Skip to content Skip to sidebar Skip to footer

თქვენი პატარა ყვავილოვანი კომბოსტოს ზომისაა.

(სიგრძე დაახლოებით 23 სმ-ია, წონა 907 გრამი)

თქვენ ორსულობის მე-6 თვეში ხართ.

მშობიარობამდე დარჩენილია 13 კვირა.

ნაყოფის განვითარება

თქვენ მიაღწიეთ მეორე ტრიმესტრის ბოლო კვირას! ბავშვი კვლავ აგრძელებს დარტყმებს და გაჭიმვებს და უფრო მკაფიო მოძრაობებს აკეთებს. ის ასევე იწყებს გაღიმებას, განსაკუთრებით ძილის დროს. მეტიც, 4 თვიანი დახუჭვის შემდეგ, ბავშვი ახელს თვალს. პატარას უკვე შეუძლია დაინახოს სინათლეები და ჩრდილები მის ირგვლივ. 

ბავშვი უკვე იწყებს ნაცნობი ხმების შემჩნევას, განსაკუთრებით თქვენი ხმის. თქვენი ხმის გაგონებისას მისი გულისცემა მცირდება, რაც ნიშნავს, რომ ის მშვიდად არის. 

თქვენი პატარას ფილტვები და ღვიძლი, ასევე მისი იმუნური სისტემა დიდ გზას გაივლიან, სანამ საბოლოოდ ჩამოყალიბდებიან, თუმცა ის მყარად იმატებს წონას და ქონს. ამ დროისთვის, ბავშვი უკვე გამოიყურება, როგორც ჩამოყალიბებული ახალშობილი, რომელსაც დაბადების შემდეგ ნახავთ, თუმცა უფრო პატარაა. 27 კვირის ორსულობისას ბავშვის მდებარეობა საშვილოსნოში შეიძლება შეიცვალოს და ის განაგრძობს პოზიციების ცვლილებას ორსულობის დასასრულამდე. 

დედის ორგანიზმი ორსულობის 27-ე კვირაში

ამ დროისთვის თქვენ ალბათ ჯერ კიდევ ეჩვევით თქვენს ცვალებად ზომას და ორსულობის ზედმეტ წონას და ამჩნევთ ახალ ტკივილებს, რამდენადაც მუცელი უფრო იზრდება. თუ გაინტერესებთ რამდენი თვეა 27 კვირის ორსულობა, თქვენ დაახლოებით ხართ 6 დან 7 თვემდე ორსული, თუ კვირები ზუსტად არ ემთხვევა თვეებს. 

თქვენი ფუნდალური სიმაღლე იქნება დაახლოებით 27 სანტიმეტრი. როგორც წესი, ეს რიცხვი შეესაბამება თქვენი ორსულობის კვირის რაოდენობას, მაგრამ ექიმი მაინც გაზომავს მას ყოველი ვიზიტისას. 

კარგი იქნება თუ გაეცნობით ისეთ თემებს, როგორიცაა როგორ გაუმკლავდეთ ტკივილს მშობიარობისას და ბრექსტონ-ჰიქსის კუმშვები ნამდვილი მშობიარობის კუმშვების წინააღმდეგ. თქვენი თავდაჯერებულობის გასაზრდელად კარგი იქნება გაიგოთ უფრო მეტი იმაზე, რაც გელოდებათ. 

შეიძლება უფრო მეტად ღელავდეთ, რამდენადაც უახლოვდებით ორსულობის ბოლოს. ამ შიშების შემცირება შეგიძლიათ იმ მასალის კითხვით, რომელიც შეეხება მშობიარობას, მშობლობის პირველ პერიოდს. არ დაგავიწყდეთ ცოტათი გაერთოთ კიდეც, ეს დაგეხმარებათ ყურადღების გადატანაში. იოგა და საჭირო რაოდენობის ძილი სტრესის წინააღმდეგ ბრძოლისთვის საუკეთესო სტრატეგიებია. 

