Skip to content Skip to sidebar Skip to footer

ჩვილებს ამშვიდებთ ნაცნობი სუნი, განსაკუთრებით დედის. ერთ-ერთი კვლევის მიხედვით კი, ახლად ფეხადგმულ და სკოლამდელი ასაკის ბავშვებს უფრო მოსწონდათ იმ მაისურის სუნი, რომელიც მათ დედებს ეცვათ რამდენიმე დღის განმავლობაში სხვა დედების ჩაცმულ ან სუფთა მაისურთან შედარებით.

თქვენი შვილის ყნოსვის შეგრძნებამ ჯერ კიდევ თქვენს მუცელში დაიწყო განვითარება, ორსულობის 28-ე კვირისთვის ნაყოფი უკვე ყნოსავს ამნიონურ სითხეს. ამავდროულად, ქიმიური ცვლილებები თქვენს სხეულში ცვლის თქვენს ინდივიდუალურ სუნს, რაც მას უფრო გამორჩეულს ხდის თქვენი პატარისთვის.

დაბადებისას თქვენი ბავშვი მზადაა, რათა უპასუხოს თქვენს უნიკალურ სუნს, დედის რძის სუნს, თუ შიშველ კანზე დაიწვენთ. მხოლოდ ერთი კვების შემდეგ, ახალშობილს შეუძლია თქვენი ამოცნობა მხოლოდ სუნით. მასთან ყოფნის 1 საათის შემდეგ კი თქვენც შეგეძლებათ მისი სუნის გარჩევა.

მრავალი კვლევა ჩატარდა სუნის ძალაზე. ერთ-ერთი მათგანის მიხედვით ახალშობილები ნაკლებად ტირიან, როცა ამნიონური სითხის სუნი სცემთ. სხვა კვლევის მიხედვით, დედის რძის სუნი მოქმედებს, როგორც ტკივილგამაყუჩებელი, ამცირებს ტირილის და სტრესის დონეს ბავშვებში, როდესაც მათ უკეთებენ ახალშობილის სისხლის (ქუსლის ქერქის) ტესტს.

ასე რომ, თუ გინდათ უცხო გარემოში მოხვედრილი შეშინებული და აღელვებული ახალშობილი ან კოლიკასთან მებრძოლი პატარა დაამშვიდოთ, მიიხუტეთ შიშველ მკერდზე. ეს შეიძლება დაეხმაროს მას დამშვიდებაში.

წყარო: www.babycentre.co.u

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5