Skip to content Skip to sidebar Skip to footer

ავლაბარში, ურბნისის 7 ნომერში, ფერისცვალების დედათა მონასტრის ტერიტორიაზე არის პატარა სივრცე  იმ ადამიანებისთვის, რომლებიც უკურნებელ  სენს ებრძვიან. ამ ბრძოლაში ისინი მარტო არ არიან და მათ გვერდით არიან ადამიანები, რომელთაც სჯერათ, რომ თითოეული ადამიანი იმსახურებს ღირსეულ ცხოვრებას  და გარდაცვალებას.  ეს ადგილია “ჰოსპისი ფერისცვალება”, სადაც ზრუნავენ პაციენტებზე,  უსმენენ მათ, ანუგეშებენ და ზრუნავენ იმაზე, რომ დრო, რომელიც სიცოცხლისთვის დარჩათ, იყოს ხარისხიანი და სიყვარულით სავსე. 

“ჰოსპისი ფერისცვალება” ფერისცვალების დედათა მონასტრის ბაზაზე დაფუძნდა 2003 წელს. საქველმოქმედო ორგანიზაციის  მისიას წარმოადგენს სულიერი და ფიზიკური თანადგომა გაუწიოს უკურნებელი სენით დაავადებულ, მზრუნველობამოკლებულ პაციენტებსა და მოხუცებს; შეუმსუბუქონ მათ ფიზიკური უძლურება და ტკივილი და გაუუმჯობესონ სიცოცხლის ხარისხი. 

ჰოსპისის პაციენტები ხშირად მარტოხელა მოხუცები არიან, რომლებსაც არ ჰყავთ ნათესავები, აქვთ მძიმე სოციალური მდგომარეობა და მათზე ზრუნვას მთლიანად ჰოსპისი იღებს. მოწყალების დებს, საჭიროებისდა მიხედვით, მათთან მაქვთ საკვები, მედიკამენტები, ეხმარებიან გარემოს მოწესრიგებაში, პაციენტს უტარებენ სამედიცინო მანიპულაციებს და ცდილობენ მათ ნუგეშისცემას, რაც მათ ყველაზე მეტად ესაჭიროებათ. 

ჰოსპისი ფერიცვალებას საქმიანობაში  ორი მიმართულება გამოიყოფა: პალიატიური მზრუნველობა სტაციონარში და პალიატიური მზრუნველობა ბინაზე, სადაც სახლის პირობებში მოწყალების დები ზრუნავენ ჰოსპისის ბენეფიციარებზე. ჰოსპისი ყოველდღიურად 65 ადამიანს ემსახურება,  თუმცა დახმარების მსურველი უფრო მეტია. 

საქართველოში  ტერმინის “პალიატიური მზრუნველობა”-ს  დამკვიდრება “ჰოსპის ფერისცვალებასაც” უკავშირდება. პალიატიური მზრუნველობა – ეს არის ქრონიკული, უკურნებელი დაავადების მქონე პაციენტზე ორიენტირებული მულტიდისციპლინური მზრუნველობა. ჰოსპისი  დაარსების დღიდან  ცდილობს ადვოკატირება გაუწიოს საქართველოში ავადმყოფის მოვლას და პალიატიურ მზრუნველობაზე საყოველთაო ხელმისაწვდომობას. ჰოსპისთან ასევე ფუნქციონირებს მოწყალების დების სასწავლებელი, სადაც ავადმყოფის მოვლით დაინტერესებული პირები უსასყიდლოდ შეიწავლიან ავადმყოფის მოვლის თეორიულ და პრაქტიკულ ასპექტებს და ყალიბდებიან პროფესიონალური მოვლის სპეციალისტებად. ჰოსპისი შედგომ მათ დასაქმებაზეც ზრუნავს.

“ჰოსპისი ფერისცვალება” საქველმოქმედო ორგანიზაციაა და მხოლოდ  შემოწირულობებით არსებობს. საზოგადოების ჩართულობა ჰოსპისის წარმატებით ფუნქციონირებაში უმნიშვნელოვანესია. კეთილი ადამიანების დახმარებით , ჰოსპისი შეძლებს  დაეხმაროს მათ, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ.

დონაცია შესაძლებელია შემდეგ საბანკო ანგარიშებზე გადარიცხვით:

GE86TB7159036080100005

#GE86TB7159036080100005

GE77BS0000000021436068

#GE77BS0000000021436068

მიმღები : ჰოსპისი ფერისცვალება

http://perhospice.com/ge

 Perhospice@gmail.com

ურბნისი 7, თბილისი

IG – https://instagram.com/perhospice?igshid=m2hg3by7mz47

📞ჰოსპისის ცხელი ხაზი: 577 224 423

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5