
ბავშვის მომავლისთვის ზრუნვა მხოლოდ კარგი განათლების შერჩევას არ ნიშნავს. არანაკლებ მნიშვნელოვანია, წინასწარ ვიფიქროთ იმ ფინანსურ შესაძლებლობებზე, რომლებიც ჩვენს შვილს საკუთარი ინტერესებისა და ოცნებების განხორციელებაში დაეხმარება.
როდესაც ბავშვი პატარაა, უნივერსიტეტში ჩაბარება ძალიან შორეულ პერსპექტივად გვეჩვენება. ყოველდღიურობაში გაცილებით აქტუალურია საბავშვო ბაღი, სკოლა, წრეები, ტანსაცმელი და უამრავი სხვა საჭიროება.
თუმცა დრო სწრაფად გადის. ერთ დღესაც მშობლები აღმოვაჩენთ, რომ ჩვენი პატარა უკვე პროფესიის არჩევაზე ფიქრობს, ჩვენ კი გვინდა, მას რაც შეიძლება მეტი შესაძლებლობა ჰქონდეს, ისწავლოს სასურველ უნივერსიტეტში, დაეუფლოს საინტერესო პროფესიას ან მონაწილეობა მიიღოს საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამებში.
კარგი ამბავი ისაა, რომ ამ ყველაფრისთვის მზადება შესაძლებელია გაცილებით ადრე, თუნდაც მცირე თანხით.
რატომ ღირს განათლებისთვის თანხის დაგროვების დაწყება ადრეული ასაკიდან?
შვილის განათლების დაფინანსება ოჯახისთვის შესაძლოა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფინანსური ვალდებულება აღმოჩნდეს.
სწავლის გადასახადთან ერთად გასათვალისწინებელია ტრანსპორტი, სასწავლო მასალები, ტექნიკა, დამატებითი კურსები, ზოგჯერ კი სხვა ქალაქში ან ქვეყანაში ცხოვრების ხარჯებიც.
რაც უფრო ადრე დავიწყებთ ამ საჭიროებებზე ფიქრს, მით უფრო მეტი დრო გვექნება დანაზოგის შესაქმნელად.
მაგალითად, თუ მშობელი ბავშვის დაბადებიდან ყოველთვიურად მხოლოდ 50 ლარს გადადებს, 18 წლის განმავლობაში, დამატებითი საპროცენტო სარგებლის გარეშეც, მნიშვნელოვანი თანხა დაგროვდება.
რამდენს დავაგროვებთ ყოველთვიურად 50, 100 ან 200 ლარის გადადებით?
| ყოველთვიური დანაზოგი | 10 წელიწადში | 18 წელიწადში |
| 50 ლარი | 6 000 ლარი | 10 800 ლარი |
| 100 ლარი | 12 000 ლარი | 21 600 ლარი |
| 200 ლარი | 24 000 ლარი | 43 200 ლარი |
ცხრილში წარმოდგენილია მხოლოდ შეტანილი თანხების ჯამი, საპროცენტო სარგებლის, საკომისიოებისა და ინფლაციის გათვალისწინების გარეშე.
ეს მარტივი მაგალითი გვაჩვენებს, რომ მნიშვნელოვანი ყოველთვის დიდი თანხით დაწყება არ არის. ხშირად უფრო ეფექტიანია მცირე, მაგრამ რეგულარული შენატანების ჩვევის ჩამოყალიბება.
ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ 18 წლის შემდეგ განათლების ღირებულება შესაძლოა დღევანდელისგან განსხვავდებოდეს. ამიტომ სასურველია, დასაგროვებელი სამიზნე თანხა ოჯახის მხრიდან პერიოდულად გადაიხედოს.
როგორ ვაქციოთ დაზოგვა ყოველდღიურ ჩვევად?
ბევრი მშობლისთვის მთავარი სირთულე არა დაზოგვის სურვილის არქონა, არამედ ყოველდღიური ხარჯებია. ყოველთვის გამოჩნდება რაღაც, რისთვისაც თანხის დახარჯვა უფრო გადაუდებელი გვეჩვენება.
განსაზღვრეთ კონკრეტული მიზანი. მაგალითად, შვილის 18 წლისთვის გარკვეული თანხის დაგროვება, რომელიც მის განათლებას მოხმარდება.
აირჩიეთ რეალისტური ყოველთვიური შენატანი. უმჯობესია, დაიწყოთ 30 ან 50 ლარით და ეს თანხა რეგულარულად გადადოთ, ვიდრე თავიდანვე ზედმეტად ამბიციური გეგმა შეადგინოთ.
გამოყავით დანაზოგი ყოველდღიური ბიუჯეტისგან. როდესაც თანხა ცალკე ანგარიშზე გროვდება, მისი ყოველდღიურ ხარჯებში გამოყენების ცდუნებაც მცირდება.
