
მაშინ როცა რესპირატორული ინფექციების აქტიური სეზონია, გავრცელებულია ყელისა და სასუნთქი გზების სხვადასხვა დაავადებები, პედიატრიულ კლინიკებში კი პაციენტების რიგები არ წყდება, მნიშვნელოვანია დედას ჰქონდეს სწორი ინფორმაცია როგორ უნდა მოვიქცეთ, პირველივე სიმპტომების გამოჩენისას.
სიმპტომების შემსუბუქება:
დაავადებების გართულება ხშირად დაგვიანებულ რეაქციას ან მკურნალობის არასწორ მართვას მოსდევს. დილით, როდესაც პატარას ყელის ტკივილი ან ხველა შეაწუხებს, დედის პირველი ინსტინქტია როგორმე შეუმსუბუქოს ბავშვს ტკივილი, რაც სრულიად ბუნებრივია.
თუმცა ბევრი მშობელი ასეთ დროს იყენებს ყელის სხვადასხვა სპრეებსა და სიმპტომების შემამსუბუქებელ პროდუქტებს, რომლებიც ადგილობრივ ანესთეტიკებს (გამაყუჩებლებს) შეიცავს. ასეთ პროდუქტებს შეუძლიათ დროებით შეამცირონ დისკომფორტი და ყლაპვა გაამარტივონ. გარკვეულ შემთხვევებში, განსაკუთრებით მაშინ, როცა ტკივილი ძლიერია, ისინი მართლაც შეიძლება შვების მისაცემად კომფორტული იყოს, თუმცა არის კი ეს რეალური მკურნალობა, ან დაგვიცავს სიმპტომების შემამსუბუქებელი პრეპარატები დაავადებების გართულებისგან? პასუხია, არა!
არსებობს ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც მშობლებს ხშირად არასწორად ესმით:
სიმპტომების შემამსუბუქებელი საშუალებები არ გამოიყენება მკურნალობისთვის.
ადგილობრივი ანესთეტიკის (გამაყუჩებელის) შემცველი სპრეები და მსგავსი პროდუქტები:
• ვერ ებრძვიან ბაქტერიებს;
• ვერ ამცირებენ მიკრობების გამრავლებას;
• ვერ აჩერებენ დაავადების გართულებებას;
• და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ვერ ამცირებენ ანტიბიოტიკების საჭიროების რისკს.
ისინი უბრალოდ ამცირებენ ტკივილის შეგრძნებას. მიუხედავად იმისა, რომ კომფორტი მნიშვნელოვანია, დაავადების გამომწვევი მიზეზის კონტროლი კიდევ უფრო მეტად მნიშვნელოვანია.
როგორ ვიმკურნალოთ სწორად, რომ მაქსიმალურად შევამციროთ ანტიბიოტიკების საჭიროება?
მკურნალობის საწყის ეტაპზე, განსაკუთრებით სკოლამდელი და მცირეწლოვანი ასაკის ბავშვებში, პედიატრებისა და მშობლების #1 მიზანია, არ გახდეს საჭირო ანტიბიოტიკების ჩართულობა. მკურნალობის მიუხედავად, ანტიბიოტიკების ხშირი და არარაციონალური გამოყენება იწვევს ანტიბიოტიკორეზისტენტობის განვითარებას, სასარგებლო მიკროფლორის დაზიანებასა და მრავლობით გვერდით ეფექტს, რაც პატარების იმუნური სისტემისთვის განსაკუთრებით სახიფათოა.
ამიტომ პედიატრების პირველი არჩევანია ისეთი სამკურნალო საშუალებების შერჩევა, რომელიც არ არის მხოლოდ ადგილობრივი ანესთეტიკი (გამაყუჩებელი), გამოიყენება მკურნალობისთვის და წარმოადგენს ანტიბიოტიკების ბუნებრივ და უსაფრთხო ალტერნატივას. სწორედ ამ კატეგორიას მიეკუთვნებიან ფაგები (ფაგის პრეპარატები), კონკრეტულად კი ქართველი დედებისთვის კარგად ნაცნობი და საყვარელი პროდუქტი ფაგიო.

ფაგიო, გამოიყენება არა მხოლოდ სიმპტომების შესამსუბუქებლად, არამედ იმისთვის, რომ აქტიურად იმოქმედოს ყელისა და სასუნთქი გზების ისეთი ბაქტერიული ინფექციების გამომწვევებზე, როგორიცაა ტონზილიტი(ანგინა) , ბრონქიტი, ფარინგიტი, სინუსიტი და სხვა.
ისინი მოქმედებენ გვერდითი ეფექტების გარეშე, მიზანმიმართულად ანადგურებენ დაავადების გამომწვევ მავნე ბაქტერიებს და არ აზიანებენ სასარგებლო მიკროფლორას.
მათი მიზანია სწორედ ადრეულ ეტაპზე შეამცირონ და გააქრონ ბაქტერიული ინფექცია სანამ მდგომარეობა გართულდება.
ადრეული, მიზანმიმართული მოქმედება:
• ამცირებს ბაქტერიების გავრცელებას;
• თავიდან გვარიდებს დაავადების გართულებას;
• აქრობს ან მნიშვნელოვნად ამცირებს ანტიბიოტიკების საჭიროებას;
• ხელს უწყობს სწრაფ გამოჯანმრთელებას.
ეს სრულიად განსხვავებული როლია, ვიდრე მხოლოდ სიმპტომების დროებით შენიღბვა.
როდის არის საჭირო ანესთეტიკური სპრეები?
არსებობს სიტუაციები, როდესაც ტკივილის შემსუბუქება მართლაც საჭიროა:
• ძლიერი დისკომფორტი;
• ძლიერი ტკივილის გამო ყლაპვის გაძნელება;
• ღამით უკეთ დასაძინებლად ტკივილის შემცირება.
თუმცა, სწორად და დროულად შერჩეული სამკურნალო პრეპარატების გამოყენებით, შესაძლოა სიმპტომური ანესთეტიკების (გამაყუჩებლების) დახმარება საჭირო არ გახდეს, განსაკუთრებით მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის ადრეულ ინფექციებში.
როგორ უნდა მოიქცეს დედა პედიატრთან ვიზიტისას?
როდესაც პედიატრი მკურნალობას ნიშნავს, არ მოგერიდოთ კითხვის დასმა:
- ეს პროდუქტი მხოლოდ მიზეზს მკურნალობს თუ მხოლოდ სიმპტომებს?
- არსებობს თუ არა ორივე ტიპის პრეპარატის საჭიროება, თუ შეიძლება მხოლოდ დაავადების მკურნალობაზე გავამახვილოთ ყურადღება?
კომფორტი მნიშვნელოვანია, მაგრამ პრევენცია და სწორი მკურნალობაა ის, რაც რეალურად იცავს თქვენს შვილს, რასაც ბენჟამინ ფრანკლინის ეს გამონათქვამიც ამყარებს – “1 გრამი პრევენცია 1 კილოგრამი მკურნალობ ისტოლფასია”