თქვენი სიმპტომები

  • ტკივილი მენჯის არეში.  ორსულობისას ჰორმონები იწვევენ შეერთებების და სახსრების მოდუნებას – თქვენი ორგანიზმი ემზადება მშობიარობისთვის. მენჯის შემაერთებელი ძვლები უფრო მოქნილი ხდება ამ დროისთვის და ამან შეიძლება გამოიწვიოს მენჯის არეში ტკივილი, შეეცადეთ არ დადგეთ დიდხანს ფეხზე და არ აწიოთ მძიმე. 
  • შეკრულობა. კუჭ-ნაწლავის სისტემის იშვიათი ან რთული მოქმედება შეიძლება წარმოიშვას ამ ეტაპზე. პროგესტერონმა შეიძლება შეანელოს საკვების მონელება, და მზარდი საშვილოსნო დააწვეს სწორ ნაწლავს. ამ სიმპტომის თავიდან ასაცილებლად დალიეთ ბევრი წყალი  და დიეტაში ჩართეთ უჯრედისის მაღალი შემცველობის საკვები. ხილი და ბოსტნეული, მთლიანი მარცვლის პური და ხორბლეული არის კარგი ვარიანტები. შეგიძლიათ დაეკითხოთ ექიმს, რა წამლები შეიძლება მიიღოთ. 
  • ვაგინალური გამონადენი. გამჭვირვალე ან მოთეთრო გამონადენი ნორმალურია და შეიძლება გაიზარდოს კიდეც ორსულობის პერიოდში. თუმცა, თუ შეამჩნევთ, რომ გამონადენმა შეიცვალა ფერი, შემადგენლობა ან სუნი, ეს შეიძლება იყოს ვაგინალური ბაქტერიის სიმპტომი. დაელაპარაკეთ თქვენს ექიმს თუ შეამჩნევთ ასეთ ცვლილებებს. ის გამოიკვლევს სიმპტომებს და საჭიროების შემთხვევაში დაგინიშნავთ მკურნალობას. 
  • კანის ცვლილებები. ორსულობისას თქვენი სხეული უფრო მეტად გამოყოფს მელანინს, რომელიც არის პიგმენტიმ რომელიც კანს უფრო მუქად წარმოაჩენს. შეიძლება შენიშნოთ, რომ თქვენი ძუძუსთავები გამუქდა და ჭიპიდან დაბლა წარმოიშვას ვერტიკალური ხაზი, რომელსაც ჰქვია ლინეა ნიგრა. ზოგიერთ დედას აქვს მოყავისფრო ლაქები ლოყაზე, ცხვირზე  და შუბლზე, რასაც ქვია ქლოასმა. კანის ფერის ეს ცვლილებები დროებითია და გაუჩინარდება მშობიარობის შემდგომ. მოერიდეთ მზეს, თუ გარეთ უნდა გახვიდეთ, მაქსიმალურად დაიცავით თავი, რადგან ულტრაიისფერმა გამოსხივებამ შეიძლება გაამუქოს ეს ლაქები. 
  • თვალსაჩინო სიზმრები. გავრცელებულია უცნაური სიზმრების ქონა ორსულობისას, განსაკუთრებით მესამე ტრიმესტრში. ეს შეიძლება გასართობიც იყოს, თუმცა ამავდროულად ხელს უძლიდეს ღამის ძილს. უფრო მშიდი ძილისთვის მიიღეთ პროტეინით მდიდარი საკვები დაძინებამდე, რომ შეინარჩუნოთ შაქრის მაღალი დონე. ასეთი წახემსება შეიძლება იყოს ცოტა მიწისთხილის კარაქი ან ყველი. 
  • მუცლის სპაზმები. შეიძლება გრძნობდეთ მუცლის მოვლით ტკივილებს (ფაღარათით ან მის გარეშე) 27-ე კვირაში ან შემდგომ პერიოდში. ეს შეიძლება იყოს ვადამდელი მშობიარობის ნიშანი. დაუკავშირდით თქვენს ექიმს, თუ შეამჩნევთ მუცლის მოვლით ტკივილებს. 

რა უნდა გაითვალისწინოთ? 

