოვნად ამცირებს გართულებების რისკს და აჩქარებს ბავშვის გამოჯანმრთელებას.
შერჩეული მკურნალობის გარდა მნიშვნელოვანია:
- სითხე – ხშირად და მცირე ყლუპებით
- რბილი საკვები – რომ დამატებით არ გაღიზიანდეს ყელი
- სუფთა და ტენიანი ჰაერი – რომ თავიდან ავირიდოთ ყელის გამოშრობა
როდის არ ღირს სახლში ლოდინი და მოცდა?
არსებობს ნიშნები, როცა დაავადების სახლის პირობებში მართვა საკმარისი არ არის:
- ტკივილი იმდენად ძლიერია, რომ ბავშვი ვერ ყლაპავს და ვერ იძინებს
- თან ახლავს მაღალი ტემპერატურა, რომელიც არ იკლებს
- ყელზე ჩანს თეთრი ან ჩირქოვანი ნადები
- სიმპტომები რამდენიმე დღეში არ მცირდება
ამ შემთხვევებში აუცილებელია ექიმის შეფასება.
არ გამოგრჩეთ ჰიგიენა:
ჰიგიენა მნიშვნელოვანია, რათა თავიდან აიცილოთ ინფექციის ხელახლა გავრცელება.
ყელის ტკივილის დროს ბავშვები ხშირად აზიარებენ ნივთებს (ჭიქა, სათამაშოები), რაც ინფექციის გავრცელებას იწვევს.
ამიტომ მნიშვნელოვანია: ბავშვმა გამოიყენოს საკუთარი ჭიქა და ჭურჭელი, რომელიც რეგულარულად გაიწმინდება. ასევე პატარამ ხშირად უნდა დაიბანოს ხელები და შეზღუდოს მჭიდრო კონტაქტი სხვა ბავშვებთან. ეს მარტივი ნაბიჯები ეხმარება ბავშვს უფრო სწრაფად გამოჯანმრთელებაში.
სწორად დაწყებული მოვლა პირველივე დღეებიდან მნიშვნელოვნად ამცირებს გართულებების რისკს და აჩქარებს გამოჯანმრთელებას.