გამოიყენეთ ავტომატური დაგროვების შესაძლებლობები. ეს განსაკუთრებით მოსახერხებელია დაკავებული მშობლებისთვის, რომლებსაც ყოველთვიურად თანხის გადარიცხვის გახსენება არ სურთ.
საბავშვო ანაბარი – ფინანსური საფუძველი შვილის მომავლისთვის
ერთ-ერთი ინსტრუმენტი, რომელიც მშობლებს შვილისთვის გრძელვადიანი დანაზოგის შექმნაში ეხმარება, საბავშვო ანაბარია.
მაგალითად, საქართველოს ბანკს აქვს საბავშვო ანაბარი, რომლის გახსნაც შესაძლებელია 16 წლამდე ასაკის ბავშვისთვის. მშობელს თანხის დამატება ნებისმიერ დროს შეუძლია, ხოლო დაგროვილი თანხა შვილს 18 წლის ასაკში გადაეცემა.
2026 წლიდან პროდუქტის გახსნა საქართველოს ბანკის მობილბანკიდანაც არის შესაძლებელი, რაც მშობლებს დამატებით კომფორტს უქმნის.
ასეთი დანაზოგი შეიძლება მნიშვნელოვანი ფინანსური მხარდაჭერა აღმოჩნდეს იმ მომენტში, როდესაც ახალგაზრდა დამოუკიდებელი ცხოვრების პირველ ნაბიჯებს დგამს, იქნება ეს უნივერსიტეტში სწავლა, პროფესიული განვითარება თუ სხვა მნიშვნელოვანი მიზანი.
საქართველოს ბანკის მობილბანკში ასევე ხელმისაწვდომია ელექტრონული ყულაბა, რომელიც ყოველდღიური ბარათით გადახდების პარალელურად თანხის ავტომატურ დაგროვებას უწყობს ხელს.
პროდუქტის არჩევამდე მნიშვნელოვანია მოქმედი საპროცენტო განაკვეთის, ვადის, თანხის განკარგვისა და სხვა სახელშეკრულებო პირობების გაცნობა.
გაიგეთ მეტი საქართველოს ბანკის საბავშვო ანაბრის შესახებ – https://bankofgeorgia.ge/ka/retail/anabrebi/sabavshvo-anabari

ფინანსური განათლება თავად ბავშვისთვისაც მნიშვნელოვანია
დანაზოგის შექმნასთან ერთად მშობლებს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შესაძლებლობა გვაქვს, შვილებს ადრეული ასაკიდან ვასწავლოთ ფულის მართვა.
როდესაც ბავშვი ხედავს, რომ ოჯახში გარკვეული მიზნისთვის თანხა თანმიმდევრულად გროვდება, ის თანდათან სწავლობს მოთმინებას, დაგეგმვასა და პრიორიტეტების განსაზღვრას.
შეგვიძლია ასაკის შესაბამისად ავუხსნათ, რატომ არ არის აუცილებელი ყველა სურვილის დაუყოვნებლივ შესრულება, როგორ განსხვავდება საჭიროება სურვილისგან და რატომ არის მნიშვნელოვანი საკუთარი რესურსების გონივრულად განაწილება.
მოზარდობის ასაკში კი შესაძლებელია, შვილი ოჯახის ფინანსური დაგეგმვის მარტივ პროცესებშიც ჩავრთოთ.
ასე ფინანსური განათლება მხოლოდ თეორიული ცოდნა აღარ იქნება, ის ყოველდღიური ცხოვრების ნაწილად იქცევა.
შვილის მომავლისთვის ზრუნვა დღეს იწყება
არცერთ მშობელს არ შეუძლია ზუსტად განსაზღვროს, რომელ პროფესიას აირჩევს მისი შვილი ან რა შესაძლებლობები ექნება მას 15-18 წლის შემდეგ.
თუმცა შეგვიძლია დღესვე შევქმნათ გარკვეული ფინანსური საფუძველი, რომელიც მომავალში მეტ არჩევანს მისცემს.
ამისთვის აუცილებელი არ არის დიდი შემოსავალი ან მნიშვნელოვანი საწყისი კაპიტალი. ზოგჯერ პირველი ნაბიჯი მხოლოდ 50 ლარის გადადებაა. მთავარია, ეს ნაბიჯი დროულად გადავდგათ.
მასალა მომზადებულია საქართველოს ბანკთან თანამშრომლობის კონცეფციის ფარგლებში. სტატია საინფორმაციო ხასიათისაა და არ წარმოადგენს ინდივიდუალურ ფინანსურ რეკომენდაციას. საბანკო პროდუქტების მოქმედი პირობები გადაამოწმეთ ბანკთან.

