Skip to content Skip to sidebar Skip to footer

თქვენი პატარა კომბოსტოს ზომისაა.

(სიგრძე დაახლოებით 27 სმ-ია, წონა 1.360 გრამი)

თქვენ ორსულობის მე-7 თვეში ხართ.

მშობიარობამდე დარჩენილია 10 კვირა.

ნაყოფის განვითარება

ხანდახან გრძნობთ რიტმულ მოძრაობას მუცელში? შეიძლება თქვენი პატარა ასლოკინებს. 

პატარა ისევ იმატებს წონაში, რაც მის კანს უფრო ნაკლებად ნაოჭიანს ხდის. ის დააგროვებს ამ ქონს იმისთვის, რომ შეინარჩუნოს სითბო, როცა დაიბადება. 

თმა, რომელიც ფარავს თქვენი ბავშვის კანს, – ლანუგო, იწყებს გაცვენას ამ დროისთვის. თუმცა,  ზოგიერთი ბავშვი იბადება თმით მხრებზე, ზურგზე ან ყურებზე. 

იცოდით, რომ ზოგიერთი ბავშვი იბადება თმიანი? 30-ე კვირაში, თმა პატარას თავზე იზრდება და სქელდება. ცხადია, მოგიწევთ დაიცადოთ ბავშვის დაბადებამდე, რომ ზუსტად გაიგოთ როგორი სისქისაა მისი კულულები. 

დედის ორგანიზმი ორსულობის 30-ე კვირაში

30 კვირის ორსულობის ვადაზე თქვენ ხართ მესამე ტრიმესტრში და  შეიძლება იყოთ 6 ან 7 თვის ორსული, იმის გათვალისწინებით, რომ ორსულობა ზუსტად არ ჯდება თვეებში.  თქვენი მშობიარობის დღე ახლოვდება, რის გამოც შეიძლება თავს გრძნობდეთ დასტრესილად და შფოთავდეთ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რომ იზრუნოთ თქვენს გონებაზე, სხეულსა და სულზე. რელაქსაციის ტექნიკები დაგეხმარებათ დამშვიდებაში. შეიძლება რამდენიმე გამოსცადოთ და მოსინჯოთ, რა მუშაობს თქვენთვის. ზოგიერთ დედას ეხმარება მასაჟები. სხვები უსმენენ მუსიკას დახუჭული თვალებით ან კავდებიან ორსულების იოგით. თუ თავს გადატვირთულად გრძნობთ და გგონიათ, რომ არაფერს არ აქვს შედეგი, გაესაუბრეთ თქვენს ექიმს დამატებითი რჩევებისთვის და დარწმუნდით, რომ უზიარებთ გრძნობებს თქვენთვის საყვარელ ადამიანებს. 

თქვენი სიმპტომები

  • ბრექსტონ-ჰიქსის კუმშვები. თუ მუცელში დაჭიმულობას გრძნობთ, შეიძლება განიცდიდეთ ბრექსტონ-ჰიქსის სინდრომს, რომელსაც შეიძლება  პრაქტიკული კუმშვებიც ვუწოდოთ. ისინი ამზადებენ ორგანიზმს მშობიარობისთვის, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ თქვენ გეწყებათ მშობიარობა. ისინი შეიძლება უფრო ხშირად წარმოიშვას, როცა ხართ დაღლილი ან გაქვთ წყლის ნაკლებობა, ასევე ძირითადად დღის ბოლოს. ბრექსტონ-ჰიქსი ძლიერდება, როდესაც ახლოვდება მშობიარობის დღე ან თუ მშობიარობა გეწყებათ. თუ კუმშვას გრძნობთ 30-ე კვირაში, და არ იცით კუმშვები არის თუ არა ბრექსტონ ჰიქსის სინდრომი ან ნამდვილი კუმშვები,  – ან რაიმე სხვა, გაესაუბრეთ თქვენს ექიმს, რომელიც გაანალიზებს თქვენს სიმპტომებს. 
  • კანის ქავილი. ორსულობისას იმატებს წონაში და გეზრდებათ მუცელი, 30 კვირის ორსულობისას შეიძლება  კანი გამოშრეს და დაგეწყოთ ქავილი. დამატენიანებელი ლოსიონის წასმა კანზე და ბევრი წყლის სმა დაგეხმარებათ ამ სიტუაციაში. 
  • დიარეა (ფაღარათი). ორსულობისას ნებისმიერ დროს შეიძლება დაგეწყოთ დიარეა. თუ ეს დაგემართებათ, დალიეთ ბევრი წყალი და დაუკავშირდით თქვენს ექიმს მეტი რჩევებისთვის. ექიმმა შეიძლება გირჩიოთ ანტიდიარეის წამლები. 
  • ჰაერის უკმარისობა. ეს შეიძლება დაგემართოთ, რამდენადაც თქვენი საშვილოსნო იზრდება და აწვება მუცელს და დიაფრაგმას ზემოთ ფილტვებისკენ, რის გამოც რთულდება სუნთქვა. ორსულობის ბოლო ან ბოლო ორი თვის განმავლობაში შეიძლება უფრო გაგიადვილდეთ სუნთქვა, რადგან ბავშვი გადაინაცვლებს მენჯისკენ და შემცირდება დაწოლა ფილტვებზე. თუმცა, ამ დროს თავს იჩენს სხვა გართულებები. იმოძრავეთ ნელა და დაჯექით გამართულად, რომ მისცეთ მეტი სივრცე ფილტვებს გასაფართოვებლად. თუ გაქვთ წელის ტკივილები ან სუნთქვის წესი მნიშვნელოვნად იცვლება, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით თქვენს ექიმს. 

