პარტნიორის კონტენტი
გასული თვეების განმავლობაში უამრავი მშობელი აფთიაქებსა თუ სოციალური ქსელების მშობელთა ჯგუფებში აქტიურად ეძებდა „ფაგიოს“, რადგან მაღალი მოთხოვნის გამო მისი დეფიციტი გაჩნდა. სიხარულით გაცნობებთ, რომ კომპანია უახლოეს თვეებში გეგმავს ადგილობრივი სააფთიაქო ქსელების ფაგებით უწყვეტი მომარაგების განახლებას და თან, კიდევ უფრო მოსახერხებელი შეფუთვით.
„ბიოქიმფარმი“, ევროკავშირისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მხარდაჭერით, ფაგების ახალ საწარმოს ხსნის მოდერნიზებული ინფრასტრუქტურითა და ახალი, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი აღჭურვილობით. ახალი საწარმო კომპანიას საშუალებას აძლევს უფრო ეფექტიანად ებრძოლოს ანტიბიოტიკორეზისტენტობას, დაიცვას ადამიანების ჯანმრთელობა და გადაარჩინოს მათი სიცოცხლე.
„ვულოცავთ „ბიოქიმფარმს“ ახალი საწარმოს გახსნას! ეს კომპანიას შესაძლებლობას მისცემს, ფარმაცევტული პროდუქტები კარგი საწარმოო პრაქტიკის (GMP) შესაბამისად, ევროკავშირში მიღებული სტანდარტით აწარმოოს. ვიმედოვნებთ, რომ ეს წარმატება სხვა კომპანიებისთვის შთაგონება იქნება, რათა გაზარდონ ცოდნით გაჯერებული, მაღალი დამატებული ღირებულების მქონე წარმოების შექმნა საქართველოში“, – განაცხადა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ, საწარმოში ვიზიტის დროს.
„მოხარულები ვართ, რომ საწარმო წარმატებით ფუნქციონირებს და აგრძელებს იმ ძალიან დიდ ტრადიციებს, რომელიც ქვეყანას ბაქტერიოფაგების წარმოების კუთხით გააჩნია. საქართველო ტექნოლოგიების რუკაზე, მათ შორის, ბიოტექნოლოგიების რუკაზე, ამ საწარმოს მეშვეობით, ამაყად იქნება წარმოდგენილი მომავალში“, – აღნიშნა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.
„ფაგის პრეპარატების წარმოება და ფაგოთერაპია, ჯერ კიდევ, სიახლეა მსოფლიოს უმეტეს ქვეყნებში. მილიონობით ადამიანს კვლავაც არ აქვს წვდომა ფაგებზე, რის გამოც პაციენტები დაუცველები არიან ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტული ინფექციების მიმართ. ამ პროექტით, კომპანია ზრდის საწარმოო სიმძლავრეს და საექსპორტო არეალს, რის შედეგადაც, ფაგები ხელმისაწვდომი გახდება მილიონობით პაციენტისთვის, მთელს მსოფლიოში. საწარმოს მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურისა და საწარმოო ხაზების მოდერნიზაცია საშუალებას აძლევს კომპანიას, გააფართოოს წარმოება საერთაშორისოდ აღიარებული წარმოების სტანდარტების შესაბამისად, გახდეს უფრო ეფექტური რეზისტენტული ინფექციების წინააღმდეგ ბრძოლაში და დაძლიოს ანტიბიოტიკორეზისტენტობის გლობალური საფრთხე”, – აღნიშნა „ბიოქიმფარმის“ გენერალურმა მენეჯერმა რატი ღოლიჯაშვილმა.