Skip to content Skip to sidebar Skip to footer

დაახლოებით 10-დან 8 ორსულ ქალს  ორსულობის დროს ან მშობიარობის შემდეგ უჩნდება სტრიები – ვიწრო, ზოლების მსგავსი ხაზები კანის ზედაპირზე. ისინი შეიძლება იყოს ვარდისფერი, წითელი, მეწამული ან ყავისფერი, რაც დამოკიდებულია კანის ფერზე.

როგორც წესი, სტრიები მუცელზე ან ზოგჯერ  ბარძაყზე და მკერდზე ჩნდება. პირველი ნიშანი, რომელსაც შეამჩნევთ, შეიძლება იყოს ქავილი იმ ადგილის გარშემო, სადაც სტრია ჩნდება.

სტრიები არ არის საზიანო. ისინი არ წარმოშობენ სამედიცინო პრობლემებს და მათთვის სპეციფიკური მკურნალობა არ არსებობს.

ბავშვის დაბადების შემდეგ, სტრიები შეიძლება გაფერმკრთალდეს, მაგრამ საბოლოოდ არ ქრება.

რა იწვევს სტრიებს?

სტრიები ძალიან ხშირია და მხოლოდ ორსულ ქალებს არ უჩნდებათ.

ეს შეიძლება მოხდეს კანის გაწელვის დროს, მაგალითად, გარდატეხის ასაკში სწრაფი ზრდის პერიოდში ან წონის მატების დროს.

ორსულობისას ჰორმონალურმა ცვლილებებმა შეიძლება გავლენა მოახდინოს თქვენს კანზე და გამოიწვიოს სტრიები.

სტრიების გაჩენა დამოკიდებულია  კანის ტიპზე, რადგან ზოგიერთი ადამიანის კანი უფრო ელასტიურია.

თქვენ სავარაუდოდ მიიღებთ სტრიებს, თუ საშუალოზე მეტად მოიმატებთ წონაში ორსულობაში. მნიშვნელოვანია, რომ ორსულობის დროს არ მიმართოთ დიეტას წონის დასაკლებად, მაგრამ უნდა დაიცვათ  ჯანსაღი, დაბალანსებული კვება.

შესაძლებელია სტრიების თავიდან აცილება?

ზოგიერთი კომპანია აცხადებს, რომ მათ კრემს შეუძლია  სტრიების გაქრობა, მაგრამ არ არსებობს ამის სანდო მტკიცებულება. ასევე არსებობს შეზღუდული მტკიცებულებები იმის შესახებ, რომ გარკვეული ზეთები ან კრემები ხელს უწყობს სტრიების თავიდან აცილებას.

სტრიები, როგორც წესი, გენეტიკურია, თუმცა შეგიძლიათ შეამციროთ მათი გაჩენის ალბათობა C ვიტამინით მდიდარი საკვების მიღებითა და ყოველდღიური დატენიანებით, რომელიც დაგეხმარებათ ორსულობის ჰორმონებით გამოწვეულ კანის სიმშრალესა და ქავილთან გამკლავებაში.

წყარო: www.nhs.uk, www.whattoexpect.com

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5