რა უნდა გაითვალისწინოთ

  • იმ შემთხვევაში თუ ექიმი დაგრთავთ ნებას, კიდევ გაქვთ დრო დასასვენებლად წახვიდეთ პარტნიორთან ან მეგობრებთან ერთად. წაიკითხეთ სტატია ორსულობის დროს მოგზაურობის შესახებ დამატებითი რჩევებისთვის. 
  • ორსულობისას ნებისმიერ დროს მნიშვნელოვანია მიირთვათ კარგად დაბალანსებული, კვებითი ნივთერებებით სავსე საკვები ბავშვის ზრდისთვის და უზრუნველყოთ, რომ იყოთ  ჯანმრთელი. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნივთიერება, რომელიც უნდა მიიღოთ არის კალციუმი, მინერალი, რომელიც გეხმარებათ ნაყოფის ძვლების და კბილების ჩამოყალიბებაში. თქვენ გჭირდებათ 1000 მგ კალციუმი ყოველდღიურად და თუ არ იღებთ საკმარისს, ექიმი გირჩევთ დამატებით შემცვლელებს. რძის პროდუქტები, გამდიდრებული მარცვლეული და წვენები, ნუში და მუქი, ფოთლებიანი მწვანეულობა კალციუმის კარგი წყაროა, შეგიძლიათ დაეკითხოთ ექიმს დამატებითი რჩევებისთვის ორსულობისას კალციუმის მისაღებად. 
  • დაახლოებით ერთი და იმავე სიხშირის მოძრაობები იმის ნიშანია, რომ ყველაფერი კარგად მიმდინარეობს. ზოგიერთი ექსპერტის რეკომენდაციით, უნდა დაიწყოთ ბიძგების დათვლა დაახლოებით 30-31 კვირაში. დაეკითხეთ თქვენს ექიმს, როდის უნდა დაიწყოთ ნაყოფის მოძრაობის შემოწმება, რადგან ყველა შემთხვევა ინდივიდუალურია. თქვენი ექიმი მოგცემთ რჩევებს როგორ უნდა დათვალოთ. ერთ-ერთი გზაა გამოარკვიოთ დღის რომელ მონაკვეთშია პატარა უფრო აქტიური და დაითვალოთ დარტყმების რაოდენობა ორი საათის განავლობაში. დაიმახსოვრეთ, რომ შეიძლება იგრძნოთ ჩვეულებრივზე ნაკლები მოძრაობა, ეს არ ნიშნავს რომ რაიმე ცუდად არის, შეიძლება თქვენს ბავშვს უბრალოდ ეძინოს. დაელაპარაკეთ თქვენს ექიმს, თუ რაიმე გაწუხებთ. 

ჰკითხეთ თქვენს ექიმს

  • ვინ იქნება ჩემი სათადარიგო ექიმი, თუ თქვენ იქნებით შვებულებაში ან არ იქნებით ხელმისაწვდომი ორსულობის ბოლო თვეებში?
  • მჭირდება თუ არა 3D ან 4D ულტრაბგერითი გამოკვლევა 30-ე კვირაში ან ამ ტრიმესტრის ნებისმიერ სხვა დროს?
  • უწევთ თუ არა რეკომენდაციას, მქონდეს მშობიარობის გეგმა?

ორსულობის 30-ე კვირა: თქვენი გეგმები

  • დაიწყეთ ფიქრი და დაგეგმეთ ბავშვზე ზრუნვა, თუ ეს უკვე არ გაგიკეთებიათ. მოიძიეთ ინფორმაცია, გაესაუბრეთ მომავალ ძიძებს, ეწვიეთ ბავშვებზე მზრუნველობის ცენტრებს ან დაეკითხეთ ოჯახებს, რომლებიც იყენებენ ასეთ სერვისებს. ეს კვლევა შემდგომში დაზოგავს თქვენს დროს. დაეკითხეთ ექიმს, მეგობრებს და საყვარელ ადამიანებს რეკომენდაციები. 
  • მალე თქვენი ოჯახის წევრები და მეგობრები შემოგთავაზებენ დამატებით მხარდაჭერას მშობიარობის შემდგომ კვირაში. ჩამოწერეთ დავალებები,  რომლების შესრულებაც მათ შეუძლიათ. თქვენი სია შეიძლება შეიცავდეს ისეთ პუნქტებს, როგორიცაა რამდენიმე სადილის მომზადება, რომელიც შეიძლება გაიყინოს, უფროსი ბავშვების მოვლა, საყიდლები ან ცხოველებზე ზრუნვა. 
  • თუ მანქანა გყავთ, დაგჭირდებათ ბავშვის სავარძელი პირველივე მოგზაურობისთვის საავადმყოფოდან სახლამდე და ასევე ყოველი შემდგომი მგზავრობისთვის. დაიწყეთ ძებნა და წადით საყიდლებზე ახლავე, იმისთვის რომ გქონდეთ მეტი დრო სავარძლის სწორად დაყენების შესასწავლად. 
  • დაგეგმეთ ფოტოსესია, იმისთვის რომ შეინახოთ თქვენი ორსულობის მუცლის ძვირფასი მოგონება. 

წყარო: https://www.pampers.com/en-us/pregnancy/pregnancy-calendar/30-weeks-pregnant

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5