  • როგორ მიმდინარეობს თქვენი ვარჯიშის რუტინა? თუ რაიმეს შეცვლა გსურთ, ცურვა ჩართეთ თქვენს აქტივობებში, განსაკუთრებით 27-ე კვირაში, როდესაც მუცელი აგრძელებს ზრდას. ცურვა კარგი კარდიო ვარჯიშია, უფრო მარტივია, ვიდრე ვარჯიშის სხვა ფორმა და შესაძლებელია დაგეხმაროთ ტკივილების შესუსტებაში. თუ ორსულად ხართ ზაფხულის ცხელ დღეებში, ცურვა შეიძლება იყოს გაგრილების კარგი საშუალება, როცა არ იგრძნობთ თავს კომფორტულად. 
  • ახლა კარგი დროა იმისთვის, რომ შეატყობინოთ თქვენს ექიმს გსურთ თუ არა ჭიპლარის სისხლის შეგროვება. ჭიპლარის სისხლი გროვდება ჭიპლარიდან და პლაცენტადან მშობიარობის შემდეგ და შეიცავს ღეროვან უჯრედებს, რომელიც შეიძლება გამოყენებული იქნეს დაავადებების მკურნალობისთვის. შეგიძლიათ ეს სისხლი ქველმოქმედებით გადასცეთ სისხლის ბანკს. ასეთ შემთხვევაში თქვენი პატარას სისხლს გამოიყენებენ ნებისმიერი ადამიანის სამკურნალოდ, რომელსაც ექნება მსგავსი სისხლის ჯგუფი. ასევე შეგიძლიათ შეინახოთ პირად ბანკში გარკვეული საფასურის სანაცვლოდ. გაითვალისწინეთ, რომ ძალიან დაბალი ალბათობა არსებობს, რომ ბავშვის სისხლი ეფექტური იქნება ნებისმიერი დავადების სამკურნალოდ, რომელიც შეიძლება მას ან ოჯახის წევრებს დაემართოთ. ექიმი მოგაწვდით უფრო დეტალურ ინფორმაციას სისხლის შენახვის და სხვა პირიობების შესახებ. 
  • თუ წინასწარმა ტესტებმა აჩვენა რომ თქვენ ხართ RH უარყოფითი, ექიმი გაგიკეთებთ RH შრატს 24-დან 28 კვირამდე თუ თქვენი ბავშვი დადებითია. ეს ხელს შეუშლის ორგანიზმს წარმოქმნას ანტისხეულები ბავშვის სისხლის უჯრედებთან მიმართებით. ბავშვს ტესტი ჩაუტარდება დაბადებისთანავე, თუ ის დადებითია, მას გაუკეთებენ კიდევ ერთ შრატს. 

ჰკითხეთ თქვენს ექიმს

  • სად შეიძლება მივიღო მეტი ინფორმაცია ახალშობილის პირველადი დახმარების ტრენინგზე?
  • არსებობს რაიმე რესურსი, რომელიც დამეხმარება ვიპოვო პედიატრი ან სხვა ექიმი ბავშვისთვის? შეგიძლიათ რეკომენდაცია გაუწიოთ ვინმეს?
  • ჩემი წონა 27 კვირის ორსულისთვის შესაბამისია? რა რჩევას მომცემთ  წონის ჯანსაღი მატების შესახებ?
  • ნაადრევი მშობიარობის მაღალი რისკი მაქვს? რა არის ნაადრევი მშობიარობის სიმპტომები,  რასაც შემიძლია ყურადღება მივაქციო?

თქვენი გეგმები

  • თუ უკვე არ გაგიკეთებიათ, შეგიძლიათ დაიწყოთ სიის დაწერა, რა დაგჭირდებათ როცა თქვენი ბავშვი სახლში იქნება. თუ გექნებათ baby shower, ამ წვეულების ორგანიზატორებმა უნდა გაუზიარონ ეს სია სტუმრებს მოსაწვევებთან ერთად ან ცალკე. 
  • დარწმუნდით, რომ ნებისმიერი მოწყობილობა ან ავეჯი, რომლის გამოყენებასაც გეგმავთ, მაგალითად გამოსაცვლელი მაგიდა, მანქანის სკამი შეესაბამებიან უსაფრთხოების სტანდარტებს. შეიძლება დაგჭირდეთ დიდი კვლევის ჩატარება, სანამ იპოვით ასეთ საბავშვო პროდუქტებს. 

წყარო: https://www.pampers.com/en-us/pregnancy/pregnancy-calendar/27-weeks-pregnant

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5