Skip to content Skip to sidebar Skip to footer

რა არის GBS?

B ჯგუფის სტრეპტოკოკული ბაქტერია ჩვენს ორგანიზმში მცხოვრები ერთ-ერთი ბაქტერიაა, რომელიც როგორც წესი არ არის ზიანის მომტანი. GBS მატარებელი ორსული ქალების უმრავლესობას ჰყავთ ჯანმრთელი შვილები. მაგრამ არსებობს მცირედი რისკი, რომ ის შეიძლება გადაეცეს ახალშობილს დაბადების დროს. ზოგჯერ, ეს ინფექცია იწვევს სერიოზულ, სიცოცხლისთვის საშიშ  გართულებებს, როგორც ორსულობის, ასევე მშობიარობის დროს. თუმცა, ნუ შეგეშინდებათ, განსაკუთრებით მცირე რისკია, თუ მშობიარობის დროს არ გაქვთ მაღალი ტემპერატურა, წყლები ადრე არ დაგიღვრიათ და ბავშვი 38 კვირაზე მეტი ასაკისაა.

როგორ ვლინდება GBS ინფექცია ბავშვებში?

ახალშობილს შეიძლება პირველი 1 კვირის განმავლობაში გამოუვლინდეს  GBS ინფექცია შემდეგი სიმპტომებით:

  • მოდუნებულობა და ურეაქციობა
  • ჭამაზე უარის თქმა
  • დაბალი ან მაღალი ტემპერატურა
  • გულისცემის შენელება ან აჩქარება
  • სუნთქვის შენელება ან აჩქარება
  • გაღიზიანებადობა

ბავშვების უმრავლესობა სრულად ინკურნება, თუმცა არის შემთხვევები, როცა GBS ინფექციას მოყვება სიცოცხლისთვის საშიში გართულებები, მაგალითად სეფსისი.

ხანდახან, GBS ინფექციის სიმპტომები 3 თვემდე ასაკში ვლინდება. ეს ნიშნავს, რომ ბავშვს B სტრეპტოკოკი მშობიარობის შემდეგ სხვა ადამიანისგან გადაედო. მიმართეთ ექიმს დაუყოვნებლივ, თუ თქვენს შვილს აქვს ზემოთ ხსენებული სიმპტომები. მას შეიძლება დასჭირდეს ანტიბიოტიკებით მკურნალობა კლინიკაში. ბავშვების უმრავლესობა გამოჯანმრთელდება ამ ავადმყოფობისგან, თუმცა ზოგიერთს შეიძლება დაემართოს სეფსისი, მენინიგიტი, მხედველობის ან სმენის დაკარგვა.

როგორ ავირიდოთ GBS ინფექციის გადაცემა ახალშობილისთვის?

ამ ყველაფრის თავიდან ასარიდებლად, თქვენ შეგიძლიათ ორსულობის მესამე ტრიმესტრში, 36-37 კვირაზე ჩაიტაროთ ანალიზი B სტრეპტოკოკზე. უფრო ადრეულ ასაკში ტესტის ჩატარებას აზრი არ აქვს, რადგან ეს ბაქტერია შეიძლება გავიდეს ან ისევ დაბრუნდეს თქვენს ორგანიზმში. დადებითი პასუხის შემთხვევაში, თქვენი პატარას დასაცავად  მშობიარობის დროს ანტიბიოტიკს გაგიკეთებენ. ეს პროცედურა მანამდე არ არის საჭირო, რადგან ადრეული მკურნალობა ვერ ამცირებს  ბაქტერიის მშობიარობამდე დაბრუნების რისკს.

წყარო:

www.nhs.uk

www.babycenter.com

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5