ორსულობის პირველ ტრიმესტრში ხშირია გულისრევის შეგრძნება ან ღებინება, განსაკუთრებით დილით. ქვემოთ მოყვანილი რჩევები დაგეხმარებათ, ამ დისკომფორტთან გამკლავებაში.
1. ჭამეთ ხშირად და მცირე ულუფებით
ცარიელი კუჭი უფრო გაგიმწვავებთ მდგომარეობას. მცირე ულუფებით ხშირად ჭამა დაგეხმარებათ შაქრის დონის შენარჩუნებაში.
2. მიირთვით ცილებით მდიდარი საკვები
ცილებით მდიდარი საკვები, როგორიცაა ნიგოზი, ხორცი და კვერცხი, უფრო იოლად ასათვისებელი იქნება თქვენი კუჭისთვის.
3. მიიღეთ ვიტამინი B6 ვიტამინით მდიდარი პროდუქტები
თუ თქვენ გაქვთ B6 ვიტამინის ნაკლებობა, შესაძლოა უფრო გაგიმწვავდეთ გულისრევა. ღორის ხორცი, ქათამი, თევზი, მარცვლეული, სოიო, არაქისი, რძე და კარტოფილი, შეიცავს B6 ვიტამინს.
4. ცივი საკვები შეიძლება უკეთესი იყოს თქვენთვის, ვიდრე ცხელი
სამზარეულოს სუნებმა შესაძლოა გულისრევის შეგრძნება გამოიწვიოს. ამიტომ, ცივი საკვები ერთ-ერთი გამოსავალი იქნება.
5. ისაუზმეთ ლოგინში
საწოლიდან უზმოზე წამოდგომამ შეიძლება გამოიწვიოს გულისრევა. ამიტომ წაიხემსეთ საწოლშივე, მაგალითად ორცხობილებით ან კრეკერებით და ნელა წამოდექით.
6. ჩაინიშნეთ, როდის გრძნობთ თავს კარგად
აკონტროლეთ, როდის მწვავდება გულისრევის შეგრძნება და როდის გრძნობთ თავს უკეთ. ეს დაგეხმარებათ იპოვოთ ის დრო, როდესაც უმჯობესია ჭამა და დალევა.
7. სვით წყალი კვებებს შორის
გაუწყლოვანებისაგან თავის დასაცავად დალიეთ წყალი ხშირად.
8. დაყნოსეთ ლიმონი
დაჭრილი ლიმონის სუნი დაგეხმარებათ გულისრევასთან გამკლავებაში. ასევე შეგიძლიათ ცივ ჩაის ან ცქრიალა წყალს დაამატოთ ლიმონის ნაჭრები და მიირთვათ ყლუპებად.
9. მიირთვით ჯანჯაფილის ჩაი
ჯანჯაფილის ჩაი შეიძლება დაეხმაროს თქვენს კუჭს დამშვიდებაში.
10. ყურადღება მიაქციეთ ვიტამინებსა და საკვებ დანამატებს
ზედმეტი რკინის არსებობამ შეიძლება გულისრევა გააუარესოს, ამიტომ შეამოწმეთ ინგრედიენტების ჩამონათვალი, თუ იღებთ რომელიმე მულტივიტამინს.
11. დაისვენეთ
სტრესმა და დაღლილობამ შეიძლება გაგიმწვავოთ გულისრევის შეგრძნება. ამიტომ ხშირად დაისვენეთ.
12. ესაუბრეთ მეგობრებს, რომლებსაც ესმით თქვენი
ზოგჯერ მხოლოდ იმის გაგებაც დაგეხმარებათ, რომ ახლო მეგობრებს და ოჯახის წევრებს თქვენი ესმით.
წყარო: www.babycenter.com